მორალი



 ყველას აქვს საკუთარი ისტორია

24 წლის ბიჭმა გაიხედა მატარებლის ფანჯრიდან და აღფრთოვანებით წამოიყვირა:
-მამაა,ნახე ხეები უკან გვრჩება
მამამ გაუღიმა,ხოლო ახალგაზრდა უცნობმა წყვილმა რომლებიც ახლოს იჯდნენ სიბრალულით შეხედეს ბიჭის ამ ქცევას
უეცრად მან კვლავ წამოიყვირა
_მამა,შეხედე ღრუბლებიც ჩვენთან ერთად მორბიან!
ახალგაზრდა წყვილმა თავი ვერ შეიკავა და მამას გადაულაპარაკეს:
„რატომ არ მიგყავს შენი ბიჭი კარგ ექიმთან?“
მოხუცმა კაცმა გაიღიმა და უთხრა:
-მყავდა და სწორედ ახლა მოვდივართ საავადმყოფოდან,ჩემი ბიჭი დაბადებიდან ბრმაა და მას სწორედ დღეს დაუბრუნდა ხედვა..

მორალი:ყველა ადამიანს სამყაროში აქვს თავისი საკუთარი ისტორია,ნუ განვსჯით მათ სანამ რეალურად არ გავიცნობთ და გავიგებთ.. რადგან მოგვიანებით  სიმართლებ შესაძლოა გაგვაკვირვოს..


ყოველთვის შეებრძოლე პრობლემებს

ერთი კაცს საკუთარი ვირი ჩაუვარდება ღრმა ორმოში,დიდი წვალების და მონდომების მიუხედავად მაინც ვერ ახერხებს მის ამოყვანას,საბოლოოდ გადაწყვეტს ცოცხლად დამარხოს.
დაიწყო მიწის დაყრა,მაგრამ ვირი არ ეპუებოდა,ცდილობდა მოეშორებინა დაყრილი მიწა,რაც უფრო მეტს აყრიდა ვირი მით უფრო მეტად ცდილობდა ჩამოეფერთხა,გადაებიჯებინა და დაეტკეპნა ის. შედეგად რაც უფრო მეტი მიწა ეყრებოდა ვირი მით უფრო მაღლა იწევდა
შუადღისთვის კი იგივე ვირი უდარდელად ძოვდა ბალახს.

მორალი: აუცილებელია რომ  არ შევეპუოთ პრობლემებს,მიუხედავად სირთულისა ჩვენ შევძლებთ მის მოშორებას,მისი საშუალებით სწავლას და საბოლოოდ გამარჯვებული გადავაბიჯებთ და დავუბრუნდებით საკუთარ „მწვანე მინდვრებს“..

სპილოს თოკი

კაცმა ჩაუარა დაბმულ სპილოებს და უეცრად შეყოვნდა,გააოცა ფაქტმა რომ ეს უზარმაზარი ქმნილებები დაბმული იყვნენ მხოლოდ პატარა თოკით,არანაირი ქსელი არანაირი გალია.
ცხადი იყო რომ სპილოებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ ბორკილების აწყვეტა და გათავისუფლება,მაგრამ რაღაც მიმზეზით ისინი არ იქცეოდნენ ასე.
მან ახლომახლო მწვრთნელი მოძებნა და კითხა,თუ რას უდგანან ეს ცხოველები აქ და რატომ არ ცდილობენ გათავისუფლებას.. მაშინ მწვრთნელმა უპასუხა:
-როდესაც პატარები არიან და ზომითაც შესაბამსად ბევრად ნაკლები,მაშინაც ამავე ზომის თოკს ვიყენებთ დასაბმელად რაც სრულიად იკავებს მათ,ხოლო როდესაც იზრდებიან უყალიბდებათ რწმენა,რომ მათ გათავისუფლება არ შეუძლიათ,ამიტომ არასოდეს ცდილობენ.
კაცი გაოგნებული დარჩა,ამ ცხოველებს ნებისმიერ წამს შეუძლიათ გაწყვიტონ საკუთარი ბოკილები,მაგრამ იმის გამო რომ სჯერათ ამას ვერ შეძლებენ კვლავ დგანან იქ სადაც არიან.
რამდენი ჩვენგანია ამ სპილოების მსგავსად? რამდენი ჩვენგანი აგრძელებს ცხოვრებას იმ რწმენით,რომ ვერ შევძლებთ რაღაცას,რადგან წარსულში მისი შესრულების დროს მარცხი განვიცადეთ?

მორალი:მარცხი სწავლის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ არასოდეს არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ცხოვრებაში.

ფერმერის ძაღლი

ერთ ფერმერს ყავდა ძაღლი რომელიც გამუდმებით გზის პირას იჯდა და ელოდა ტრანსპორტის გამოჩენას,როგორც კი რაიმე ჩამოივლიდა ყეფით გამოედევნებოდა ხოლმე  და თავგამოდებით ცდილობდა დაწევას.ფერმერის მეზობლებს შემჩნეული ჰქონდათ ძაღლის ეს აკვიატება და ერთერთმა კითხა კიდეც ხუმრობით:-რას ფიქრობ შენი ძაღლი ოდესმე დაიჭერს მანქანას? ფერმერმა უპასუხა: ეგ საერთოდ არ მანაღვლებს მე..  ის მაწუხებს რომც დაიჭიროს ოდესმე ამით რას მოიგებს?

მორალი: ძალიან ბევრი ადამიანი გავს ამ ძაღლს ისინი გამუდმებით „დაზდევენ“ უაზრო და არაფრისმომცემ მიზნებს..

ბზიკი

მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ბზიკის სხეული ზედმეტად მძიმეა ხოლო მისი ფრთების სიგანე პატარა,ამიტომ მათი ფრენა თითქმის შეუძლებელია და ძალიან რთულიც,თუმცა რადგან  მათ ამის შესახებ არ იციან  ჯიუტად განაგრძობენ ფრენას
როდესაც არ იცი საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები,თავად აკვირვებ საკუთარ თავს შენივე უნარით.საერთოდაც წინდაუხედავი საქციელია შეუქმნა საკუთარ თავს რაიმე ლიმიტი. თუ რაიმე ლიმიტი აქვს ადამიანს თავის შესაძლებლობებში,ეს მისივე  მანიპულირებულია და ძალად თავს მოხვეული..

მორალი: ნუ მისცემ თავს მოხვეულ ფაქტებს საშუალებას რომ დაგიწესოს შენივე შესაძლებლობებში საზღვრები.

2 комментария:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  2. ქუჩაში კაცი გარბოდა. დაინახა ქურდმა და გაიფიქრა სახლი გაძარცვა და დასაჭერად მისდევენო. დაინახა მრუშმა და გაიფიქრა საყვარელთან შეუსწრეს, ახლა გარბის რომ თავი დააღწიოს უსიამოვნებებს. დაინახა მოძღვარმა და გაიფიქრა წირვაზე აგვიანდებაო. სინამდვილეში კაცს ძაღლი მისდევდა. ასე რომ,როგორიცაა ადამიანი, ისე ხედავს სხვასაც.

    ОтветитьУдалить