ჟორა შავგულიძე სულ "ჩასაფრებული" იყო, ცდილობდა, სანდროსთვის რამე "ისეთი" მოეწყო,
რომ ეხალისათ. ჩვევად ექცა ჟორას, მივიდოდნენ სადმე და სანამ სუფრა
გაიშლებოდა, წამოავლებდა ხელს რაიმე ნივთს და ჟორჟოლიანისკენ ისროდა, -
აბა, ჰე, სანდრო, დაიჭირეო. სანდრო დაფეთებული ჰაერშივე აკეთებდა ნახტომს,
რომ დროულად დაეჭირა და ნივთი არ გასტყდომოდა. ერთხელაც მობეზრდა სანდროს
შავგულიძის ოინები და როცა თანამდებობის პირთან შეიკრიბნენ ოჯახში,
გადაწყვიტა, იგივე ოინი ექნა ჟორასთვის. დასტაცა ხელი ბროლის ლარნაკს და
ჟორასკენ ისროლა, - ახლა შენ დაიჭირე, თუ ბიჭი ხარო. შავგულიძე გვერდზე
გადგა, ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ჟორამაც უმალ შესძახა: ეს რა ქენი,
სანდრო, არა გრცხვენია, სტუმრად ხარ, შინ ხომ არაო... ხმაურზე მასპინძლებიც
გამოვიდნენ და ძლივს მოაბრუნეს ფერდაკარგული ჟორჟოლიანი... მერე მთელი
საღამო უხდიდა ბოდიშს ოჯახის თავკაცს.
* * *
შვილიშვილებს ანებივრებდა საჩუქრებით. ასე ეუბნებოდა, - რამდენ ხუთიანსაც მიიღებთ, იმდენ 5 მანეთს გაჩუქებთო და გოგონებიც ხშირად იმსახურებდნენ ნაჩუქარ ფულს. ზოგჯერ დღიურში თავად წერდნენ გოგონები ხუთიანებს და სანდრო ბუზღუნებდა, რა ამბავია ამდენი ხუთიანი, სხვებსაც აცალეთ გაკვეთილის მოყოლაო.
* * *
უკანასკნელ წუთებში მივუსწარი და მე ჩამაკვდა სანდრო ხელში. ცოლ-შვილი დაბნეული იყო. მაშინ სულაც არ იყო ადვილი ადამიანის გაპატიოსნება და ამ ქალაქში არც ამდენი სხვადასხვა ადგილას გაბნეული სარიტუალო მომსახურების ცენტრი არსებობდა. ერთი სიტყვით, ბაბუა სანდრო გადაასვენეს საავადმყოფოს პროზექტურაში, ცოლ-შვილი კი სახლში წავიდა ტანსაცმლის მოსატანად. მოკლედ, გავაპატიოსნეთ მიცვალებული და, როცა სანიტარი ჟორჟიკა გამოვიდა პროზექტურიდან, გვერდით გამიყვანა და მითხრა: „ხაზეინ, ცალი ნასკი შავია, ცალი მწვანე და რა ვქნა?“. უკვე გვიანი იყო. სანიტრის მანქანა ჩქარობდა გამოძახებაზე წასვლას და იძულებულები ვიყავით, ასე ცალ-ცალი „ნასკით“ გადმოგვესვენებინა ცხედარი სახლში. გადაირივნენ ახლობლები, კაცო, ცხოვრებაში ისედაც ცირკი კაცი იყო და ახლა ასე ჯამბაზივით, ცალ-ცალი „ნასკით“ როგორ გავუშვათ იმქვეყნად, რას იტყვიან ჩვენი წინაპრები, იქ რომ დახვდებიანო. მოკლედ, ბევრი სარბენი იყო და ვეღარ მოვიცალე ამ საკითხის მოსაგვარებლად. დაკრძალვის დღეს, დილითვე წავედი საავადმყოფოში, სანიტარ ქალს ვთხოვე და თავისი „ატრიბუტიკით“ წამოვიყვანე. მანქანაში მეკითხებოდა: ქალია თუ კაცი?.. დასაბანია?.. გასაპარსია?.. ჩასაცმელია? რომ ვპასუხობდი, არა-მეთქი, გადაირია, აბა, რა მინდა მიცვალებულთანო. რაღას ვიზამდი, ავდექი და ვუთხარი: ყველაფერი რიგზეა, ოღონდ კუბოში თბილი „ნასკები“ ჩავაცვით, ამიტომ ცოტა ფეხები გაუოფლიანდა და „ნასკები“ უნდა გამოუცვალო-მეთქი“.
* * *
ერთხელ, მატარებლით მგზავრობისას, ცნობილი კომიკოსი, სანდრო ჟორჟოლიანი, ვაგონსა და ვაგონს შუა მდგარა მიშა სარაულთან ერთად. სარაულს ხელი წაუვლია და აუტეხია, თუ 20 მანეთს არ მომცემ, გადაგაგდებ და ვერც ვერავინ გაიგებსო. იმდენი უქნია, ჟორჟოლიანს მართლაც დაუჯერებია, დაჰპირებია, ოღონდ მომეშვი და მოგცემ 20 მანეთსო. ახლა ეს ჩაუხვევია სარაულს - ქვეყანა შეუყრია, ჩემი ვალი აქვს და არ მიბრუნებსო, თან „აშანტაჟებდა", მომე, თორემ მოვყვები, როგორ დაიჯერე, რომ მართლა გადაგაგდებდიო. იმდენი უქნია, მართლა წაურთმევია ჟორჟოლიანისთვის 20 მანეთი.
