ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა
1888 წლის 14 ივლისს კახეთში, სოფელ მატანში. მისი დედ-მამა იყვნენ დარია
და იოსებ ჩოლოყაშვილები. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის
სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. გიმნაზია არსებობდა ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და წარმოადგენდა ქართული
ეროვნული განათლების სისტემის უმთავრეს კერას და გამოირჩეოდა ეროვნული
სულისკვეთებით. იმ პერიოდში გიმნაზიის დირექტორად მუშაობდა ექვთიმე
თაყაიშვილი. 1907 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დაამთავრა თბილისის
სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზია.
ორი წლის შემდეგ, 1909 წელს, ოცდაერთი წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი რუსეთის არმიაში გაიწვიეს. მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, რომელიც ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკავალერიო შენაერთად. ჯარში მსახურობისას მიიღო ოფიცრის ჩინი, მიენიჭა პორუჩიკის სამხედრო წოდება. 1912 წელს ქაქუცა დაბრუნდა სამშობლოში. 1913 წელს ქაქუცამ ცოლად შეირთო ნინო ილიას ასული მეღვინეთუხუცესი, ვისგანაც ორი ასული – თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა.
ქაქუცას ქორწილს მოგვიანებით ასე იგონებდა ნინო მეღვინეთუხუცესის ბიძაშვილი, 1921-1924 წლებში ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილის და 1924 წელს ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი თავადის დიმიტრი (ავალო) ავალიშვილის ასული, ქ-ნი ნინო ავალიშვილი: “გაისმა ზურნადუდუკის ხმა, სიმღერა.

ყველა მხიარულობდა. ცოტა ხანში ქაქუცამაც, თეთრ ჩოხაში
გამოწყობილმა, თეთრი ცხენი შემოაჭენა თავის ძმებთან ერთად. ისე შემოაჭენეს
ცხენები, რომ მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე. ჩვენი ნათესავი ბიჭი სულხან
სულხანიშვილი ჩემი ტოლი იყო და მამშვიდებდა – ნუ ტირი, შენი ქორწილიც ასე
იქნებაო. გაჩაღდა ცეკვა-თამაში. გადმოვიდა ქაქუცა, გაშალა ხელები და დაიწყო
ცეკვა… გადაიყვანა ნინო საცეკვაოდ, თეთრ ქათქათა კაბაში გამოწყობილი,
მორცხვად თვალებდახრილი, მშვენიერი, ლამაზი. თავს ქორივით დასტრიალებდა
მკლავებგაშლილი ქაქუცა… ამ ქორწილის გარდა სხვა მრავალი ქორწილის მომსწრე
ვარ, მაგრამ ასეთი სხვა არ მახსოვს”.
1914 წლის აგვისტოში, პირველი მსოფლიო ომის
დაწყებისთანავე, პორუჩიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს.
თავდაპირველად იგი გაწვეულ იქნა ასეულის მეთაურად ავსტრიის ფრონტზე,
ერთ-ერთ საკავალერიო შენაერთში. ომში, სადაც 1917 წლის დამლევამდე დაჰყო,
ქაიხოსრომ გამოავლინა სიმამაცე და საბრძოლო ნიჭიერება. ალექსანდრე
სულხანიშვილი იგონებს: “ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო განსახიერება ქართველი
რაინდისა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დინჯი, დარბაისელი და უაღრესად
კეთილი გულის პატრონი. ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას
კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობი ადამიანიც კი მიაქცევდა მის ყურადღებას.
ის ძალიან უყვარდა ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა
კიდეც. როგორი მხდალიც არ უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად
იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო დაბადებული” (ალ.
სულხანიშვილი, ჩემი მოგონებანი, სან-ფრანცისკო, 1981, გვ. 196).
ავსტრიის ფრონტზე თავის გამოჩენისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის ჯვრით.
ავსტრიის ფრონტზე, 1914 წლის ოქტომბერში ქაქუცა დაიჭრა და გადაყვანილ იქნა კავკასიის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა საკავალერიო ასეულს. ამ დროს დაიწყო ოსმალთა ჯარის იერიში სარიყამიშთან სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას სარდლობით. სარიყამიშის აღების შემდეგ თურქებს დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმის აღება. სარიყამიშთან ბრძოლები 1914 წლის დეკემბერში გაიმართა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შენაერთი ირიცხებოდა გენერალ ვასილ გაბაშვილის კორპუსში. ჩოლოყაშვილის საკავალერიო ასეულს დაევალა სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მქონე სიმაღლის – “არწივის ბუდის” აღება და დაცვა.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, ოსმალები უკუაგდო და დაიბრუნა სტრატეგიული მნიშვნელობის მთა “არწივის ბუდე”. მცირე ხნის შემდეგ თურქებმა ისევ განაახლეს იერიშები “არწივის ბუდის” დასაბრუნებლად. საბრძოლო ოპერაციისას ქაქუცა ფეხში დაიჭრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისევ განაგრძობდა ბრძოლას. ქაქუცა ისევ დაიჭრა, ამჯერად მკერდში. მიუხედავად ამისა, მისმა ასეულმა შეძლო “არწივის ბუდის” შენარჩუნება. თურქები უკუიქცნენ.
გამოჩენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოებულ იქნა მხედრული წარჩინების ერთ-ერთი უმაღლესი ნიშნით, – ოქროს სახელობითი ხმლით.
ფრანგი პუბლიცისტი რემონ დიუგე თავის წიგნში “მოსკოვი და წამებული საქართველო” წერს: “თურქებისათვის სავალალოდ დამთავრებულ სარიყამიშის ბრძოლაში (დაახლოებით 20 000 თურქი დაიღუპა და გაიყინა ამ მაღალმთიან რეგიონში) ჩოლოყაშვილი დაიჭრა. მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია და ის სტრატეგიული პუნქტიც აიღო, რომლის ფლობა განსაზღვრავდა სამხედრო ოპერაციების შემდგომ ბედს. დაჭრილ ჩოლოყაშვილს ბრძოლის ველი არ მიუტოვებია, თუმცა უბრძანეს ჭრილობის შესახვევად საველე ჰოსპიტალში წასულიყო. მეორედ დაჭრილი, სარიყამიშში გამოიძახეს. ლაზარეთში დაწოლა უბრძანეს.
მეთაურს კი უპასუხა “მოვდივარ”-ო, მაგრამ ისევ რაზმთან დარჩა. მესამედ დაჭრილს გული შეუწუხდა. მაშინ კი იძულებული გახდა სამედიცინო დახმარებისათვის მიემართა”.
1915 წლის დამდეგს მძიმედ დაჭრილი ჩოლოყაშვილი მოათავსეს თბილისის წმ. ნინოს საავადმყოფოში. განკურნების შემდეგ ქაქუცა შედის გენერალ ნ. ბარათაშვილის მიერ ახლად დაარსებულ ქართულ ცხენოსანთა ლეგიონში ათასეულის მეთაურად. 1915 წელსვე ლეგიონი გაიგზავნა სპარსეთის ფრონტზე, სადაც ჩოლოყაშვილის ათასეულმა შეასრულა ბრწყინვალე რეიდი მესოპოტამიის უდაბნოში და 1916 წელს შეუერთდა ბრიტანეთის არმიას. ამ ოპერაციის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მეორე ჯვრით. მცირე ხნის შემდეგ მას მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი ქართულ ჯარში იწყებს სამსახურს და თავის გამოცდილებას ახმარს ქართული ჯარის მშენებლობას, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს იმ დროს წარმოებულ ბრძოლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ ქაქუცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა, მისთვის მთავარი იყო საქართველოს სამსახურში ყოფნა.

1921 წლის 24 თებერვალს მენშევიკურმა
მთავრობამ თბილისი დატოვა და ბათუმისკენ გაიქცა, ხოლო 17 მარტს საქართველო
დატოვა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლია დევნილ მთავრობას და საქართველოში
დარჩა. ამ დროს ქაქუცა გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად სამეგრელოში
იმყოფებოდა, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა მივლინებული
რუსეთის ჯარის საწინააღმდეგო ცხენოსანი ნაწილის ჩამოსაყალიბებლად.
დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა ქაქუცა იწყებს ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობას. მენშევუკური მთავრობის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში ბრუნდება, სადაც ხვდება არტირელიის გენერალს კონსტანტინე (კოტე) აბხაზს, ილია ჭავჭავაძის უფროსი დის – ნინოს ვაჟიშვილს, საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) მეთაურს. ქაქუცა კოტე აბხაზთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსალოდნელი ბრძოლების თაობაზე.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი კახეთში გადადის და
ქმნის ექვსკაციან ჯგუფს – “საქართველოს შეფიცულებს”. ჯგუფში შედიოდნენ:
მიხა ბალიაშვილი, ვასო თამაზაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, ს.
ჩითინაშვილი და ქიზიყელი ბიჭი ქარუმა. ჯგუფს ორგანიზაცია უნდა გაეკეთებინა
პარტიზანული ბრძოლის დაწყებისათვის. კახეთის გარდა ჩოლოყაშვილი სანდო
პირებს გზავნის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში (დუშეთსა და გორის
მაზრებში) და ქმნის ფარულ ორგანიზაციებს.
1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი
,,საქართველოს შეფიცულების” რაზმით ქიზიყიდან ალვანის ტყეში გავიდა და
პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ექვსკაციან ჯგუფს სხვადასხვა დროს შეემატნენ:
ალექსანდრე სულხანიშვილი, სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი (ქაქუცას ძმა, რომელიც
მალე დაიღუპა), რაფიელ ერისთავი, ელიზბარ ვაჩნაძე, ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ
მაყაშვილი, ალექსანდრე კარგარეთელი, სერგო მაისურაძე, დიმიტრი ჭინჭარაული,
მიხა ხელაშვილი, ალექსანდრე ბადურაშვილი, ილია ქარუმიძე, ალექსანდრე
ცხვედაძე, გოლა პავლიაშვილი, მერაბ ჯორჯაძე, შალვა ნებიერიძე, მიშა
ლაშქარაშვილი, ალექსი ფეიქრიშვილი, შალვა და ლევან ჯავრიშვილები და სხვები…
რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს
დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.
1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. ქაქუცა პარტიზანულად მოქმედებდა. ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა მოულოდნელად. 1922 წლის ივლისში ქაქუცას ხელმძღვანელობით ხევსურეთში დაიწყო გამოსვლები. მთელი ხევსურეთი ფეხზე დადგა. დიმიტრი ჭინჭარაულმა ასე მიმართა ქაქუცას: “შენ გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბოძარი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციო ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიდიადე”.
ხევსურეთის ამბოხს ბარელების ღალატის გამო გაგრძელება არ ეწერა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო აჯანყება. უამრავი ადამიანი იქნა დახვრეტილი.
1923 წელს, აღმოაჩინეს რა ,,სამხედრო ცენტრი”, აჯანყებულები სასტიკად დასაჯეს. დაიჭირეს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ოჯახი: მეუღლე ნინო მეღვინეთუხუცესი და ორივე ქალიშვილი, შვიდი წლის თამარი (ციცნა) და სამი წლის ქეთი. ქეთი იმავე დღეს გამოუშვეს, მეუღლე და პატარა ციცნა კი სამი დღე-ღამე მშიერ მწყურვალი იჯდნენ თელავის მილიციაში. სამი დღის შემდეგ შიმშილისაგან დასუსტებული დედა-შვილი გამოუშვეს, მაგრამ ჩქარა ისევ დაიჭირეს. მათთან ერთად დააპატიმრეს ქაქუცას ნათესავები, ტყეში გახიზნულთა ახლობლები.

მტერმა ქაქუცას კვალს მაინც ვერ მიაგნო.
ამასობაში იგი ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩეჩნები შემოეერთებინა და ერთად
ეომათ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა,
გაერთიანებული ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ქაქუცა
დაბრუნდა საქართველოში და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება.
1924 წლის აჯანყება დანიშნული იყო 17
აგვისტოს, მაგრამ 29-ისთვის გადაიდო, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ
საქართველოსაც უნდა მიეღო. ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ: კახეთში –
ჩოლოყაშვილი, ქართლში – ლაშქარაშვილი, ბორჯომში – კასრაძე, სვანეთში –
გარდაფხაძე, გურიაში – მათიაშვილი… 1924 წლის აჯანყება დაემთხვა საბჭოთა
კავშირისა და ინგლისის მოლაპარაკებას.
ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ.
გაურკვეველი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1
დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და
ბოლშევიკურ ხელისუფლებას გაუადვილა აჯანყების ჩახშობა. აჯანყების გაცემის
მიუხედავად, 29 აგვისტოს ქაქუცა მანგლისის სამხედრო ყაზარმებს დაეცა,
პატიმრები გაათავისუფლა და მისმა მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო
მანგლისი. 1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა
მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924 6
სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა სახელგანთქმული ხევ-გძელას ბრძოლა,
სადაც ქ. ჩოლოყაშვილმა თავისი უბადლო სამხედრო ტალანტი გამოავლინა და
ასეულობით რუს ჯარისკაცს ერთმანეთი დაახოცვინა.
აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცამ
ბრძოლა ერწოში ჩაატარა. შემდეგ ისევ კახეთს დაბრუნდა და ბრძოლა ბორჩალოში,
შემდეგ კი თეთრწყაროში გააგრძელა. აჯანყება სისხლის ზღვაში ჩაახშეს. 1924
წლის გამოსვლებთან დაკავშირებით თვით ,,რკინის კომისარი” სერგო ორჯონიკიძე
ბოდიშს იხდიდა, რომ საქმე აჯანყებამდე მივიდა.
1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და
საქართველოში დატრიალებული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ უკვე
ცხადი გახდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. ჩოლოყაშვილმა და
მისმა რაზმმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი
შეფიცულები, ცხენებზე ამხედრებულნი, მიუახლოვდნენ საქართველო–თურქეთის
საზღვრისპირა სოფელს. აქ სამი ქვეყანა საქართველო–თურქეთი და სომხეთი
ემიჯნებოდენ ერთმანეთს. ლტოლვილები ფრთხილობდნენ, მუდამ შესაძლებელი იყო
მდევრის გამოჩენა. შებინდებისას ისინი თურქეთის საზღვარზე გადავიდნენ.
“ჩეკას” ცნობით საზღვარი ქაქუცასთან ერთად 22-მა მებრძოლმა გადაკვეთა.
შემდეგ სტამბულიდან საფრანგეთისაკენ აიღეს გეზი.
ბედის ირონით, ადამიანი, რომელმაც პირველი
მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიას მწარე დამარცხება აგემა სარიყამიშთან,
ხიშტზე წამოცმული თეთრი დროშით გადავიდა საზღვარზე და ოსმალეთს სთხოვა
დროებითი თავშესაფარი. ბედის კიდევ ერთი დაცინვა იყო ისიც, რომ კომუნისტი
ქართველების მიერ ბანდიტად შერაცხულ და სამშობლოდან გამოდევნილ პატრიოტს
თურქმა ოფიცერმა, ვინც მიიღო ლტოლვილი ქართველები, პატივისცემის ნიშნად
იარაღი არ ააყრევინა. ოსმალეთიდან ქართველთა რაზმი საფრანგეთის გზას
დაადგა. ქაქუცამ დიდი გაჭირვებით მოახერხა, რომ მისი ყველა რაზმელისათვის
მიეცათ ჯერ საფრანგეთში და მერე პარიზში გამგზავრების უფლება, რადგან
ოსმალეთში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ
დახვედრიან ახალ ლტოლვილებს.
საფრანგეთში ქართველი მამულიშვილებისათვის
დაიწყო ემიგრანტული ცხოვრება. ქაქუცას ერთერთი შეფიცული _ ალ. კარგარეთელი
ასე აღწერს პარიზში გატარებულ პირველ თვეებს: “დაიწყო ჩვენი დუხჭირი
ცხოვრება საფრანგეთში. გაჭირვებულებმა დავიწყეთ სამუშაოს ძებნა. ზოგი
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გავიფანტენით. მაღაროებში თუ ქარხნებში
დაიწყეს მუშაობა. ჩვენი ჯგუფის ერთი ნაწილი მოეწყო ქ. ოდენკურში, პეჟოს
ატომობილის ქარხანაში, სადაც უკვე ბევრი წინანდელი ჩამოსული ქართველები
დაგვხვდა. ქაქუცა პარიზში დაბინავებულიყო, რადგან არ უნდოდა შეფიცულების
დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქში, გადაწყვიტა მათი ერთად ყოფნა. პარიზის
მახლობლად ვიროფლეიში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და
ერთად დაასახლა. ამ სახლში ვცხოვრობდით ქაქუცასთან ერთად, რომელიც დიდ
ყურადღებას გაქცევდა. გვარიგებდა ყველას როგორ მოვქცეულიყავით”.
პარიზის ჰავა საბედისწერო აღმოჩნდა ქაქუცას ჯანმრთელობისათვის. მას გაეხსნა ჯერ კიდევ I მსოფლიო ომში ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებული ჭრილობა, რასაც თან ტუბერკულოზიც დაერთო. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქაქუცას ტანჯულ
სამშობლოზე ფიქრი არ ასვენებდა. მეგობრები ხშირად აკითხავდნენ,
ანუგეშებდნენ, იგონებდნენ წარსულს, ერთობლივ ბრძოლებს. პარიზში ქაქუცას
ხშირად ხვდებოდა ძველი მეგობარი თამარ პაპავა, რომელიც იგონებს მათ ერთ-ერთ
ბოლო შეხვედრას: “თითქოს მებრძოლ საქართველოს ბელადს ბრძოლის ასპარეზი
გამოაცალეს, ოცნება წაართვეს და ახლა ფრთამოტეხილ არწივს ცეცხლს ღვინო
უნელებდა და სიმღერამორეულ ცრემლს უშრობდა.
– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? _ მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს,დაბალი მთრთოლვარე ხმით.
– გახსოვს თამარ, 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.
– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო? . . . კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ!,,

სიკვდილის სარეცელზე მწოლიარემ მოითხოვა
ქართული მიწა, ჯვარი და ხატები და ალ. სულხანიშვილს დაუბარა, ეს ნივთები
მისი შვილისათვის გადაეცა. ქაიხოსროს სურვილი იყო მისი ცხედარი დაეწვათ,
რათა მისი ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაეკრძალათ.
ალ სულხანიშვილი ასე აღწერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ოტსაუას სანატორიუმში:
“… მე სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა… მერე გავედი და გარეთ დავჯექი. ძალიან ცოტა ეძინა, რამაც მხოლოდ დაასუსტა. ამასობაში სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე მივედი. ის საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა. მან სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ვარი ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა. ჩამოხსენიო მითხრა მან, როგორც კი შევედი. რა მოხდა? რა ამბავია?-მეთქი, – ვკითხე დაბნეულმა, რაზეც ეს პასუხი გამცა: შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ პატარა მაგიდაზე.
ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისია-ო. თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თაისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: მამა ჩემო, მომეცი ჩემი ჯვარი-ო, ამაზე იყო იგი შეშფოთებული: ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება-ო. მე თუმცაღა შევეცადე გამექარწყლეინა მისი ავისმომასწავებელი სიზმარი, მაგრამ ამაოდ: შენ ახალგაზრდა ხარ; შენ ჩაუტანე ჩემი სულ ყველაფერი ჩემ შვილებს-აო, დამიარა მან. აი, სწორედ მაშინ დაიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი, ხოლო სულ სხვა იყო ჩემი მოსაზრება ამის თაობაზე, რის გამო ანდერძის შეუსრულებლოა ცოდვად არ ჩაითვლება”.
მეორე დღეს პარიზიდან ჩამოვიდა ცნოილი ქართველი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, მაგრამ ორი დღის შემდეგ, 1930 წლის 27 ივლისს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა. ალ. სულხანიშვილი იგონებს: “… იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, რომ მე და ვახტანგი იმის პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. ჩვენ მაშინვე მივცვივდით და მე ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ის იყო უკანასკნელი დახმაურება ამ დიდი მერძოლისა, რომელიც ვეფხვივით ებრძოდა თვით სიკვდილსაც კი!”
მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და ერთმანეთში შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. დაკრძალვას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია თავისი მთავრობის შემადგენლობით, პოლიტიკური პარტიების მეთაურები, საქართველოს დამფუძნებული კრების დეპუტატები, ქართველ მხედართა დელეგატები, აგრეთვე სომხების, აზერბაიანელების, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დელეგაციები, საზღვარგარეთელი ქართული სათვისტომოების და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბერძნული ეკლესიიდან ქართული ეროვნული დროშით გადაფარებული ქაქუცას კუბო გამოასვენეს. პროცესია სენტ-უანის სასაფლაოსკენ დაიძრა, რომელიც ათი კილომეტრით იყო დაშორებული ეკლესიას. მთელმა ხალხმა ფეხით გაიარა ეს მანძილი. ალექსანდრე კარგარეთელი იგონებს: “პროცესიას თავში, დამწუხრებული შეფიცულთა რაზმის მწკრივი მიუძღოდა. ნოე ჟორდანიას მეთაურობით მთავრობამ, ხალხთან ერთად, ჩვენი ძვირფასი ბელადი სამარემდე მიაცილა. გათხრილ სამარესთან წარმოითქვა გამოსათხოარი სიტყები, რაც საღამოს შვიდ საათამდე გაგრძელდა. ყველაფერი ეს კინოფირზე იყო გადაღებული და ნაჩვენები პარიზში, ქაქუცას გარდაცვალების წლისთავზე, მისი ხსოვნის საპატივსაცემო საღამოზე, 27 ივნისს 1931 წლისა, მუზეე სოციალ-ის დარბაზში”.
მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე. თუმცა, ამ იდეას მრავალი დევნილობაში მყოფი პატრიოტი ეწინააღმდეგებოდა იმ მოსაზრებით, რომ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყაჩაღად. მრავალი ათეული წლის მანძილზე დიდი მებრძოლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 14 ივლისს, კახეთში, სოფელ მატანში გაიმართა სახალხო დღესასწაული, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.
მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს
ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის
20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქაქუცა
ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ.
გამსახურდიას სახ. საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა
სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება). მოგვიანებით, მისი ნეშტი მოტოციკლებისა და
მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში
ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი
გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.
ალ სულხანიშვილი ასე აღწერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ოტსაუას სანატორიუმში:
“… მე სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა… მერე გავედი და გარეთ დავჯექი. ძალიან ცოტა ეძინა, რამაც მხოლოდ დაასუსტა. ამასობაში სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე მივედი. ის საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა. მან სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ვარი ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა. ჩამოხსენიო მითხრა მან, როგორც კი შევედი. რა მოხდა? რა ამბავია?-მეთქი, – ვკითხე დაბნეულმა, რაზეც ეს პასუხი გამცა: შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ პატარა მაგიდაზე.
ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისია-ო. თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თაისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: მამა ჩემო, მომეცი ჩემი ჯვარი-ო, ამაზე იყო იგი შეშფოთებული: ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრება-ო. მე თუმცაღა შევეცადე გამექარწყლეინა მისი ავისმომასწავებელი სიზმარი, მაგრამ ამაოდ: შენ ახალგაზრდა ხარ; შენ ჩაუტანე ჩემი სულ ყველაფერი ჩემ შვილებს-აო, დამიარა მან. აი, სწორედ მაშინ დაიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი, ხოლო სულ სხვა იყო ჩემი მოსაზრება ამის თაობაზე, რის გამო ანდერძის შეუსრულებლოა ცოდვად არ ჩაითვლება”.
მეორე დღეს პარიზიდან ჩამოვიდა ცნოილი ქართველი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, მაგრამ ორი დღის შემდეგ, 1930 წლის 27 ივლისს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა. ალ. სულხანიშვილი იგონებს: “… იქნებოდა დაახლოებით თერთმეტი საათი, რომ მე და ვახტანგი იმის პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. ჩვენ მაშინვე მივცვივდით და მე ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ის იყო უკანასკნელი დახმაურება ამ დიდი მერძოლისა, რომელიც ვეფხვივით ებრძოდა თვით სიკვდილსაც კი!”
მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და ერთმანეთში შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. დაკრძალვას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია თავისი მთავრობის შემადგენლობით, პოლიტიკური პარტიების მეთაურები, საქართველოს დამფუძნებული კრების დეპუტატები, ქართველ მხედართა დელეგატები, აგრეთვე სომხების, აზერბაიანელების, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დელეგაციები, საზღვარგარეთელი ქართული სათვისტომოების და ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბერძნული ეკლესიიდან ქართული ეროვნული დროშით გადაფარებული ქაქუცას კუბო გამოასვენეს. პროცესია სენტ-უანის სასაფლაოსკენ დაიძრა, რომელიც ათი კილომეტრით იყო დაშორებული ეკლესიას. მთელმა ხალხმა ფეხით გაიარა ეს მანძილი. ალექსანდრე კარგარეთელი იგონებს: “პროცესიას თავში, დამწუხრებული შეფიცულთა რაზმის მწკრივი მიუძღოდა. ნოე ჟორდანიას მეთაურობით მთავრობამ, ხალხთან ერთად, ჩვენი ძვირფასი ბელადი სამარემდე მიაცილა. გათხრილ სამარესთან წარმოითქვა გამოსათხოარი სიტყები, რაც საღამოს შვიდ საათამდე გაგრძელდა. ყველაფერი ეს კინოფირზე იყო გადაღებული და ნაჩვენები პარიზში, ქაქუცას გარდაცვალების წლისთავზე, მისი ხსოვნის საპატივსაცემო საღამოზე, 27 ივნისს 1931 წლისა, მუზეე სოციალ-ის დარბაზში”.
მოგვიანებით მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილში, ქართველთა საძმო სასაფლაოზე. თუმცა, ამ იდეას მრავალი დევნილობაში მყოფი პატრიოტი ეწინააღმდეგებოდა იმ მოსაზრებით, რომ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ყაჩაღად. მრავალი ათეული წლის მანძილზე დიდი მებრძოლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 14 ივლისს, კახეთში, სოფელ მატანში გაიმართა სახალხო დღესასწაული, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.
მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული
პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე
გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის
მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2005 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, 15:15
საათზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი მამულიშვილის ქაიხოსრო ( ქაქუცა)
ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий