ჯაზს ყველაზე მეტად საქსაფონი უხდება. მისი ხმა მომნუსხველია. ოქროსფერ სხეულში გამომწყდეული ჯინი სხვადასხვა ჰანგებად იღვრება, ცდილობს სულში ჩაგიძვრეს და შეგისისხლხორცდეს. მისგან თავის დაღწევის მცდელობა ამაოა, რადგან მთლიანად გიპყრობს და სამუდამოდ შენში რჩება . შეხედავ - ერთი ოქროსფერი მილია, პატარ-პატარა ღილაკებით. ათვალიერებ, ცდილობ ჩაწვდე მისი მიზიდულობის საიდუმლოს. ვიდრე სულს შთაბერავ, ჩვეულებრივ
ნივთად აღიქვამ. ჰო, ასეა, მაგრამ საკმარისია ბაგე შეახო და ყველაფერი იცვლება, ცისკროვნდება. ჟრუანტელი სასიამოვნოდ გივლის მთელ სხეულში და ხვდები, რომ ის ტკბილი შარბათია, რომლის გამოცლაც გწადია, ეწაფები, მაგრამ რაც უფრო მეტს სვამ უფრო მეტად ივსება ფიალა და ასე დაბანგული დადიხარ მერე ამ დუნიაზე....
Комментариев нет:
Отправить комментарий