ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის გამგებელი
იბრაჰიმ ბეი დაიბადა სოფელ მარტყოფში. 15 წლის იყო, როცა გაიტაცეს და სტამბოლის გავლით ეგვიპტეში წაიყვანეს, სადაც მონად გაყიდეს.
ეგვიპტელმა მფლობელმა სახელი შეუცვალა და იბრაჰიმი დაარქვა. ბეის წოდება კი მოგვიანებით, 1767 წელს მიიღო.
იბრაჰიმის პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან ერთგულად მსახურობისათვის იბრაჰიმი გაათავისუფლა. როცა მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა, სხვა ქართველ მამლუქთან, მურად ბეისთან ერთად ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ.
...“ პიერ ლარუსის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: „იბრაჰიმ –ბეიმ მოიგერია ჰასან ფაშას მრავალრიცხოვანი ექსპედიციების ტალღა და 1800 წელს სწრაფი დარტყმით კაირო დაიკავა“.
აი, როგორ აგვიწერს მის პიროვნებას არაბი ისტორიკოსი აბდარახმან–ალ–ჯაბარტი: „დიდი ემირი, ცნობილი იბრაჰიმ–ბეი ალ–მუჰამედი, ყველაზე წარჩინებული ათასობით ეგვიპტელ ემირთა შორის... დაბალი მდგომარეობის ემირებს მეტი მზრუნველობით ეპყრობოდა, ვიდრე მაღალ მდგომარეობაში მყოფთ. ფხიზლად იცავდა ერთიანობასა და გულითად თანხმობას ემირთა შორის...მისთვის დამახასიათებელი იყო მამაცობა და გმირობა. ბევრი ომი ჩაუტარებია. იყო მშვიდი, მომთმენი, კეთილი, მეგობრული, ჰქონდა მიდრეკილება თვითშეზღუდვისკენ. უყვარდა სამართლიანობა. გართობა მისთვის იშვიათი შემთხვევა იყო და, როცა თავშექცევას მიეცემოდა, თავაზიანობის ფარგლებს არ გადადიოდა. ამაოდ სისხლისღვრას ერიდებოდა, ცდილობდა არ შეენიშნა თანამებრძოლთა ცუდი საქციელი და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ ისინი – მურად–ბეი და მისი ხელქვეითნი – მრავალ საქმეში ხელს უშლიდნენ. იგი ამაზე თვალს ხუჭავდა, ყურადღებას არ აქცევდა, არ ამჟღავნებდა, თუ ყოველივე რა შთაბეჭდილებას ახდენდა მასზე.ზრუნავდა მხოლოდ იმაზე, რომ ემირთა შორის დიდსულოვნება ყოფილიყო“
ემირები კი ნებადართულის საზღვრებს გადადიოდნენ, ხელი შეაჩვიეს ევროპელი ვაჭრების საქონელს, მუქთად იტაცებდნენ უცხოთა ავლადიდებას, პატივს არ სცემდნენ სულთანს, ხაზინაში არ შეჰქონდათ ფული...ამას მოჰყვა ჰასან ფაშას ლაშქრობა და ბოლოს ფრანგული ექსპედიცია, რასაც შეეწირა იბრაჰიმ–ბეის კარიერა: თუმცა, მარტყოფელმა მამლუქმა იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა, ასევე წარმოშობით ქართველ, თურქთა დიდვაზირ იუსუფ–ზიასთან ერთად სასტიკად დაამარცხა აკას ციხესთან, სირიაში ნაპოლეონის საექსპედიციო კორპუსი, საბოლოო გამარჯვების ღირსი ვერ შეიქნა: პირამიდებთან და ჰელიოპოლისის ბრძოლისას იბრაჰიმი ნაპოლეონს ეომებოდა, მაგრამ ორივე ბრძოლაში დამარცხდა. ამ დამარცხების შედეგად მან ქვეყანაში ძალაუფლება დაკარგა. ნიშანდობლივია, რომ კაიროში შესულმა ნაპოლეონმა ასეთი მანიფესტი გამოაქვეყნა: „ეგვიპტელო ხალხო! თქვენი გამგებელი და მჩაგვრელი ბეგები დიდი ხანია შეურაცხყოფენ ფრანგ ერს, მის სოვდაგრებს. მათი დასჯის ჟამმა დარეკა. მრავალი საუკუნეა, კავკასიასა და საქართველოში ნაყიდი მონების ეს ბრბო ქვეყნიერების უმშვენიერეს ნაწილს აწამებს; მაგრამ ღმერთმა, რომლის ნებაზეა ყველაფერი, ბრძანა, რომ დადგეს მათი ძალმომრეობის აღსასრული“.
ნაპოლეონის ლაშქრობა ეგვიპტეში იყო ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ლაშქრობა საფრანგეთის ახალ ისტორიაში. საფრანგეთის სავაჭრო ბურჟუაზიას ბურბონთა მეფობის დროიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ლევანტის ქვეყნებთან (სირია, ეგვიპტე, პალესტინა), რაც ხელსაყრელი იყო საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის. ლევანტი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა სულთნის გავლენა ძალიან იყო შესუსტებული ეგვიპტეში და ქვეყანას ფაქტობრივად მამლუქი ბეგები განაგებდნენ.
ეგვიპტის ლაშქრობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, შარლ მორის ტალეირანის იდეა იყო, რომელიც ნაპოლეონსაც დაუჯდა ჭკუაში. ნაპოლეონს სურდა, დაეპყრო ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთი და იქ პლაცდარმი მოეწყო ინდოეთში ლაშქრობის დასაწყებად - სწორედ ასე აპირებდა საფრანგეთის მოწინააღმდეგე ინგლისის ეკონომიკის განადგურებას.
ეგვიპტის ლაშქრობა ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ მის შესახებ საფრანგეთის მმართველი დირექტორის (სიესი, ბარასი, როჟე-დიუკო, გოიე და მულენი), ჟოზეფ ფუშეს (პოლიციის მინისტრი), ტალეირანისა და ნაპოლეონის გარდა, არავინ არაფერი იცოდა.
ლაშქრობაში, არმიასთან ერთად, ამ უძველესი ქვეყნის გამოსაკვლევად, ნაპოლეონმა 167 მეცნიერი წაიყვანა. ფრანგებმა 32-ათასიანი არმია მოამზადეს და ფლოტის სახაზო ხომალდებში ჩასხეს. ნაპოლეონმა ეგვიპტის ლაშქრობის წინ ტალეირანს სთხოვა დახმარება - ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრისთანავე ტალეირანი სტამბოლში უნდა ჩასულიყო და სულთანი დაერწმუნებინა, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეში ოსმალეთისთვის ზიანის მისაყენებლად კი არ იყო ჩასული, არამედ მხოლოდ ინგლისისთვის დარტყმის მისაყენებლად. ამას გარდა, ნაპოლეონი გაანადგურებდა მამლუქებს, რომლებიც ოსმალებს აღარ ემორჩილებოდნენ. ბონაპარტს ოსმალეთისთვის თვალის ახვევა დროებით სჭირდებოდა, სანამ ეგვიპტეს დაიპყრობდა და იქ ფეხს მოიკიდებდა.
ლაშქრობის დაწყებამდე ნაპოლეონმა ხმა დააგდო, რომ გიბრალტარის სრუტის გავლით ინგლისში შეჭრას გეგმავდა. ნელსონის ფლოტის ნაწილი გიბრალტარისკენ გაეშურა, რათა ფრანგების შეტევა არ დაეშვა, მეორე ნაწილით კი ნელსონი ტულონის მახლობლად იდგა. სწორედ ამ დროს ნაპოლეონი ჯართან ერთად მშვიდად გაეშურა ეგვიპტისკენ.
1798 წლის ივლისში ნაპოლეონმა ჯარი ალექსანდრიაში, ელინისტური ეგვიპტის ძველ დედაქალაქთან გადასხა. ნაპოლეონი რაჰმანიესთან მამლუქებს შეებრძოლა და უკუაქცია ისინი. ფრანგებმა სწრაფად მიაღწიეს სოფელ იმბაბას, სადაც მამლუქი ბეგები იყვნენ გამაგრებული. გიზის პირამიდებიდან დაახლოებით 15 კილომეტრში, მოხდა დიდი ბრძოლა ნაპოლეონსა და მურად-ბეის შორის. უამრავი მამლუქი ბრძოლის ველზე დაეცა. ფრანგებმა ხელთ იგდეს 50 ზარბაზანი და საომარი მასალით დატვირთული 400 აქლემი. 2 ათასზე მეტი მამლუქი დაიღუპა. იმავე ღამეს მამლუქებმა კაიროდან ევაკუაცია მოახდინეს. ხალხმა მათთვის საძულველ მამლუქთა სახლებს ცეცხლი წაუკიდა.
