ცნობილი დირიჟორი, დიდიმ მირცხულავა სესილია
თაყაიშვილთან ახლოს ცხოვრობდა. კუს ტბიდან როდესაც ბრუნდებოდა, სესილიას
სახლისთვის უნდა ჩაევლო. მსახიობს ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდა. ბატონი
დიდიმიც რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ კუს ტბაზე დაკრეფილ იებს იქ ყრიდა.
ერთხელაც, გაბრაზებულმა თაყაიშვილმა დიდიმის ცოლს დაურეკა - ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალეო.
დიდიმმა სესილიას მოთხოვნა შეასრულა და, აი, ერთი კვირის შემდეგ, სესილიამ მირცხულავებთან კვლავ დარეკა: „ნატა, დიდიმს გადაეცით, ისევ შემომიყაროს იები ფანჯრიდან, თავს მოხუცად ვგრძნობ“.
* * * *
ერთხელ სესილიას სპექტაკლის დაწყების წინ გოგონებმა ქათინაური უთხრეს:
- რა ლამაზი კაბა გაცვიათ.
- სპექტაკლის შემდეგ პაემანზე მივდივარ, - უპასუხა განსაკუთრებული სერიოზულობით. ატყდა სიცილი.
- რა გაცინებთ, თქვე დურაკებო. კი არ დავბერდი, თაყვანისმცემელმა მაჩუქა, - არ დაიბნა სესილია.
* * * *
“ნატვრის ხეს” ვიღებდით. უცებ, ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში. ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა... მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც... უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.
რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”. /ნანა ჯანელიძე/
* * * *
ოლღა ბებიას როლის შესრულების გამო სესილიამ საღი კბილები დაიძრო. ის მაშინ 55 წლის იყო. “სკოლიდან მომავალმა ზურიკელამ ღელე გადაირბინა, ბებია კი ვერ გადადიოდა. რეჟისორმა მითხრა, შენ უნდა დაბრუნდე უკან, აიყვანო ხელში ბებია და გადმოიყვანოო.
14 წლის ვიყავი. როგორია, პატარა ბიჭმა ხელში აიყვანო ამხელა ქალი და გადმოიყვანო?! მეც ჩემი თავმოყვარეობა მქონდა. ვფიქრობდი, ახლა რომ ხელში ავიყვანო და გადმოსვლისას წყალში ჩამივარდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. გადავედი, მოვკიდე ხელი სესილიას, მეგონა მძიმე იქნებოდა, სულაც არ აღმოჩნდა მძიმე, მსუბუქი მეჩვენა და გადმოვიყვანე. 13 დუბლი გადაიღეს. არაქათი გამომეცალა. სესილია მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და კისერზე მებღაუჭებოდა, მართლა არ ჩამაგდოსო”. /სერგო ორჯონიკიძე/
* * * *
"ცისფერ მთების" სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ცხადია, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ.
- დეიდა სესილია, აი, სცენარი... მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და...
- ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია...
მართლაც, ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ფაქტობრივად, როცა ვიღებდით, მძიმე ავადმყოფი იყო. თუ იტყოდა უარს, იმას წყალი აღარ გაუვიდოდა. მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
- რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, - მომახალა.
ფარ-ხმალი არ დავყარე. როგორც იქნა, დავითანხმე... მეორე დღესვე დავურეკე:
- ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
- წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი.
იმწამსვე გავვარდი... კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
- აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, - მეუბნება.
- დეიდა სესილია, აგერ არა ხარ? - შევაპარე (იცინის).
- არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ...
- ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.
მეც მაქანავებსო, - შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:
- კარგი, მაგრამ, იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა...
* * * *
“ცისფერი მთების” პრემიერა გვაქვს კინოს სახლში... იმ პერიოდში ქალბატონ სესილიას დაქვეითებული ჰქონდა სმენა, არადა, სურათი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა.
ჩვენება დასრულდა. ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა. გამოვედი, მილოცავენ, შთაბეჭდილებას მიზიარებენ, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას შეფასებაა. როგორც იქნა, მივედი და...
„ეს რა ქენი, შე კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა - არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგა“, - მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, საქმე რაშიც იყო და დავამშვიდე: „ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, - იმ წუთში არ დამთანხმდა?!
მეორე დღეს მოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე. სააპარატოში შევედი, ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენება დაიწყო და ის ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის. როდესაც დასრულდა, მაყურებლებმა მითხრეს - ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, რას დაგვაყრუე ხალხიო. ხოლო ქალბატონმა სესილიამ – აი, ახლა ნამდვილად კარგია და ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს მივუბრუნდი. ბიძაჩემიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა კი დავაყრუე, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, მითხრა კიდეც, ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.” /ელდარ შენგელაია/
* * * *
სესილია გრიმის გაკეთების დიდოსტატი იყო, ამით გასაოცარ სხვაობას ქმნიდა იმ გმირთა გარეგნობაში, ვისაც თამაშობდა. იშვიათად იყენებდა პლასტიკურ გრიმს. ბუნებამ ისეთი ნაკვთებით დააჯილდოვა, რომელიც ყველანაირ ცვლილებას იტანდა და სახეც, ამ მხრივ, ყოველთვის ემორჩილებოდა: თითო-ოროლა შტრიხი და – მაშინვე სხვა ადამიანად იქცეოდა. ვერიკო ანჯაფარიძეს, რომელიც წლების განმავლობაში საგრიმიოროში მასთან ერთად ემზადებოდა ხოლმე, ვერ გაეგო გრიმის ის საიდუმლო, რომელსაც სესილია ფლობდა. საათობით ვწვალობდი, რომ სასურველი გრიმი გამეკეთებინა, სესილია კი, მოვიდოდა, გამოაღებდა თავის საგრიმიორო უჯრას და სხვებისთვის სრულიად წარმოუდგენელი მასალით – ყვავილის გამხმარი ფურცლებითა და ჩვეულებრივი მურით ერთ წუთში შეიცვლიდა სახესო. თუ რომელიმე მსახიობის გრიმი მისთვის საინტერესო იყო, სესილია ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა, როგორ იკეთებდა ის მსახიობი გრიმს. როგორც იცით, მრავალი მოხუცი განუსახიერებია. მას იზიდავდა ნაოჭებით დაღარული სახე, განვლილ ცხოვრებას რომ მოგვაგონებს; უყვარდა მშრომელი ადამიანის გაუხეშებული ხელები, მაგრამ, ოლღა ბებია მაინც სულ სხვა ბებია აღმოჩნდა როგორც თავად მისთვის, ასევე, ყველა ჩვენგანისთვის…
* * * *
ერთხელ უცნაური ამბავი მოხდა ბარნოვის 124-ში, მერე მსგავსი სიუჟეტი ფილმში გამოიყენეს.
ლიანა ასათიანი ბინის გადაცვლას აპირებდა. მისი მეუღლე, გუგული თორაძე, იმ დროს საქართველოში არ იყო. ლიანამ გაცვალა ბინა და გადავიდა. ისე მოხდა, რომ ქმარს ეს ამბავი ვერ შეატყობინა. ჩამოვიდა გუგული. ტაქსით მივიდა შინ. გადმოდგა სესილია: - არ გადმოხვიდე, გუგული, აღარ ცხოვრობ აქო! რა გინდა, სესილია, რას მერჩიო, - განცვიფრდა გუგული. არაფერს გერჩი, მართლა აღარ ცხოვრობ აქო! ამ დროს დალი მაცაბერიძეც გამოჩნდა ეზოში. ახლა მას ჰკითხა გაოგნებულმა, - მითხარი, რა ხდება ჩემს თავსო. ლიანამ ბინა გაცვალაო...
* * * *
…სესილია ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა, მაგრამ, როცა ოჯახში სტუმრები იკრიბებოდნენ, სულგანაბული იჯდა და უსმენდა მათ საუბარს. გურიიდან ჩამოსულ ნათესავებს შორის მოხუცებიც იყვნენ, რომელთა მზით დამწვარ, ნაოჭიან სახეებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს, მზერას აკვირდებოდა. მათი წასვლის შემდეგ, თურმე, დიდხანს ვერ იძინებდა, მეორე დღეს კი სარკის წინ სკამს დაიდგამდა, ზედ დადგებოდა და ხან ერთ სტუმარს ბაძავდა, ხან – მეორეს… მალე მიხვდა, რომ მათთან მიმსგავსება თავსაფრის, გრძელი კაბის, სათვალის ან სხვა ნივთის გამოყენებით უფრო იოლი იქნებოდა. ერთხელ, ბათუმში, ელო ანდრონიკაშვილმა გამართა საბავშვო წარმოდგენა – „ყვავილთა შორის“ და ერთ-ერთი ყვავილის როლზე 7 წლის სესილია მიიწვია. ცელქი და მხიარული ბავშვი, რომელიც სახლში ასეთი გატაცებით თამაშობდა ხოლმე, სპექტაკლის მოლოდინში საშინლად აღელდა, ჭამის მადაც დაეკარგა და გართობის სურვილიც. ბავშვის დასახმარებლად ექიმის გამოძახება გახდა საჭირო…”
* * * *
სესილია თაყაიშვილი დილიდან გადმოდგებოდა ლოჯიის ფანჯარაში და გამვლელ-გამომვლელს ელაპარაკებოდა. სესილია სტუმრად არ დადიოდა, ამიტომ ყველა მასთან იყრიდა თავს. მისი დაბადების დღე ხომ არავის ავიწყდებოდა. თვითონ დაბადების დღეს არ იხდიდა, ჩხუბობდა, - თავი დამანებეთო, მაგრამ ძალიან უყვარდა, რომ არ დაუჯერებდნენ და მაინც ეწვეოდნენ. განსაკუთრებით უხაროდა, ტორტს რომ მიართმევდნენ, არ ეჭმებოდა, მაგრამ მაინც შეიხვედრებდა ხოლმე პატარა ნაჭერს..
* * * *
ახალი წელი რომ მოდიოდა, სად უნდა შეკრებილიყვნენ ბარნოვის 124-ელები, თუ არა სესილიასთან? ახალ წელს გიორგი გიგოლაშვილი იყო მისი მეკვლე. ამიტომ ყველას აფრთხილებდა, ან თორმეტამდე მოდით, ან დაელოდეთ, ჯერ გოგი შემოვიდესო. ზარის ხმაზე აღელვებული გარბოდა კარისკენ - თუ სხვა ხარ, ჯერ არ შემოხვიდე, არ გადამრიოო... შემოაბიჯებდა სახლში გოგი და ისიც შევებით ამოისუნთქავდა, - ახლა ვინც გინდა, შემოვიდეს, აღარ ვდარდობო...
* * * *
ახალი ფილმი გამოჩნდებოდა კინოთეატრ "ყაზბეგში". ერთად უნდა ენახათ მეზობლებს. სესილია დარეკავდა: მოვდივართ ბარნოვის 124, 5 წუთი გვაგვიანდება, დაგველოდეთ, არ დაიწყოთო... ხუთი წუთი კი არა, ხან ნახევარი საათი ელოდნენ.
სესილია და შალვა ღამბაშიძე
მე რომ ჩაძინებული გამაღვიძოს ვინმემ და უცბად მკითხოს: ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი მსახიობიო? - დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სესილია-მეთქი. ის არის ჩემთვის კარგი ქალის, კარგი მსახიობის და კარგი ადამიანის განუმეორებელი სინთეზი. მე მას, როგორც ქალს, გმირობად ვუთვლი თუნდაც იმ ფაქტს, რომ მან ბებიის როლის განსახიერებისას (ამჯერად სასცენო როლზეა საუბარი. - ავტ.) კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო, საუბრის დროს ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია ეგონებოდა კაცს. ეს ამბავი ხშირად მაქვს მოყოლილი, მაგრამ მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ: იქნებ, თქვენს ახალგაზრდა მკითხველს მაინც არ ჰქონდეს გაგონილი. თბილისში ჩამოსული ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორიც იყო, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ნახვის შემდეგ, ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მთხოვა - ის ბებია გამაცანითო. დავუძახეთ სესილიას. მაშინ ის 53 წლის იყო. მხნე, ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა. თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოცილებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, მართლაც არ ჰგავდა ბებიას. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, თუ რა ითხოვა და გაიმეორა: არა, არა, მე ბებიის გაცნობა მინდოდაო. როდესაც მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიყარა და სესილიას ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთან: ეს არავითარი თქვენი ბებია არ არის. ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობსო... ბებიის როლი იყო ერთადერთი, რომელიც სესილიამ თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. ნებისმიერი სხვა როლის შეთავაზების დროს, ბუზღუნს იწყებდა, უარს ამბობდა და დათანხმების შემდეგაც კი, სულ როლის, პიესისა და მისი დამდგმელის ლანძღვა-გინებაში იყო. ასე იყო ერთი ტიპური საბჭოთა პიესის - "ალანის ოჯახის" დადგმის პროცესშიც. ამ პიესაში, სესილია და შალვა ღამბაშიძე, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე ხნიერი ადამიანების როლის თამაში დაებედათ, მოხუც ცოლ-ქმარს ასახიერებდა. როგორც წესი, სესილიამ თავიდანვე აითვალწუნა პიესა. დაიწყო როლის დამუშავება, აიყოლია შალვა ღამბაშიძეც და, სცენაზე თუ კულისებში, მხოლოდ ერთი შეფასება ისმოდა: რა საზიზღრობაა, რა საძაგლობაა!.. მოვიდა პრემიერის დღე. სესილიამ ბრწყინვალედ ითამაშა. ბატონი შალვა კი მოგვიანებით გამოგვიტყდა: თურმე "ეს ოხერი" სესილია რეპეტიციებზე ილანძღებოდა, სახლში კი, როლზე მუშაობდა; გამაბრიყვა, პრემიერის დღეს თვითონ შესანიშნავი სახე შექმნა, მე კი რას ვბურტყუნებდი სცენაზე, თვითონვე არ მესმოდაო... ამის შემდეგ, მათ კიდევ ერთ პიესაში ითამაშეს ერთად. ეს იყო შესანიშნავი სპექტაკლი "უფსკრულთან".

* * *
გიგა ლორთქიფანიძე: ”ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელიც რუსულ თეატრში მუშაობდა, გადაწყვიტა, ლენინგრადში დაედგა სპექტაკლი. დადგა და სესილიას მოსწერა, ჩამოდით, ჩვენს სპექტაკლში ითამაშეთ ბებიას როლიო. სესილიამ კატეგორიული უარი შეუთვალა, -
რუსულად ვერ ვითამაშებო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მშობლიურ ენასავით იცოდა, ვერ შეძლო ამ როლის თამაში. მაშინ ტოვსტონოგოვმა მოსწერა, ლონდონში მივდივარ გასტროლებზე, სპექტაკლი მიგვაქვს, წამოდით და ქართულად ითამაშეთო. მაინც უარი შეუთვალა სესილიამ. რომ ვკითხე, რატომ უთხარით-მეთქი უარი? „რა ვქნა, ილიკომ რომ მითხრას „ზდრავსტვუი, ოლგა“, გავიქცევი სცენიდანო“ -
მიპასუხა.” სესილია და შალვა ღამბაშიძე
მე რომ ჩაძინებული გამაღვიძოს ვინმემ და უცბად მკითხოს: ვინ არის შენთვის ყველაზე საყვარელი მსახიობიო? - დაუფიქრებლად ვუპასუხებ: სესილია-მეთქი. ის არის ჩემთვის კარგი ქალის, კარგი მსახიობის და კარგი ადამიანის განუმეორებელი სინთეზი. მე მას, როგორც ქალს, გმირობად ვუთვლი თუნდაც იმ ფაქტს, რომ მან ბებიის როლის განსახიერებისას (ამჯერად სასცენო როლზეა საუბარი. - ავტ.) კბილები ამოიღო და ჩავარდნილი ზედა ტუჩის გამო, საუბრის დროს ისე ჩლიფინებდა, რომ მართლაც 80 წლის ბებია ეგონებოდა კაცს. ეს ამბავი ხშირად მაქვს მოყოლილი, მაგრამ მოკლედ, კიდევ ერთხელ გავიხსენებ: იქნებ, თქვენს ახალგაზრდა მკითხველს მაინც არ ჰქონდეს გაგონილი. თბილისში ჩამოსული ფრანგი რეჟისორი ჟან დონმარტი, რომელიც ერთ დროს პარიზის თეატრების გაერთიანებული დირექტორიც იყო, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ნახვის შემდეგ, ატირებული და აღტაცებული მოვიდა ჩემთან და მთხოვა - ის ბებია გამაცანითო. დავუძახეთ სესილიას. მაშინ ის 53 წლის იყო. მხნე, ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა. თავისი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერით გააღო კარი და შემოვიდა. გრიმი უკვე მოცილებული ჰქონდა. ისე გამოიყურებოდა, მართლაც არ ჰგავდა ბებიას. ჟანმა იფიქრა, რომ ჩვენ სწორად ვერ გავიგეთ, თუ რა ითხოვა და გაიმეორა: არა, არა, მე ბებიის გაცნობა მინდოდაო. როდესაც მიხვდა, რომ მის წინ სწორედ ის ქალი იდგა, ვისი ნახვაც სურდა, მუხლი მოიყარა და სესილიას ეამბორა. მაშინ წარმოთქვა ის სიტყვებიც, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემთან: ეს არავითარი თქვენი ბებია არ არის. ეს ბებიაჩემია, რომელიც პროვანსში ცხოვრობსო... ბებიის როლი იყო ერთადერთი, რომელიც სესილიამ თავიდანვე მიიღო და შეიყვარა. ნებისმიერი სხვა როლის შეთავაზების დროს, ბუზღუნს იწყებდა, უარს ამბობდა და დათანხმების შემდეგაც კი, სულ როლის, პიესისა და მისი დამდგმელის ლანძღვა-გინებაში იყო. ასე იყო ერთი ტიპური საბჭოთა პიესის - "ალანის ოჯახის" დადგმის პროცესშიც. ამ პიესაში, სესილია და შალვა ღამბაშიძე, რომელთაც ახალგაზრდობიდანვე ხნიერი ადამიანების როლის თამაში დაებედათ, მოხუც ცოლ-ქმარს ასახიერებდა. როგორც წესი, სესილიამ თავიდანვე აითვალწუნა პიესა. დაიწყო როლის დამუშავება, აიყოლია შალვა ღამბაშიძეც და, სცენაზე თუ კულისებში, მხოლოდ ერთი შეფასება ისმოდა: რა საზიზღრობაა, რა საძაგლობაა!.. მოვიდა პრემიერის დღე. სესილიამ ბრწყინვალედ ითამაშა. ბატონი შალვა კი მოგვიანებით გამოგვიტყდა: თურმე "ეს ოხერი" სესილია რეპეტიციებზე ილანძღებოდა, სახლში კი, როლზე მუშაობდა; გამაბრიყვა, პრემიერის დღეს თვითონ შესანიშნავი სახე შექმნა, მე კი რას ვბურტყუნებდი სცენაზე, თვითონვე არ მესმოდაო... ამის შემდეგ, მათ კიდევ ერთ პიესაში ითამაშეს ერთად. ეს იყო შესანიშნავი სპექტაკლი "უფსკრულთან".
Комментариев нет:
Отправить комментарий