ინტერვიუ ნინა მჟავანაძესთან.
მამათქვენი პოლიტიკაში როგორ მოხვდა?
- მამა ქუთაისიდან იყო. ზუსტად 1953 წელს დაინიშნა საქართველოს ცეკას პირველ მდივნად. მანამდე ვასილ მჟავანაძე რუსეთში გახლდათ წასული, 35 წლის მანძილზე არ ყოფილა თბილისში, რადგან ლენინგრადში დაამთავრა სამხედრო აკადემია, მერე დაიწყო ომი, გამოიარა ბლოკადა. ხრუშჩოვი რომ დაინიშნა საბჭოთა კავშირის ცეკას მდივნად, მამა ხრუშჩოვს ძალიან კარგად იცნობდა. მათ შორის არანაირი ნათესაობა არ ყოფილა, რატომღაც ასეთი ხმები მცდარად გაავრცელეს. ომის მერე მამა უკრაინაში გაანაწილეს. მას სამხედრო თანამდებობა ჰქონდა. ხრუშჩოვმა გამოიძახა მამა და ინაური და საქართველოში ჩასვლა დაავალა. სამხედრო პირის მოვალეობა ასეთია, სადაც გაამწესებენ, იქ მიდის. ვასილს არ ჰქონდა „შტატსკი" ტანსაცმელი. ამიტომ როგორც იყო გენერლის ფორმაში, ისე ჩამოვიდა თბილისში. ძალიან რთული პერიოდი დახვდა, თბილისში დაძაბული მდგომარეობა იყო.
რა იყო დაძაბულობის მიზეზი?
- ეს ის პერიოდია, როცა მეგრელთა საქმე აღიძრა. გარდა ამისა, ხრუშჩოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტალინის მიმართ ანტიგანწყობა შეიმჩნეოდა.
მართალია, რომ ვასილ მჟავანაძის სახელს უკავშირდება გორში სტალინის სახლ–მუზეუმის გახსნა?
- მამას ნამდვილად უყვარდა სტალინი, მაგრამ ყველაფერს ერჩივნა საქართველო. 1956 წელს სტალინის დამცველთა გამოსვლების პერიოდიც მის დროს დაემთხვა. მამამ ყველაფერი გადაიტანა, ოღონდ საქართველოს მთლიანობა შეენარჩუნებინა.
სტალინის წინააღმდეგ ბრძოლას ხრუშჩოვმა შეუწყო ხელი. როგორ მოხერხდა, რომ ვასილ მჟავანაძის, როგორც ქართველის მიმართ, ხრუშჩოვი მაინც დადებითად იყო განწყობილი? მათ შორის უსიამოვნება არ მომხდარა?
- რა თქმა უნდა, იყო გაუგებრობაც, მაგრამ, როცა ადამიანს თანამდებობის დაკარგვის არ გეშინია და მტკიცე ხარ, ყველაფერს გადალახავ. დამაჯერებლად უნდა ისაუბრო და აუხსნა ადამიანს, თუ რაიმეს გაკეთება დაუშვებელია. ასეთი იყო მამაც. იმ დროს რუსებს აფხაზეთის მითვისებაც უნდოდათ, თუშეთისაც. ეს ყველაფერი რეალური იყო. მათ სურდათ, თუშეთი დაღესტნისთვის გადაეცათ, ეს არ წარმოადგენდა მათთვის სირთულეს. განა უკრაინას არ გადასცეს ყირიმი? მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.
მაინცდამაინც საქართველოს რატომ აქუცმაცებდნენ, აზერბაიჯანსა და სომხეთს არ ერჩოდნენ?
- ჯერ ერთი, გაითვალისწინეთ ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარება, აფხაზეთი ფანტასტიკური ადგილი იყო. დაღესტანს უნდოდა თუშეთი, რადგან მათთან ახლოს მდებარეობდა. მამამ დააჯერა ხრუშჩოვი, რომ ამ ტერიტორიის წაღება არ შეიძლებოდა. ცალკე ოსების პრობლემა იდგა, ისინი გადმოვიდნენ, მაგრამ მამამ არ გაახსნევინა როკის გვირაბი. აფხაზები სულ უკმაყოფილონი იყვნენ, მამამ კი უნივერსიტეტი და ტელევიზია არ გაახსნევინა და მათ სეპარატისტულ მისწრაფებას ხელი არ შეუწყო. ამ დროს კი შევარდნაძე როგორც მოვიდა ხელისუფლებაში, მათ უნივერსიტეტი გაუხსნა.
ცნობილია, რომ ვასილ მჟავანაძე სომხების მიერ ქართული მიწის მიტაცებას არ დაუშვებდა.
- სომხებთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი მოხდა. ისინი გადმოდიოდნენ ჩვენს საზღვარზე, დგამდნენ სახლს, მერე ბოსტანს გააკეთებდნენ, სომხურ ერთ ოჯახს მეორე მოსდევდა. ნელ–ნელა სახლდებოდნენ. რაიკომის მდივანმა მამას უთხრა, ვასილ პავლოვიჩ, ისინი საზღვარზე გადმოვიდნენო. მაშინ ისეთი იდეოლოგია იყო, თითქოს ყველანი ძმები ვიყავით, ყველას ერთად უნდა გვეცხოვრა. ასე გვინერგავდნენ, რა მოხდა თუ სხვა ეროვნების პირი გადმოვიდა სულ რაღაც 200 მეტრით, 500 მეტრით, ერთი კილომეტრით? ამ საკითხთან დაკავშირებით რაიკომის მდივნებმა და რამდენიმე სხვა პირმა მოითათბირეს, გადაწყდა, რომ რაიკომის მდივანს უნდა დაებარებინა თუში მეცხვარეები. მართლაც, თუშებს დაავალეს, ცხვრები გადაეტარებინათ იმათ მამულზე. მეცხვარეებიც დაიძრნენ. წარმოიდგინეთ, ამხელა ფარა რომ მოდის, თუშებმა ისინი იქ გააჩერეს სამი–ოთხი დღის მანძილზე. ფარამ ბოსტანი კი არა, კინაღამ ისინიც ზედ მიაყოლა. თუშებს ვინმე რამეს ეტყოდა? ბოლოს და ბოლოს, ქართველი მეცხვარეები ქართულ მიწაზე აძოვებდნენ ქართულ ცხვარს. თვითნებურად შემოსული სომხებიც აიბარგნენ. სხვათა შორის, მეცხვარეობა ყველაზე რთული პროფესიაა და მამა მათ განსაკუთრებულ პატივს სცემდა. ფაქტობრივად, ყველა საზღვარზე იდგნენ მეცხვარეები.
მამათქვენის რელიგიურობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? შინაგანად ჰქონდა რწმენა?
- ხრუშჩოვის დროს, როცა უკრაინაში ტაძრები დახურეს, ღვთისმსახურები დაარბიეს და განდევნეს, იქიდან აბსოლუტურად ყველა სასულიერო პირი წამოვიდა საქართველოში, მათ შორის, თბილისში დღემდე მოღვაწე ბერი მამა ფილარეტი. მამამ ისინი შეიფარა. ჟორა გეგეშიძე, ასევე, ცეკას მდივანი იყო, კარგი პიროვნება. მახსოვს, პატარა ვიყავი და მისი მეოთხე შვილის მომვლელი იყო მონაზონი. სწორედ მის სახლში ჰპოვა თავშესაფარი ერთ–ერთმა მონაზონმა.
მამისთვის თუ შეგინიშნავთ რელიგიური განწყობა?
- ძალიან უყვარდა პატრიარქი ეფრემ მეორე, მას ხშირად ვხვდებოდით, რაც მეც მახსოვს. ერთხელ მამა შევიდა სიონში, წირავდა ეფრემ მეორე. ამ ამბის თვითმხილველმა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც გალობდა, გვითხრა, რომ ვასილ მჟავანაძე შეჩერებულა და, როცა ეფრემ მეორე მიუახლოვდა, მას ხელზე ეამბორა და ტაძრიდან გავიდა. მამა შედიოდა ეკლესიებში. გულზე ჩამოსაკიდი ჯვარი კი მას მერე გაიკეთა, როცა დედაჩემი გარდაიცვალა. მოგვიანებით ჩვენი ნათესავი ეწვია მამას, ვასილმა ჰკითხა, თამარ, შენ გჯერა ღმერთისო? ნათესავმა მიუგო, არ ვიცი, ვასილ პავლოვიჩ, მჯერა თუ არ მჯერაო. მაშინ ვასილმა უთხრა, ღმერთის უნდა გჯეროდესო. მამას ახალი აღთქმა აჩუქა აკაკი შანიძემ თავისივე წარწერით. მამას დროს საერთო განწყობა იყო არაეკლესიური, მაგრამ ჩვენში ღვთისმეტყველთა დევნა არ ყოფილა. მაშინ უწმინდესმა პირველად გახსნა სასულიერო აკადემია და მისი რექტორი გახდა. ასე მგონია, ჩემს მშობლებს უფრო იმან გაუმძაფრა რწმენა, რომ მათ ლენინგრადის ბლოკადა პირველიდან ბოლო დღემდე გადაიტანეს. დედას ძალიან კარგად ახსოვდა, რომ ბლოკადა მოიხსნა 27 იანვარს, ნინოობას. მაშინ სტალინს დაუკავშირდნენ ათონიდან და ურჩიეს, ყაზანის ღვთისმშობელი შემოატარე ლენინგრადსო. ეს ყველაფერი, ვგულისხმობ ხატის შემოტარებას, დედაჩემმა საკუთარი თვალით ნახა. მამა ზენონი, რომელმაც აღკვეცა ბერად ჩვენი პატრიარქი ილია მეორე, სწორედ უკრაინიდან, გლინსკის მონასტრიდან დევნილი და აქ შეფარებული გახლდათ.
მართალია, რომ ხრუშჩოვს ქართველების საქართველოდან აყრა სურდა, რაც ვასილ მჟავანაძემ გადააფიქრებინა?
- დიახ. ხრუშჩოვი ურთულესი პიროვნება იყო, ცოტა ნევროზული, მისი ხასიათი უნდა დაგეჭირა და მაშინ გეთქვა სათქმელი, თორემ შეეძლო რაღაც დიდი სისულელე ჩაედინა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იყო. ქართველების გადასახლებაზე სერიოზულად რომ ალაპარაკდა ხრუშჩოვი, მამამ მას უთხრა, ახლავე რომ გაგვასახლოთ, სისხლი დაიღვრება, ექვსთვიანი ვადა მომეცით, ხალხს შევამზადებო. ამ ექვს თვეში კი ხრუშჩოვი გადააყენეს. მის მოცილებაში მამასთან ერთად ინაურმაც დიდი როლი შეასრულა.
მამათქვენის თანამდებობიდან გათავისუფლებაში შევარდნაძის ხელი ერია? რატომ დასჭირდათ ე.წ. ცეხავიკების საქმე?
- რა თქმა უნდა, ეს შევარდნაძის ხელით მოხდა. მამა თანამდებობაზე მიჯაჭვული არ ყოფილა, 70 წლის რომ ხდებოდა, ნათქვამი ჰქონდა, რომ როინ მეტრეველი უნდა ყოფილიყო მისი შემცვლელი. საამისოდ მას ჰქონდა მონაცემი. კიდევ იყო სხვა კანდიდატურებიც, მამას უთქვამს, განიხილეთ ეს საკითხი, მე წასვლას ვაპირებო. ბოლოს და ბოლოს, მამა დაიღალა, მთელი ცხოვრება მუშაობდა. ფაქტობრივად, ომის შემდეგ არ დაუსვენია, ბუნება უყვარდა, ცხოველები.
შევარდნაძემ როგორ მოახერხა უპირატესობის მოპოვება?
- მთელი ინტრიგა ამაშია. იგი წავიდა მოსკოვში და იქიდან იმოქმედა. მაშინ ბრეჟნევის სიძე - შოლოკოვი იყო შსს–ს მინისტრი, რომელთანაც მან ჩააწყო. მას უკვე შეეძლო მანიპულირება და დაწინაურება, ქრთამიც ჭრიდა რუსეთში.
„ცეხავიკების" საქმე რატომ გაუვრცელეს? როგორც ამბობდნენ, მას იმ დროს ცილი დასწამეს.
- ამით ცდილობდნენ „დემოკრატიის" გამოხატულებას. იმ წლებში საქართველოში იქსოვებოდა სვიტრები, ყელიანი როლინგები, რომელიც იგზავნებოდა შუა რუსეთში, ციმბირში. იქ უზარმაზარი ბაზარი იყო და კარგად იყიდებოდა. გაყიდვის შემდეგ სანაცვლოდ უზარმაზარი ფული შემოდიოდა. შევარდნაძის დავალებით უნდოდათ დაემტკიცებინათ, თითქოს ხაზინას პარავდნენ ამ ფულს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, რადგან ის ფული ისევ ჩვენს ხაზინაში მოდიოდა, იმ ფულით შენდებოდა სახლები. შევარდანაძემ ეს ფაქტი გამოიყენა, ყოველთვის ასე აკეთებდა. ცოტა გადავუხვევ და გავიხსენებ, როცა მიწისძვრა მოხდა საქართველოში შევარდნაძემ მთელი კრემლი წალეკა, ჩქარა, დამეხმარეთ, სახლები უნდა ავაშენოო. უზბეკეთს, ტაჯიკეთს, მთელ მოძმე რესპუბლიკებს ააშენებინა სახლები. შეგიმჩნევიათ ალბათ, გლდანში სულ სხვადასხვანაირი სახლებია, ისინი 14 რესპუბლიკის ხალხს ააშენებინა. არადა, დაინგრა მხოლოდ ორი სახლი, ამ დროს ააშენებინა მთელი რაიონი. „ცეხავიკების" საქმეშიც ასე გამოჩხრიკეს ხელმოსაჭიდი. ძაფს მიყვნენ და დანაშაულიც იპოვეს. როლინგებს მარკა რომ აქვს, სადაც წერია, თუ რა შემადგენლობისაა როლინგი, ერთი ძაფი გამოაძრეს, თურმე უნდა ყოფილიყო 13 წვერი და აღმოჩნდა 12, ერთი წვერი აკლდა, ასე დაუთვალეს.
დედათქვენი ლენინგრადში გაიცნო?
- დედა ომის, ლენინგრადის ბლოკადის დროს გაიცნო. ინსტიტუტის შემდეგ გაგზავნეს ლენინგრადში, უცბად დაიწყო ომი, მათ ომის დაწყების წინ გაიცნეს ერთმანეთი. ბლოკადა ერთად გადაიტანეს, გაჭირვებამ ისინი უფრო დააახლოვა და ცოლად მოიყვანა.
სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთში რატომ გაატარა?
- შევარდნაძის დროს არ გვილხინდა. თანაც დიდი წყენა დარჩა მამას, თავისით უნდოდა თანამდებობიდან წასვლა და ამ დროს ასეთი ბრალდება მოუწყო შევარდნაძემ. თუმცა ყოველ ზაფხულს საქართველოში ჩამოდიოდა. არსად ისვენებდა საქართველოს გარდა, სულ საირმეში ჩადიოდა. იქაურები რომ გაიგებდნენ, მჟავანაძე ჩამოვიდაო, მიდიოდნენ და მასთან ერთად სურათებს იღებდნენ. მამა თბილისშია დასაფლავებული. გარდა ამისა, ასეთი წესი იყო, პენსიაზე გასული თანამდებობის პირები ჟუკოვკაში ცხოვრობდნენ. ჟუკოვის აგარაკი მაღალჩინოსანთა აგარაკად ითვლებოდა. იქ მისი წრის ხალხი იყრიდა თავს. შევარდაძის ცეკას პირველ მდივნად მოსვლის მერე, ჩვენს ოჯახს გაუჭირდა. დედა რომ გარდაიცვალა, ჩინოსნები პანაშვიდზე შიშით ვერ მოდიოდნენ, შევარდნაძე არ განაწყენდესო. პანაშვიდის ბოლო დღეს შევარდნაძე რომ მოვიდა, სხვებმაც გაბედეს გამოსათხოვრად მისვლა. მამაჩემის გარდაცვალებაზეც მოვიდა შევარდნაძე.
ეროვნული საქმის კეთებაში ვინმე უწევდა წინააღმდეგობას?
- საქართველოში არა. მის დროს დაიდგა ვახტანგ გორგასლის ძეგლი, სუსლოვმა დარეკა, საქართველოში რომელიღაც მეფის ძეგლი დადგეს და არა ბოლშევიკისო. მამა დიპლომატიის გამოყენებით ცდილობდა, დაერწმუნებინა რუსები, რომ ძეგლი საჭირო იყო. ხრუშჩოვის ჩამოგდება მისი ინიციატივით მოხდა.
ხრუშჩოვის ჩამოგდების საქმეში მამათქვენის ხელიც ურევია, მაგრამ ბრეჟნევმა გაამართლა ვასილ მჟავანაძის მოლოდინი?
- დიახ, ბრეჟნევის დროს იყო უძრაობის ხანა. არც არაფერი კეთდებოდა ჩვენს სასიკეთოდ, არც ფუჭდებოდა.
შევარდნაძის მოღვაწეობას როგორ აფასებდა?
- მასზე ცუდი არასდროს უთქვამს. პირიქით, ამბობდა, ღირსეული ადამიანია და ბევრი შეუძლია გააკეთოსო. თუმცა ტკივილი ჰქონდა. მამა იყო კომუნისტი, ოღონდ კეთილშობილი ადამიანი.
დღევანდელ სიტუაციაში როგორ იმოქმედებდა მამათქვენი?
- პირველ რიგში, მხოლოდ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. მაშინდელი და დღევანდელი გამოცდილება ალბათ სხვადასხვაა, მაგრამ მთავარი ერთია, რომ შენ გინდა შენი ქვეყნისთვის კარგი. მამაჩემი დედ–მამით ობოლი იყო, ბევრი გაჭირვება გადაიტანა, დედა მის დაბადებას გადაჰყვა, მამაც გარდაეცვალა და ნათესავებმა გაზარდეს. ერთადერთი, მას ძალიან უყვარდა უბრალო ხალხი. სნობიზმი, ამპარტავნება მისგან შორს იყო, ბოლოს და ბოლოს, სამსახურში თავისი ფეხით დადიოდა. ხშირად გადიოდა რაიონებში. უცბად სადღაც გაუჩინარდებოდა, ვინმესთან შევიდოდა. გზაზე თუ რომელიმე სახლი გარეგნულად მოეწონებოდა, აუცილებლად გააჩერებინებდა, შევიდოდა და დალოცავდა. ენგურჰესს რომ აშენებდნენ, უთხრეს, ენგურჰესის აშენებამდე ახლო–მახლო ტერიტორიაზე არც ერთი ნორმალური სახლი არ იყო, სულ მიწურები იდგა და ახლა იქაურებმა სულ ორსართულიანი სახლები წამოჭიმესო. იპარავენ ცემენტს და საშენ მასალასო. მამამ უთხრა, მოიპარონ, სახლები ააშენონ და ჩვენ კიდევ მოვიტანთო. აჭარაში ქართველები უმცირესობაში იყვნენ, სულ სომხები, ბერძნები, ებრაელები, რუსები ცხოვრობდნენ. ჩამოასახლებინა გურულები და გურულებით აავსო იქაურობა. ბათუმშიც ასე იყო, სულ არაქართველები იყვნენ, წლინახევრის შემდეგ კი ქართველები დაბრუნდნენ. სოფლებიდან ქალაქებში ასახლებდნენ ხალხს და ეს ხდებოდა ფარულად, რომ რუსეთში არ გაეგოთ.
1956 წელს ქართველმა რეჟისორმა ლეო ესაკიამ "ბაში-აჩუკი" გადაიღო. მაშინდელი დაუწერელი კანონის თანახმად, ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე მოეწყო დახურული ჩვენება, ე.წ. "პრასმოტრი," რომელსაც კინომოღვაწეებთან ერთად პარტიული ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სწორედ მათ ვერდიქტზე იყო დამოკიდებული ფილმის მომავალი. "ბაში-აჩუკის" ჩვენებაზე მიბრძანება ინება თვით ვასილ მჟავანაძემ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, რომელიც რუსეთში 35 წელი მსახურობდა და საქართველოშIი 1953 წელსღა ჩამობრძანდა.
კინოსტუდიის დირექტორმა პირველ მდივანს მოახსენა, ფილმი აკაკი წერეთლის მოთხრობის მიხედვით გადავიღეთო. სხვა რამის თქმა ზედმეტად ჩათვალა და ჩვენებაც დაიწყო.
