იოსებ წილოსანი (1804 – 1873 წელი) გურული, ლანჩხუთელი გლეხის
ლაზარე წილოსანის შვილი იყო. 1812 წელს მოიტაცეს 8 წლის
ბიჭუნა, ფოთში წაიყვანეს და დააწყვილეს მისივე
ბედის მქონე ყმაწვილთან, რომელიც სამეგრელოდან იყო გატაცებული. მას ტყვეობაში სელიმი შეარქვეს. (ქართული გვარ – სახელი
დარგული აქვს). ისინი ოსმალოდან ჩამოსულ დიდ ვაჭარს ჰქასან–აღას
მიჰყიდეს ორასამდე სხვა ტყვესთნ ერთად და სტამბოლის გზას
გაუყენეს.
ტყვეების ნაწილი ჰასან– აღამ სტამბოლში გაყიდა, იოსებ და სელიმი კი ეგვიპტეში, კაიროში ჩაიყვანა და მუჰამედ -აღას მიჰყიდა , რომელსაც ჰყავდა ერთად–ერთი ქალიშვილი - სეით-ზეინაბი. ქალი მუსულმანური წესით მემკვიდრედ არ ითვლებოდა, ამიტომ იგი ბიჭებს შვილებივით ზრდიდა. მიაღებინა ჩინებული განათლება. მაჰმადიანურ რჯულზე მოქცეულმა იოსებმა (ალი–ამედი) და სელიმმა შეეისწავლეს სამხედრო საქმე, არაბული და თუქული ენები, მაჰმადიანური კანონმდებლობა და ღვთისმეტყველება.
1818 წელს იოსებმა სპეციალური გამოცდები ჩააბარა, მიიღო დიპლომი და ეფენდის წოდება.
მამობილმა -მუჰამედ აღამ, იოსები და სელიმი სპეციალური სიგელით მონობიდან გაათავისუფლა. იოსები (ალი–ამედ ეფენდი) თავისი ქონების ხაზინადარად დანიშნა და დაწერა ანდერძი, რომ ქალიშვილის სეით–ზეინაბის სიკვდილის შემთხვევაში მთელი თავისი უძრავ–მოძრავი ქონების სრული მემკვიდრეებად იოსებსა და სელიმს აცხადებდა. იოსები კი თავის პატარა ქალიშვილზე სეით–ზენაბზე დანიშნა და მათ შეუღლება აღუთქვა.
იოსებსა და სელამს ყურადღება მიაქცია ეგვიაპტის ფაშამ–მეჰმედ ალიმ და მისი ბრძანებით 1821წ ბიჭები სელიმ კასრანეს პრივილეგიურ სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხეს.
1823 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ისინი ოფიცრის ჩინით არმიაში გაამწესეს .მეჰმედ ალი ფაშას გადაწყვეტილებით ბიჭებს ევროპული განათლება უნდა მიეღოთ, ამიტომ მისი ბრძანებით ისინი იტალიური ენის შესწავლას შეუდგნენ.
1826 წელს სელმი და იოსები სასწავლებლად სახელმწიფოს ხარჯზე პარიზში მიავლინეს. მეჰმედ აღას ბრძანებით იოსებს სწავლა უნდა გაეგრძელებინ საინჟირო განხრით, სელმს კი სადაც სურდა იქ შეეძლო ესწავლა. 1832 წელს იოსებმა დაამთავრა უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი და აპირებდა ეგვიპტეში დაბრუნებას, მაგრამ გაიგო რა აღმზრდელისა და სასიმამროს მუჰამედ აღას მოულედნელი სიკვდილი ვერც საცოლემ, ვერც სიმდიდრემ ვერ გადაწონა სამშობლოს სიყვარული. სელიმი ეგვიპტეში დაბრუნდა, ეგვიპტის შტაბის უფროსი გახდა და დიდ ქონებასაც დაეუფლა. იოსები კი საქართველოსკენ გამოეშურა. ჩავიდა ლანჩხუთში. დედ–მამა ცოცხალი აღარ დახვდა.
1832 წლის 2 ნოემბერს მან თბილისში მთავარმართებლის კანცელარიაში მთარგმენელად დაიწყო მუშაობა. სცადა ინჟინრად მუშაობის დაწყებაც, მაგრამ უკან კანცელარიაში დააბრუნეს. თითქმის 40 წელი იმსახურა და პოლკოვნიკობამდე მიაღწია. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობასაც. მჭიდრო კავშირი ჰქონდა აკადემიკოს მარი ბროსესთან, პლატონ იოსელიანთან. მან მაშინდელი თბილისი აქცია აღმოსავლური ენების შესწავლის თავისებურ ცენტრად. შექმნა აღმოსავლური ენების უნიკალური სახელმძღვანელო და 1856 წელს გამოსცა თბილისში. ამავე წელს გამოსცა სალაპარაკო ენის ვრცელი ლექსიკონი რუსულად , ფრანგულად და თურქულად. 1862 წელს გამოსცა მეორე წიგნი, რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანური ენების თვითმასწავლებელს. იოსებ წილოსანი 1873 წელს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია ლურჯი მონასტრის მიდამოებში, საფლავი დაკარგულია.

Комментариев нет:
Отправить комментарий