понедельник, 20 октября 2014 г.

უთქმელი სათქმელი...



 

რამდენი რამე უთქმელი დამრჩა,
ვსერავ იალაღს, ჭიუხვებს, ფერდობს.
მივტირი ლექსებს აზრად გაფრენილს,
ფრთებმოტეხილებს,  ამ ყოფის კრედოს.
მოდის ფიქრები ნიაღვარივით,
სულს გადასერავს გამჭოლად ერთობ,

ბუხრის წინ მჯდარი ორი მოხუცი          
 გაიხსენებენ ცხოვრების გემოს.
გული იბორგებს, რადგან მერმისი,
სხვაგვარად აქცევს ბაღსა თუ ერდოს,
უკვე რამდენი საუკუნეა
ამაყად უმზერს ჟამთა სვლას ხენდრო.





შეწყვეტილი სტრიქონი


ახლა მარტო ვარ, სრულიად მარტო,
საკუთარ თავთან დავრჩი პირისპირ,
ჩუმი ხმაური და ფოთოლცვენა,
ირგვლივ ქაოსი, აურზაური.

ფიქრმა შემოსა ღამე სუდარით
და ანცი ქარი ლაღად  ნავარდობს,
დაძრწის ქუჩებში მკაცრი სიცივე,
ვის რა აწუხებს სულაც არ ნაღვლობს....

воскресенье, 19 октября 2014 г.

შემოდგომის საღამო


 

ქარი დაქრის ქარაფშუტა,
მთა-ბარ დაეხეტება,
თბილისური საღამოა,
აი, უკვე ბინდდება.
ქარვისფერი ფოთლებისგან
ხალიჩები იგება,
სული ხარობს ჰარმონიის
სიმი უცებ იბმება.
გული? გული სიხარულის
სითბოდ გადმოიღვრება.....







და მაინც ვიბრძვით....

 
დღე მიიცვალა და ისტორიის
ფურცელს ჩაეწნა ერთი ფურცელიც,
ფიქრი - ფიქრია, ნეტავ რატომ დუმს
ამაყად მდგარი კავკასიონი?!
მთა ბუმბერაზი, ყინვა და თოვლი,

ფიფქები ფიქრის, ვიცვლებით, ვიღწვით,
ჩვენც წავალთ როგორც წავიდნენ სხვები,
დრონი მეფობენ, ეს ყველამ ვიცით
და მაინც ვიბრძვით......



 



четверг, 9 октября 2014 г.

მე ვითვლი წამებს














 
ჩამოწვა ბინდი,
კვლავ ისევ ღამე,
მე ვითვლი წამებს,
მე ვითვლი წამებს,
წვეთები წვიმის,
სწრაფი და თბილი,
ნიავი დილის,
უტყვი და გრილი.
ნავარდობს სიო
აღებს დარაბებს,
რისხვით თვალს ავლებს

მწუხრის დარაჯებს, 
არ მინდა დარდი,
ტანჯვა-ტირილი,

სიკვდილის ყველა
კარი დარაზეთ.
ივსება ისევ
პარტერი ხალხით,
გავყურებ შორით,
უცხო ჯამბაზებს,
ცისკარი ტყდება,





 








ქარი ქრის მქისე,
ფარფატა ფოთლებს
აათამაშებს,
ვითვლი თილისმებს.
სიცილით ვკვდები,
ვერ ვხვდები წყურვილს,
უამრავ სურვილს,

თუ რა მიქრობს ჟინს,
ან საიდან იღებს სათავეს
ამაყი ფიქრი,
ჩამოწვა ბინდი,
კვლავ ისევ ღამე,
მე ვითვლი წამებს,
მე ვითვლი წამებს.









  • вторник, 7 октября 2014 г.

    გეჩურჩულები

     


    მიყვარხარ კრძალვით 
    და უჩუმრად,
    გულს დაგავს ურიცხვი
    ფიქრები,
    გიხმობ 
    და 
    გეჩურჩულები...




    დედას
























    ფიქრში გავათენე მთელი ღამე,
    ისევ ოცნებით ვიწვოდი შენზე,
    ჩუმად გხატავდი ცისფერ ღრუბლებთან
    ხან გემთხვეოდი უჩუმრად ხელზე.

    ახდება ნუთუ ჩემი ფიქრები?!
    ან ეს ოცნება, ვიცოდე ნეტავ,
    შენზე ულევ ფიქრს რა შეაჩერებს,
    ჩემო ერთგულო, ძვირფასო დედავ...

    არსად მეჩქარება..

     






    ვიცი ჩაივლის ეს დღეც დუმილით,
    დარდი განქარდება,

    ისევ ვბოდიალობ ურიცხვ ოცნებებში,
    არსად მეჩქარება ....




     















    ვივიწყებ ტკივილს













    ვივიწყებ ტკივილს, 
    არ მსურს ვათიო ღამე გოდებით,
    მინდა ცხოვრებას 
    გადავავლო თვალი გონების....
    ნისლი, რიჟრაჟი, ცისფერი ცა, 
    ღრუბელთა გროვა, 
    ნუ ელოდები ბედისწერას, 
    ისედაც მოვა,
    ბანქო თუ ნარდი, ფლირტი, 
    თამაში, 
    დავაა როცა,
    სისულელეა იჭყლიტო თავი
    მით რა გამოვა.
    არ ვიცი რაა სიხარული, 
    თუმც ვიცი გლოვა,
    შესუდრულია,
    სახეს წამების გვირგვინი მოსავს,
    წყეულ გულს ალბათ
    დარდები მოკლავს,
    ყველა ცუდ საქმეს 
    სიკეთე მოწყლავს,
    გზა გოლგოთისკენ 
    ახლოდან მოსჩანს.
    მივრბივარ, მივსდევ, 
    ღრმად მოხუც მგოსანს,
    თუმც ბებერია, 
    მაინც ჰგავს ფრთოსანს,















    თვისი სტრიქონი 
    ბევრის სულს მორწყავს.
    ვივიწყებ ტკივილს, 
    არ მსურს ვათიო 
    ღამე გოდებით,
    მინდა ცხოვრებას 
    გადავავლო თვალი გონების.

    понедельник, 6 октября 2014 г.

    ჩემს კუდრაჭა და მხიარულ ძმისშვილს - მარის





















    თვალხატულა და ლამაზი,
    ბუაძეა ერთი მარი,
    ორი ძმა ჰყავს ანდრია და
    ნეოფიტე ძალზედ წყნარი.
    კუდრაჭა და ცუგრუმელა,
    დედიკოს სულ ეხმარება,
    ყველა უყვარს, ყველას ათბობს,
    განა სხვისი ეხარბება?
    თუკი რამეს დაპირდები,
    მადლიერი შემოგხედავს,
    თავის ძმებზე ზრუნვას ისე
    თავმდაბლურად შემოგბედავს.
    მე მჯერა რომ ჩვენს ქვეყანას
    და ჩვენს კუთხეს ასახელებ,
    ისტორია სათუთად კი
    შეინახავს შენს დიდ სახელს.

    ცხოვრება

             












    მივედი სალაროსთან
    ბილეთი ვთხოვე,
    ცხოვრება მოლარე
    ყოფილა თურმე.... 



    შემოდგომა






    გაყვითლებული ფოთლები ცვივა
    და ქარს თან მიაქვს ტრიალ-ტრიალით,
    მალე გაივლის ეს შემოდგომაც
    და დასრულდება ორომტრიალიც.
     

    ნაძვნი ამაყად დგანან და უტყვად
    გულს ინახავენ რაც ნახეს გუშინ,

    ეს სიჩაუქეც მალე გაივლის,
    რაც იყო ადრე, წარსულში, უწინ.








    მუზა




    მუზა მოდიოდეს
    და ლექსს ჩურჩულებდე,
    კალამი არ გქონდეს და იტანჯებოდე,
    ო რა მწველია, ო რა მტანჯველია,
    როცა ლექსსა თხზავ,

    ის კი წაშლილია.


    მე ისევ გელი














    და ისევ ჩქარი,
    ნაბიჯის ჩქამი,
    და ისევ ნისლი,
     
    სახლები ისლის,
    ცხოვრება მიჰქრის,
    დრო ისე მირბის
    ვეღარ ვეწევი.

    ნაცნობი ჰიმნი, 
    მე იმიჯს ვიცვლი, 

    ,
    მსურს ვსერო ზეცა, 
    ვიაროთ ერთად,        
    იალქნიანი გემი ჩანს კენტად.
    ზღვა ბობოქარი,
    ტალღები ღელავს,
    და ტელესკოპით ვაკვირდები
    ნატიფ ვარსკვლავებს....
    არა მწამს ბედის,
    ვკამათობ ჩემთვის
    ვებაასები აზრებს უთვალავს...
    და ისევ ჩქარი,
    ნაბიჯის ჩქამი,
    ბინდი,
    სოფელი, 
    შემოდგომაა,
    ყანას ჭრის ცელი,
    მე ისევ გელი,
    მე ისევ გელი.                                                                                






    დაე


     



    დაე მივანდოთ 
    ჩვენი ბედის სასწორი უფალს,
    მან გადაწყვიტოს 

    ამ ცხოვრების სისწორის გზები,

    დაე გვფარავდეს მისი კალთა, 
    ძლიერი ხელი,ჩვენ კი ლოცვითა 
    განვიწმინდოთ 
    განვლილი გზები.







