აკაკი კვანტალიანი



ყველაფერი სამტრედიიდან, კიბის ქვეშ მოწყობილი "თეატრიდან" დაიწყო. პატარა ბიჭი ოთხ დედმამიშვილთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად სპექტაკლებს დგამდა, როლების განაწილებისას კი თავისთვის ყოველთვის კომედიურ გმირებს ირჩევდა. აპლოდისმენტებს სწორედ მაშინ გაუგო გემო. შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის სახელოსნო და დიდი თეატრის სცენები, როლები კინოსა და თეატრში, რომლებმაც ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. სხვა დროსა და სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, აკაკი კვანტალიანს მსოფლიო აღიარებდა დიდ კომიკოსად.

* * *

კაკო კვანტალიანი პარტიაში არ შედიოდა ", არ ვარ, ბატონო, პარტიის ღირსიო. არ უყვარდა პარტია, მაგრამ ხშირად აკითხავდა პარტიულ ბოსებს, ხან ვისი ბინის თაობაზე და ხან ვისაზე. როცა სხვა საკითხზე მიდიოდა, მდივნებს აფრთხილებდა, უთხარით ამჯერად ბინა არ მინდა, სხვა საკითხზე მოვედიო. უყვარდა, როცა ვინმეს ეხმარებოდა ". შინაურს თუ გარეულს. როცა ჰკითხავდნენ, ამას და ამას იცნობო? პასუხობდა, მე არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და მისდევდა... შარში გაეხვა თათარი ბაჯის ბიჭი, იმ ბაჯის ბიჭი, რომელსაც კვანტალიანთან მაწონი დაჰქონდა. ის ბიჭი " აგაჯანა ჩხუბში მოჰყვა, იმ ჩხუბში კაცი დაჭრეს, ყველამ თავს უშველა და მარტო ის ბიჭი დაიჭირეს. მემაწვნე ტირილით მიადგა კვანტალიანს, მიშველეო. კვანტალიანმა რა ქნა? დასახმარებლად შეწყალების კომისიის თავჯდომარეს გრიგოლ აბაშიძეს მიმართა, უბრალოდ კი არ სთხოვა, 6 თვის მანძილზე, ყოველ დილით, 7 საათზე ურეკავდა და ახსენებდა... ბოლოს უკვე მარტო იმ ბიჭის სახელს ეუბნებოდა "აგაჯანა" და უკიდებდა ყურმილს, იქამდე ურეკა, სანამ ის ბიჭი არ გამოაშვებინა.

 * * *
უყვარდა დახმარება, მაგრამ არ უყვარდა „მაღარიჩები“ – ვინმე რიჟინაშვილს თბილისში ჩაწერაში დახმარებია, იმას კიდე დიდი ფერადი ტელევიზორი მიუტანია ძღვნად, კვანტალიანს კი ამ ძღვენიანად კიბეებზე დაუგორებია…


  * * *
კვანტალიანს უზომოდ ჰყვარებია კიტრი და მწვანილი. ხმა დადიოდა, კაკო კვანტალიანი ძილშიც კიტრს ჭამსო. ყიდულობდა თვითონ, თან ბლომად და ყოველდღე მიირთმევდა. ერთხელ ბიძინა კვანტალიანს უკვე ავადმყოფი ბიძისთვის წყნეთში 40 კილო კიტრი აუტანია, მესამე დღეს მსახიობს ძმისწულისთვის დაურეკავს, „არ გრცხვენია, ბიძინა, ბიჭო, უკიტროდ მტოვებ“? რომ უკითხავს, 40 კილო იყო, რა იქნაო, უპასუხია: მე რომ მიყურებენ, ესენიც მადაზე მოდიან და ყველანი ჭამენო.  

* * * 
ერთხელ ბაზარში ერთ გლეხს კიტრი ცოცხალი თავით არ მიუყიდია. არა ხარ შენ კაი კაცი, მაგდანას ბალღებს ვირი როგორ წაართვიო, და უშვერი სიტყვებით დაუწყია ლანძღვა. ამშვი დებენ, ეგ კინოშია მასე, ეს მსახიობიაო. არაო. აუკრეფია კიტრი იმ გლეხს და საერთოდ გაქცეულა ბაზრიდან. უკიტროდ დარჩენილი კვანტალიანი ბედნიერი ყოფილა, მართლა კარგად მითამაშიაო.

  * * *
მაგი რომ ჭამს და მაგი რომ სვამს, მე ცალ ყურში ჩავისხამო“, – დაიტრაბახებს კვანტალიანის ქებით გულმოსული დოდო აბაშიძე. მსახიობები გადაწყვეტენ და მოაწყობენ მათსმაჭიდს“. აქეთ კაკოს დასვამენ, იქითდოდოს. სასმელსაც, საჭმელსაც თანაბრად მიუტანენ. მოილხენენ, სვამენ, სვამენ... გვარიანად შეთვრებიან და გამთენიისას დაიშლებიან. შინ მისული კვანტალიანი დაიძინებს. ახლობლები მიაკითხავენ. მეუღლე ეტყვის, რომ კაკოს სძინავს. შესჩივლებენ: ქორწილი გვაქვს და ბატონი კაკო რომ თამადა არ იყოს, ქორწილს ეშხი დაეკარგებაო.
ქორწილიო?“ – გაიგებს მძინარე მსახიობი და მერცხალივით წამოფრინდება, ბიჭებს გაჰყვება. გაჰყვება და კვანტალიანებთან ტელეფონი აწკრიალდება. დოდო აბაშიძის დედა რეკავს გულშეწუხებული: დოდოს ექიმები ახვევია, მგონი, მოწამლულია. ამბობს, კაკოსთან ერთად დავლიეო და კაკო როგორღააო.
კაკო კარგადაა, ქორწილში წაიყვანეს თამადადო. დოდო აბაშიძე იტყვის: რა მრჯიდა, ვის ვეჯიბრებოდიო.
 
ერთკვირიანი ბანკეტი  

კვანტალიანებთან ბანკეტია. კაკოს ვაჟიგელა სკოლას ამთავრებს. თამადას ვის ინატრებენ კაკოზე უკეთესს. თამადობს და პურმარილი ხელუხლებელი რჩებაბავშვები სიცილ-ხარხარს უნდებიან, ჭამისთვის ვის სცალია... სუფრა მეორე დღესაც იშლება, ახლა უკვე პარალელურკლასელებსაც პატიჟებენ... დასახმარებლად. მაგრამ რა გინდა, პურმარილი ისევ ხელუხლები რჩება. მეორე დღეს თენგიზ ჩანტლაძე თამადობს... და ასე ერთი კვირა იშლება სუფრა...

ცელქი აღმასკომი
...კაკო კვანტალიანი თამადობს. სუფრაზე კი ერთი კაციცელქობს“ – თამადას არ უსმენს. „ცელქიკაცი აღმასკომის თავმჯდომარეა. კვანტალიანი ითმენს, თან ბრაზდება. ითმენს, ითმენს და უცებ ომახიანად შესძახებს: მოდი, გავცვალოთ ადგილები, შენ აქ იყავი თავმჯდომარე, მე იქ ვიქნები. არაო, – ამოიღმუილა თავმჯდომარემ და გაისუსა.


ჭიქა თუმნად  

თავდაუზოგავად მუშაობდა თეატრში, კინოში, ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მაგრამ მისი ხელფასი მაინც ვერ აუდიოდა მის პურმარილიანობას. მუდამ ცოლისდის ვალი ჰქონია და მეუღლესთანაც ხშირად კამათობდა ფინანსურ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი დავის შემდეგ უმცროს ძმას ვასოს საქეიფოდ დაუპატიჟია, ცოლი გაცეცხლებულა, მაზლს დაუმშვიდებია: რამდენ ჭიქასაც დალევს, იმდენი თუმანი ჩემზე იყოსო. კვანტალიანი წასულა და 44 ჭიქამდე ასულა (ძმისწული ბიძინა კვანტალიანი ითვლიდა და ჭიქების რაოდენობასაც ბერავდა). ბოლოს ვასოს თანხა დაუმრგვალებია და რძლისთვის 500 მანეთი გაუგზავნია. ცოლი მაინც ბრაზობდა: ისე ას ჭიქას სვამ და ახლა რა გეტაკა, 44 ჭიქაზე მეტი ვერ დალიეო?!.

პატიმრობა სუფრასთან უყვარდა, როცა ვინმეს ეხმარებოდაშინაურს თუ გარეულს. როცა მორიდებით ეტყოდნენ, ამას და ამას თუ იცნობთო, პასუხობდა: მე თუ არ ვიცნობ, ის ხომ მიცნობსო და დასახმარებლად მისდევდა. ყველა მასთან მიდიოდავის ბინის მიღება უნდოდა, ვის თბილისში ჩაწერა, ვის წართმეული მართვის მოწმობის დახსნა. დიდუბის მილიციის წინ გავლისას მილიციას ხმამაღლა ესალმებოდამე მიცავს ჩემი მილიცია! მილიციაც უზომო სიყვარულით პასუხობდა. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ნაღვინევ ოთარ მეღვინეთუხუცესს უჩხუბია, ვიღაც უცემია და მილიციას დაუკავებია. ვინ არ მიუგზავნიათ, მაგრამ არ გამოუშვიათ. ბოლოს კაკო კვანტალიანი მისულა. მილიციის უფროსს მაშინვე უთქვამს: ერთი პირობით გამოვუშვებ, თუ საქეიფოდ გამომყვებითო! მეღვინეთუხუცესი შინ გაუშვეს, მის ნაცვლად კვანტალიანიდააკავეს“... სუფრასთან... პირსისხლიან ბერიასთან

ნამდვილ დაპატიმრებას კი ბეწვზე გადაურჩაერთხელ ბერიასგან, შემდეგ მჟავანაძისგან...
კვანტალიანს სამჯერ მოუწია შეხვედრა პირსისხლიან, სულძაღლ ბერიასთან. მისგან მიღებული შთაბეჭდილებები მოგვიანებით თენგიზ აბულაძეს გაანდო დამონანიებაშიაისახა კიდეც მისი ნაამბობი მოზაიკურად, კარადიდან გადმოსვლის სცენა სწორედ კვანტალიანს უამბია რეჟისორისთვის. კვანტალიანს თვით ბერია დამუქრებია გაქრობით. მერე დღეს რომ მსახიობი თეატრში ცოცხალი მისულა, მთელი დასი სახტად დარჩენილა. სასწაულის არსი: ზუსტად იმ საღამოს ბერია დაუწინაურებიათ და მოსკოვში გადაუყვანიათ, ტრიუმფატორ სისხლისმსმელს ვიღაც კომიკი არტისტისთვის აღარ ეცალა...

მჟავანაძესთან

კვანტალიანი პოლიკარპე კაკაბაძისცხოვრების ჯარაში“  მეცნიერებაში ფეხშემდგარ, პარტიული კარიერიდან დათხოვნილ გენერალს თამაშობდა. მჟავანაძესთან დაასმინეს, შენ გასახიერებსო. წააგავდა კიდეც თურმე გრიმით. მერე ფეხს ითრევდა, როდესაც მჟავანაძესთან შესვლამ მოუწია საყოფაცხოვრებო საკითხებზე. მჟავანაძეს თბილად მიუღია, საიდუმლოდ გაუნდია კიდეც, მეც კარგად ვიცი, რასაც ვემსახურები, მაგრამ რა ვქნაო. იმ როლზე სიტყვა არ დასცდენია. თვითონ კვანტალიანს მოუყოლია, ასე და ასე დამაბრალესო. არც ეგ შეუცხადებია ვასილ პავლოვიჩს, და საერთო ჯამში კარგი შთაბეჭდილება დაუტოვია. ის კი არა, კონიაკიცგადაუხუხავთ“.
 
კვანტალიანინოსტრადამუსი კვანტალიანი ქუთაისში სუფრასთან შეხვედრია ახალგაზრდა, ახალდაწინაურებულ შევარდნაძეს. მოხიბლულა. შინ დაბრუნებულს ცოლისთვის უთქვამს, ისეთი ახალგაზრდაა, ან აგვაშენებს ან დაგვანგრევსო.

* * * * 

– გიჟდებოდა ქვაბებზე, თეფშებზე, დანებზე, ტაფებზე... სადმე რომ მიდიოდა, ბევრი ჩამოჰქონდა. „ოჯახი ხრამია“ და ყველაფერი გამოგადგებაო – იტყოდა. ზოგს ნათესავებს აჩუქებდა. ასევე უყვარდა წიგნები. დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს. აბსოლუტურად ყველა წიგნი ჰქონდა წაკითხული. თან, ისე კი არ კითხულობდა, მხოლოდ შინაარსი გაეგო. ყველა წიგნში ფრაზები წითელი ფანქრით ჰქონდა მონიშნული.

– იმასაც ამბობენ, საკმაოდ უშუალო იყო. საერთო ენას ყველასთან გამონახავდაო.

– ძალიან პრინციპული იყო. თავის სიტყვას იტყოდა და არ გადათქვამდა. ამავდროულად, უზომოდ კეთილი, უბრალო და უშუალო იყო ყველას მიმართ. თავისუფლად შეეძლო, ქუჩაში გაცნობილი ერთ ბოთლ ღვინოზე შემოეპატიჟებინა.

* * * *  

 ოთხი დედმამიშვილი იყვნენ – სამი ძმა და ერთი და. ყველაზე მეტად მამას თამარა მამიდა ჰგავდა. ერთხელ დიდი წვეულება გვქონდა სახლში. იმ დღეს ყველა ცნობილი მსახიობი ჩვენთან იყო თავმოყრილი. მამამ რატომღაც გადაწყვიტა, ვასო გოძიაშვილს გახუმრებოდა. არ მოიწყინო, ვასო, გენაცვალე, ახლავე მოვალო და მეორე ოთახში გავიდა. თავის დას თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, ცილინდრი დაახურა და მისაღებ ოთახში შეუშვა. მამიდაც მიუჯდა ბატონ ვასოს გვერდით. ვასოს არც მიუქცევია ყურადღება, ისე განაგრძო საუბარი. მთელი საათი რაღაცას ელაპარაკებოდა და ეჭვი არაფერში შეჰპარვია. მერე, მამა ხარხარით შემოვიდა ოთახში. გოძიაშვილი გაფითრდა, ვა, ორი კაკო?! ფუი, ეშმაკს, ფუი, ეშმაკსო, – გაიძახოდა.

* * * *  
ჭამა ძალიან უყვარდა კაკოს. თუ მშიერი იყო, ხმას ვერ გასცემდი. შეჭამდა, დანაყრდებოდა და უმალ კარგ ხასიათზე დგებოდა. ერთხელაც, ბაზრის სცენების გადაღება აქვე, მტკვრის სანაპიროზე მიმდინარეობდა. მოღრუბლული დღე უნდა ყოფილიყო, არადა, მზე ანათებდა. მეც და კაკოსაც გრიმი გვქონდა გაკეთებული. ვისხედით და ღრუბელს ველოდებოდით. კაკომ ცაში აიხედა, თქვა, - საღამომდე არ გაწვიმდება, წამო, წავიხემსოთო და მეტეხისკენ წამიყვანა, სადაც კარგი სასადილო ეგულებოდა. შევედით თუ არა, ოფიციანტი გამოგვენთო: აბა, ჩქარა გადით აქედან, თქვე გლახაკებოო. კაკოს გაეცინა. მეორედ კიდევ შევედით. კიდევ გამოგვყარეს. კაკო მზარეულთან მივიდა. ის-ის იყო, იმასაც ყვირილი უნდა დაეწყო, რომ კვანტალიანმა უთხრა: რა იყო, ბიჭო, ვეღარა მცნობ? კაკო ვარო. პირი დააღო მზარეულმა, - რა გჭირს, მაწანწალასავით რატომ გამოიყურებიო? მსახიობი კაცი ხან მაწანწალასავით ივლის, ხან პროფესორივით, ჩქარა ახლა, მაჭამე, თორემ ვერ გადამირჩები, ისე მშია, შენ შეგახრამუნებო. სუფრა უცებ გაიშალა. მალე მთელი გადამღები ჯგუფი შემოგვიერთდა და დიდი ქეიფიც გავაჩაღეთ...

ორი რამ უყვარდა ძალიან: წიგნი და ქართული სამზარეულო. ბევრს კითხულობდა. ხშირად ცალ მხარეს წიგნი ედო, მეორე მხარეს თეფშით საჭმელი. ძმისშვილს, რომელიც მაშინ სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, არაერთხელ უთქვამს მისთვის: არ შეიძლება, კაკო ძია, ჭამის დროს


კითხვა. მაგ დროს სისხლი კუჭს მიეწოდება და თავი ცარიელდებაო. კაკოც ერთსა და იმავეს პასუხობდა: შენ ჯერ დიპლომი აიღე და მერე მელაპარაკეო.

  * * * *
"მაგდანას ლურჯაში" მიტუას გრიმი თავად მოიფიქრა. ყურებში თმა ჩაიდო, რომ უხეში ტიპი გამოსულიყო. ამასთან დაკავშირებით ერთ კურიოზს მოგიყვებით: გადაღებაზე შესვენება რომ გამოცხადდა, მამამ რეჟისორს უთხრა, მანქანა მათხოვე, სახლში ვისადილებ და დავბრუნდებიო. მანქანიდან რომ გადმოვიდა, მეზობელს ჰკითხა, კვანტალიანები სად ცხოვრობენო. მეზობელს გაუკვიდა, შენ კვანტალიანებთან რა საქმე გაქვსო. დედაჩემმაც კი ვერ იცნო და კარი ცხვირწინ მიუკეტა, სახლში არ შეუშვა. მერე დედა იგონებდა, რომ იმ დღეს მთელი ეზო ლაპარაკობდა, კვანტალიანებთან ვიღაც მაჯლაჯუნა მივიდაო.




Комментариев нет:

Отправить комментарий