* * *
დამამახსოვრდა სანდროს მიერ დადგმული ერთ-ერთი წარმოდგენა. ჯერ ვოდევილი გაითამაშეს, მგონი, „ორი მშვენიერი“, მეორე განყოფილება დივერტისმენტით დაიწყო. გვაჩვენეს პაროდია მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე. სანდრო იყო ჟიურიც და მეთაურ-ხელმძღვანელიც, რაღაც იმგვარი, ნამდვილ ცირკში რომ გამოდიოდნენ. სანდროს კოჭებამდე ეცვა რაღაც, კისერზე დიდი სასტვენი ეკიდა, დაუსტვინა თუ არა, სცენაზე გამოცვივდნენ „ჩემპიონები“, მაგრამ, როგორნი! ზოგი დონ კიხოტსა და მის სანჩო-პანსას მოგაგონებდათ, აწოწილი ჩონჩხები და ღიპიანი ბაჯაჯგუნები. უპირველესად, გაოცებას იწვევდა, სად მოუყარა სანდრომ თავი ასეთ „ტიპებს“. სასულე ორკესტრი საიდან იქნებოდა, მაგრამ, იყო ორი გიტარა და ერთიც – მანდოლინა. სხვათა შორის, მანდოლინაზე ვირტუოზულად უკრავდა მომავალი კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე, მაშინ თბილისის კომერციული სასწავლებლის მოწაფე. სანდრომ „ავანსცენაზე“ ჯერ მუსკულატორის სადემონსტრაციოდ გამოიყვანა ერთი „მოჭიდავე“, რომელსაც კუნთების ნასახიც არ გააჩნდა. ამ შეუსაბამობამ მაყურებელში სიცილი გამოიწვია, რაც წარმოდგენის ბოლომდე არ დამცხრალა. დაიწყო ჭიდაობაც და ყველაფერი აირია. დაიწყეს სცენაზე კოტრიალი. რეჟისორიც და არტისტებიც სიცილით იჭაჭებოდნენ, არამცთუ მაყურებელი. ფარდაც ჩამოუშვეს – ორი ჭინჭის ნაჭერი. ცოტა ხნის შემდეგ ისევ აიწია ფარდა და სანდრომ „ჩემპიონატის“ შედეგი გამოაცხადა. დასცხო „ორკესტრმა“ გამარჯვებულთა პატივსაცემად. / ვახტანგ კაკაბაძე/
სანდრო ჟორჟოლიანის „გმირობა“
“მსურს ახალგაზრდა მსახიობთა სიანცე გავიხსენო. აი, მათი ოინბაზობის ერთი ნიმუში: სარეჟისორო სცენარის მიხედვით, მაკარის სახლის დიდი დარბაზიდან სტუმრებთან ერთად გაქცეულ ალექსანდრე ჟორჟოლიანს კოტეს მეგობრები დამბაჩებს ესვრიან.
იაშა ტრიპოლსკიმ და ჟორა ქორიძემ მთხოვეს, ნება მოგვეცი, ჟორჟოლიანს დამბაჩები მართლა ვესროლოთო. მე გავუწყერი, ხომ არ შეიშალეთ-მეთქი. არაფერი მოხდება, დამბაჩებს ქაღალდით გავტენით, დუნდულები ცოტა აეწვება და ბევრს ვიცინებთო.
მე ნება დავრთე. მალე ეს განზრახვა, გარდა ჟორჟოლიანისა, ყველამ იცოდა. კადრს ვიღებდით საერთო პლანით. გავიარეთ რეპეტიცია, ჩავრთეთ კამერა და გაქცეულ ჟორჟოლიანს ბიჭებმა მართლა ადინეს ბოლი. ჟორჟოლიანს გადაღება არ გაუფუჭებია. მირბის გასასვლელისაკენ და შეძრწუნებული ყვირის: “მართლა მესროლეს, მართლა მომხვდა!”
კადრის შიგნით და გარეთ მყოფთა სიცილმა ჟორჟოლიანი აღაშფოთა, გადაღების დასრულების შემდეგ მობრუნდა და იყვირა: “რას იცინით, უკან ვარ დაჭრილი!” შემდეგი კადრის მომზადებამდე დაზარალებული დაარწმუნეს, რომ უკან, ძალიან პატარა ადგილზე, კანი ოდნავ აქვს შეწითლებული. ჟორჟოლიანი არ იყო გულღრძო, ეს ონავრობა აპატია “გადარეულებს”. /ვახტანგ ტაბლიაშვილი/
* *
*
– სანდრო ჟორჟოლიანმა ძალიან კარგად იცოდა ფრანგული. კვირაში ერთხელ გამოდიოდა ფრანგი კომუნისტების გაზეთი „ლუმანიტე დიმანჟე“. იღლიაში ამოიჩრიდა, თეატრში მოდიოდა და იქ კითხულობდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий