მწყობრში ცეკვავენ ღაბუა ჩიტები



 
დიდი ხანია, რაც ფრინველები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ. ჯერ ოქტომბერია და ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ზამთარი კარს შემოაღებს და ნაადრევად  შემოაბიჯებს. ძალიან აცივდა...  მობუზული ჩიტუნები  ერთად შეყუჟულან.  ხის ტოტზე მწყობრად ჩამომსხდარან, ალბათ სურთ ერთმანეთი გაათბონ და დაიცვან სუსხისაგან. თან ირგვლივ ყველაფერს ზვერავენ, იქნებ თვალი მოჰკრან რაიმე საკბილოს და ჩაიკოკლოზინონ ყელი. ფანჯრის გამოღებისთანავე სულგანაბულები მზერას მტყორცნიან. საკენკს დაინახავენ თუ არა, შეიფართხალებენ, ფრთას ფრთაზე ისე შემოჰკრავენ, თითქოს სიხარულისაგან ტაშს უკრავენ და ჟღურტულით მოფრინდებიან. თან სხვებსაც უხმობენ, აქაოდა ცხრა  ძმასავით ყველამ თანაბრად გავიყოთ რაც გვაქვსო. ერთი, ორი, სამი, ერთი, ორი, სამი თითქოს ითვლიან და მწყობრში ცეკვავენ ღაბუა ჩიტები.


Комментариев нет:

Отправить комментарий