ვასილ მჟავანაძეს ძალიან მოეწონა ფილმი, როგორც
ამბობენ, თვალებიც კი აუწყლიანდა (თანამედროვეთა გადმოცემით, საკმაოდ გულჩვილი კაცი ყოფილა).
დასრულდა ჩვენება და სტუმარმა გაბადრული სახით მის ირგვლივ მსხდომთ დაუწყო თვალიერება, აშკარად ეტყობოდა, რომ ვიღაცას ეძებდა. ბოლოს კინოსტუდიის დირექტორს მიმართა, აკაკი წერეთელი გამაცანითო. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. გაოცებას ვინ ჩიოდა, ყველა საგონებელში ჩავარდა - მოდი და კაცს, რომელსაც დარბაზში მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედის ერთპიროვნულად გადაწყვეტა შეეძლო, აკადრე: დიდი პოეტი, კარგა ხანია, მთაწმინდაზე განისვენებსო. არადა, რამე უნდა ეღონათ. ისევ დირექტორმა იპოვა გამოსავალი: მოჰკიდა ხელი ლეო ესაკიას და მჟავანაძეს მიჰგვარა: აი, ეს გახლავთ "ბაში-აჩუკის" ავტორიო, ოღონდ, არც მისი სახელი და გვარი უხსენებია და არც ის დაუზუსტებია, მოთხრობის ავტორი იყო თუ - ფილმის. როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მის წინაშე აკაკი წერეთელი იდგა, გულში ჩაიკრა დამორცხვებული რეჟისორი, შემდეგ კი გასასვლელისკენ გაემართა.
_ მინდა, ერთი ამბავი გიამბოთ მამაზე, რომელიც ბევრმა არ იცის. მეც 5 წლის წინათ შევიტყვე, როდესაც მასზე ვაგროვებდი მასალებს. მეუფე დავითის ეპარქიაში ერთი დედაოა და მას ვთხოვე, გაეკითხა, ვინმემ ხომ არ იცოდა რამე მამას საქმიანობაზე თუშეთში. მირეკავს ცოტა ხანში და მეუბნება, _ ნინა, საინტერესო ამბავი შევიტყვე ერთი პიროვნებისგან, რომელიც თვითონ ჩამოვა შენთან და მოგიყვებაო. მართლაც, რამდენიმე დღეში მოვიდა ის ადამიანი ჩემთან და მომიყვა, რომ თურმე თუშებს გადასახლებას უპირებდა ნიკიტა ხრუშჩოვი. 1958 წელს ხრუშჩოვთან შესულა ცნობილი დაღესტნელი პოეტირასულ გამზათოვი და უთქვამს, თუშეთში, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, არავინ ცხოვრობს და, თუ შეიძლება, დავაყენოთ დაღესტნისთვის თუშეთის გადაცემის საკითხიო. იმხნად ტერიტორიების გადაცემა პრობლემა არ იყო. მამამ ეს ამბავი რომ შეიტყო, დაურეკა ხრუშჩოვს და უთხრა: ნიკიტა სერგეევიჩ, თუშეთში 30 წელია, არ ვყოფილვარ, მაგრამ, ვფიქრობ, იქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და როგორ შეიძლება მათი გადასახლებაო?! ხრუშჩოვმა უთხრა, წადი, გაეცანი ვითარებას, რა ხდება, როგორი სიტუაციააო. წავიდა. გზა თუშეთში ძალიან ცუდია, ამიტომ ცხენებით ავიდნენ მამაჩემი, რაიკომის მდივანი და კა-გე-ბეს უფროსი ინაური. მამამ რომ ნახა თუშეთის სილამაზე და რა დღეში იყვნენ თუშები, რომლებსაც დანგრეულ სახლებში უწევდათ ცხოვრება, ელექტროენერგია არ ჰქონდათ და მცირერიცხოვანი მოსახლეობა მხოლოდ ცხვრებს უვლიდა (სათანადო პირობების უქონლობის გამო მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულობით ადიოდა თუშეთში), როგორც კი თბილისში ჩამოვიდნენ, სასწრაფოდ შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ აეტანათ გენერატორები, სახლებში დაეყენებინათ და ღამე აემუშავებინათ. რატომ კეთდებოდა ეს? იმიტომ, რომ თურმე ხრუშჩოვი ძალიან ეჭვიანი კაცი იყო და აუცილებლად შეამოწმებდა, დასახლებული იყო თუ არა თუშეთი. მამამ დაურეკა ნიკიტას, _ აქ ხალხი ცხოვრობს, უბრალოდ, არ აქვთ გენერატორები, ღამე სახლები რომ გაანათონ, ისე კი, ბევრნი არიანო. თუშეთში აიტანეს 100-ზე მეტი გენერატორი. მამამ იცოდა ხრუშჩოვის ხასიათი, ამიტომ ღამე ადიოდნენ თუშეთში და ამუშავებდნენ გენერატორებს, თითქოს იქ მართლა ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. სამი ღამე გადააფრენდა ხოლმე ხრუშჩოვი თვითფრინავს თუშეთის თავზე. დაინახავდა პილოტი, რომ განათებული იყო და მოახსენებდა ხრუშჩოვს. როდესაც დარწმუნდა ნიკიტა, თუშეთში მართლაც ბევრი ადამიანი ცხოვრობსო, გადასახლების იდეაც გაუქრა. აი, ასე გადარჩა თუშეთი… რამდენიმე დღის წინათ მყავდა სტუმარი _ წალკელი ბერძენი, რომელიც 40 წელია, წასულია ყაზახეთში, საერთო ნაცნობი გვყავს, უბრალოდ, მოვიდა და მომიყვა: “იმხანად პატარა ვიყავი, მესამე კლასში, როცა 18 წლის წალკელმა ბიჭმა მოიპარა ერთი ტომარა ფქვილი. ეს მაშინვე ვასილ პავლოვიჩს შეატყობინეს, _ ფქვილი მოიპარა და ციხეში ჩავსვამთო. მან კი უთხრა, ციხეში კი არ უნდა ჩასვათ, ჯარში უნდა გაუშვათ სასწავლებლად, ადამიანს შიოდა და ამიტომ მოიპარაო…” წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს ეს ამბავი ახსოვდა, მოვიდა და მადლობა გადამიხადა.
ხახულის კარედის ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც ბატონმა როინ მეტრეველმა გვიამბო. ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, ეს სიწმინდე _ ხახულის კარედი, თურმე ერთ ამერიკელისთვის უნდა მიეყიდათ _ თბილისში ჩამოსულან ეს ამერიკელი და კულტურის საკავშირო კურატორი კრემლიდან. მუზეუმის შეშფოთებული დირექტორი შალვა ამირანაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა ვასილ მჟავანაძეს. მამას უთქვამს, _ დაადე ბოქლომი მუზეუმს და ერთი კვირით სადმე გადაიკარგეო. ბატონი შალვა ასეც მოიქცა. ამ ერთი კვირის განმავლობაში მამამ მოახერხა ხრუშჩოვის გადარწმუნება და ხახულის კარედი გაყიდვას გადარჩა. დღეს ეს სიწმინდე საქართველოშია.

* * * * *
ვასილ მჟავანაძე ყოველთვის ფეხით მიდიოდა სამსახურში. ერთ-ერთ სახლთან ჩავლის დროს, ყოველდღე ესმოდა შემდეგი სიტყვები: „გაიღვიძე, დროზე ადექი, მჟავანაძე სამსახურში მიდის უკვე“. ერთ დღესაც ეს ხმა რომ ვერ გაიგო ბატონმა ვასილმა, ფანჯარასთან მიუკაკუნა. მჟავანაძე ვარ, სამსახურში მივდივა, გაიღვიძე, სკოლაში გაგვიანდებაო :).
* * * * *
ბერია სასტიკი წინააღმდეგი იყო სპორტის სასახლის აშენებისა. სასახლის აშენებაზე როგორც იქნა დაითანხმეს. მერე ამბობდა, უბრალო მასალით მოაპირკეთეთო. ვასილ მჟავანაძემ ბერიას ჩამოსვლის წინ, მარმარილოს კიბეები შავად გადააღებინა და ბერიას წასვლის შემდეგ დაუბრუნა პირვანდელი იერი!
Комментариев нет:
Отправить комментарий