    ხანაც წვიმაა, ხან კი მზე გვათბობს..















    დამტოვეთ მარტო!
    ვიძახი, ვდარდობ,
    თანაც ვთვალთვმაქცობ
    არ ვიცი რატომ
    და მაინც გნატრობ.
    ოცნებით ვხარობ, 

    კვლავ ლაჟვარდ ტალღებს
     
    უშიშრად ვაპობ,
    ჩემი ბავშვობა
    შორიდან მახსოვს,
    ეხლა კი ჩემს თავს
    გვირგვინი ამკობს,
    ცხოვრება ისევ
    ლუდივით გვათრობს,
    და სიბერის ჟამს
    მოგონებები
    თოვლივით გვათოვს,
    ხანაც წვიმაა,.

    ხან კი მზე

    გვათბობს.



    ფერისცვალება

    ფერი იცვალა ირგვლივ ყოველმა
    და გაუხუნდა სამოსი მდელოს,
    ისევ იფეთქებს მაისში კვირტი,
    გოროზი მთები გამოსცემს ექოს.
    გარიჟრაჟია, ცა იცვლის ფერებს,
    ნისლი იღვრება, აერთებს მთა-ბარს,
    ღამენათევი დატოვებს სერებს,
    თავბრუს დაახვევს მჩქეფარე არაგვს.

    ცა



    ცა ვარსკვლავებით მოიჭედება,
    მთვარე დადგება ქვეყნის დარაჯად,
    მზე მიეფარა თვალთაგან, მერე
    ყველა პლანეტა მწყობრში დარაზმა.
     





    ცის სიდიადე ვის არ მოხიბლავს,
    სამყარო არის შეუცნობელი,
    სად არ ვყოფილვარ, რა არ მიხილავს,
    კაცი არ ვარგა ღვთისა მგმობელი.





    ცა ვარსკვლავებით მოიჭედება,
    მთვარე დადგება ქვეყნის დარაჯად,
    მზე მიეფარა თვალთაგან, მერე
    ყველა პლანეტა მწყობრში დარაზმა....

    მიძღვნა (ჩემს უსაყვარლეს ძმისშვილს-ანდრიას)

    ქერა, ცისფერთვალება,
    ვარსკვლავთ ბიჭი ვინ არის?
    სიყვარულით გაჟღენთილა
    ჩემი გულის ფიცარი.
    ჩემო თბილო ანგელოზო, 
    ჩემო ტკბილო ღირსებავ,
    შენისთანა ვაჟკაცები
    განა ბევრი იზრდება?
    სიამაყით გიკრავ გულში, 
    სულ წამწამზე მიზიხარ,

    ქვეყნად რაც კი სიკეთეა,
    სულ ყველაფრის ღირსი ხარ.
    ბედნიერი ყოფილიყავ, 
    ოთხივ ჯვარი გეწეროს, 
    ეს გოროზი მთა-ველები,
    სიხარულით გესეროს.

    დილა...


    დილა არის მშვენიერი,
    მზე ფანჯრიდან ჭიატობს,
    განა ყველა ქალი არის?
    განა ყველა დიაცობს?
    გარინდულა არე-მარე,
    ნამი მინდვრად კიაფობს,
    მათრობს ტკბილი მოგონება,
    გემი ტალღებს მიაპობს.


     

    მე ისევ მინდა













    მე ისევ მინდა

    მე ისევ მინდა შენზე დარდში ღამე ვათიო,
    და გავიხსენო  

    თბილისური სტრიქონი ძველი,
    ყარაჩოღელის ნაღვლიანი მწველი ჰანგები
    და ფიროსმანის  

    მარტოდ მარტო განვლილი წლები.  

    არ მსურს ოცნება,  
    ვიცი იგი უცებ გაქრება,
    მინდა მიყვარდეს,  
    თუნდ ნაღვლიანი ვუმღერ სიმღერებს,
    რა შეაჩერებს გულს სევდიანს

    მუზას მორეულს,
    უამრავ ფიქრებს

    თუნდაც შორეულს.

    ნეტავ....




    მოდის შხაპუნა წვიმა,
    გისველებს თმებს,  
    ნეტავ მეც წვიმა ვიყო,
    ნაზად შეგეხები შენ.
    ნეტავ ნიავი ვიყო,
    ნაზად აგიჩეჩავ თმებს,
    ნეტავი თოვლი ვიყო,
    ნაზად გაგითეთრებ თმებს.