მამლუქებთან გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონი კაიროში შევიდა. ნაპოლეონის ჩამოყვანილი მეცნიერები ეგვიპტის სიძველეებს იკვლევდნენ. მათ ლაშქრობის დასასრულისთვის აღმოაჩინეს როზეტას ქვა, რომელზე დაყრდნობითაც 1822 წელს ჟან ფრანსუა შამპოლიონმა ეგვიპტური დამწერლობა გაშიფრა. ფრანგებმა აღმოაჩინეს ფარაონ რამზეს II-ის სარკოფაგი, რომელზეც ასეთი ამბავი გავრცელდა: ნაპოლეონმა მოითხოვა, მასთან მიეტანათ სარკოფაგი რამზეს II დიდის მუმიით. როცა ჟიუნომ ჰკითხა, ნამდვილად სურდა თუ არა მუმიის ნახვა, ნაპოლეონმა
უპასუხა: "მე
მსურს ვიხილო ადამიანი, რომელსაც მტრებიც კი ღმერთად მიიჩნევდნენ; მსურს
ვიხილო დიდი ფარაონი, რომელიც საბერძნეთის დაარსებამდე ხუთასი წლით ადრე
ცხოვრობდა, ხოლო რომის დაარსებამდე ათასი წლით ადრე".
მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ ნაპოლეონმა დასძინა: "ეგვიპტელები ყველაზე დიადი ხალხია, ვისაც კი დედამიწაზე ოდესმე უცხოვრია. მათ დაგვიტოვეს უდიდესი ისტორია ქვეყნისა, რომელსაც მართავდნენ დიადი ფარაონები. ეგვიპტელებმა ამ პირამიდებითა და ტაძრებით, ამ მუმიებით დაამტკიცეს თავიანთი უკვდავება და სიკვდილი დაამარცხეს".
როდესაც ფარაონ რამზეს II-ის სარკოფაგი გახსნეს, "ღმერთო ჩემო, მეჩვენება, რომ ის სუნთქავს!" - აღმოხდა ბონაპარტს (აქამდე მისგან სიტყვა ღმერთი არავის გაეგონა).
სანამ ნაპოლეონი ეგვიპტეში იბრძოდა, ჰორაციო ნელსონი ინგლისის ფლოტით თავს დაესხა ფრანგთა ფლოტს ელ აბუკირის ყურეში და დაამარცხა. ნაპოლეონს ფლოტი აღარ ჰყავდა, მაგრამ ჯარის წინაშე გამოსვლისას მეომრებს ეს ამბავი ისე აუწყა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ტალეირანი სტამბოლში არ ჩასულა. ოსმალეთი სწრაფად ამოქმედდა. ინგლისელებმა სულთანს ომის დაწყებისკენ უბიძგეს. თურქებმა ორი 50-ათასიანი არმია შეკრიბეს და ფრანგების წინააღმდეგ დაძრეს.
ამასობაში საფრანგეთი ანტიფრანგულ კოალიციასთან ომში ჩაბმულიყო და ერთად ებრძოდა რუსეთს, ავსტრიას, ნეაპოლსა და ინგლისს. კოალიციამ საფრანგეთს წაართვა ნაპოლეონის მიერ ადრე დაპყრობილი იტალია.
ნაპოლეონმა საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მან სარდლობა გენერალ კლებერს დაუსწრებლად დაუტოვა (კლებერმა არ იცოდა, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეს ტოვებდა და მეთაურობა ძალაუნებურად ჩაიბარა) და მცირე რაზმითა და დანარჩენი გენერლებით 1799 წლის 22 აგვისტოს საფრანგეთში ფარულად გაემგზავრა. ამით დასრულდა ნაპოლეონის ლაშქრობა მსოფლიოს უძველეს ქვეყანაში.
იბრაჰიმს კავშირი არ შეუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში, წერილი გაგზავნა. სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული მარტყოფის ცენტრში მდგარი ეკლესია, რომელიც იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააგებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდგარ წმ. ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: „იბრაჰიმ–ბეი... ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს, თუ მამასთან ერთად როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ ქრისტიანულ წირვა–ლოცვაში...“ იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ საუბარია იბრაჰიმ–ბეის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან: „იბრეიმ–ბეგ – დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა ირაკლისა და გიორგისა, რომელიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და ეგრეთვე ამდიდრებდა მუნ მიმსვლელთა ქართველთა...ბეგებნი ეწეოდნენ ყოველთა მუნ მისრულთა ქართველთა“.
1801 წელს იბრაგიმ ბეგისა და უსმან ბეგის ხელმძღვანელობით მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიის და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის 5 წელი გაგრძელდა. პარალელურად, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან ისტამბულში, რომ დამარცხების შემთხვევაში, საშუალება მისცემოდათ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ, რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების გამოჩენა საქართველოში, როგორებიც მამლუქები იყვნენ, რუსებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий