ბრაზილიაში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციიდან სამშობლოში მომავალი
ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უცხოეთში გაფრენის წინ პროფესორმა მთელი დღე
მეგობარ თენგიზ ბოლქვაძესთან და ვაჟთან, კირილე ჟორდანიასთან გაატარა.
მაშინ ბიჭუნა ათი წლის ყოფილა. ბავშვს გულუბრყვილოდ უკითხავს მამისთვის,
ცურვა რომ არ იცი, არ გეშინია? თვითმფრინავი რომ წყალში ჩავარდეს, ხომ
დაიღუპებიო... ბავშვის ავი წინათგრძნობა გამართლდა - მოგვიანებით,
პროფესორის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს...
იმ საბედისწერო დღეს, 20 ივნისს, თვითმფრინავი "დუგლასი" დაგეგმილ რეისს ასრულებდა ბუენოს-აირესიდან რიო-დე-ჟანეიროსა (გალეაოს აეროპორტი) და ლისაბონში. გალეაოს აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. 23 საათსა და 3 წუთზე ხომალდი ასაფრენად მოემზადა, რომ პილოტმა გამოაცხადა, პრობლემა გვაქვსო - თვითმფრინავის ცხვირი არ ტრიალებდა... პილოტი მიხვდა, რომ ხომალდი ბილიკის დარჩენილ ნაწილზე ვერ გაჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია... შასის ბორბლები ქვიშაში ჩაეფლო, ოთხივე ძრავამ დაკარგა ეჟექტორები და მობრუნების კონუსები, რამაც თვითმფრინავი ააჩქარა - დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და საბოლოოდ ოკეანეში ჩაეშვა. ჯერ ნაპირთან ახლოს, 100 მეტრში დრეიფობდა, შემდეგ კი 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ერთი შეხედვით, მდგომარეობა არც ისე რთული იყო, რომ ვინმე დაღუპულიყო. მიუხედავად ამისა, ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა - ერთი ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი... გადარჩენილი მგზავრებიდან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა პროფესორმა პავლე შუშანიამ საზოგადოებას იოსებ ჟორდანიას უკანასკნელი წუთების შესახებ უამბო:
"როდესაც თვითმფრინავი წყალზე გაჩერდა, მგზავრებმა (რომ არ დამძიმებულიყვნენ და წყალში არ ჩაძირულიყვნენ) ტანსაცმელი გაიხადეს და მაშველ რგოლებს ეცნენ. მე და იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის ფრთაზე ვიდექით. ამაოდ ვეხვეწებოდი, მომეჭიდე და ნაპირამდე გაგიყვან-მეთქი. თავი გააქნია, ასე ორივე დავიხრჩობით, სჯობს, თავს უშველოო. მან არც ცურვა იცოდა და მაშველი რგოლიც არ ჰქონდა - თვითმფრინავის სალონიდან გამოსვლამდე პატარა გოგონას მისცა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უბილეთო იყო და სავარაუდოდ, მაშველი რგოლიც ამიტომ არ ჰქონდა. ლაინერი თანდათან მიიწევდა ფსკერისკენ. ისღა დამრჩენოდა, მარტო გამეცურა ნაპირისკენ. ცურვა რომ სცოდნოდა და ცოტაც გაეძლო, მაშველი მასაც მიუსწრებდა".
კატასტროფის დროს სომეხი პროფესორი აშოტ აგარონოვიც დაიღუპა. ის და ჟორდანია ერთი ასაკის, 67 წლის იყვნენ. მოხუცმა პროფესორმა, იმ იმედით, რომ მაშველი მიუსწრებდა, არჩია თვითმფრინავში, სკამზე მიბმული დალოდებოდა ბედისწერას...
სამწუხაროდ, შუშანიამ არ იცოდა გადარჩენილი გოგონას ვინაობა. თენგიზ ბოლქვაძის მოგონებებში ვკითხულობთ: "შუშანია ამბობდა, რომ ბავშვი დაახლოებით ექვსი წლის იყო. ეკიპაჟის წევრებისგან ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ გოგონა მათთვის ჩაუბარებინათ და უთქვამთ, რომ აეროპორტში დახვდებოდნენ...".
იოსებ ჟორდანიას ერთადერთი ვაჟი კირილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და ახლა მოსკოვში ცხოვრობს, მაშინ მცირეწლოვანი იყო, მოგვიანებით კი თავმდაბლობის გამო არ უცდია მამის გმირობის კვლევა... ყველაზე მეტი მისი საქმის ერთგულ გამგრძელებელს, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, არჩილ ხომასურიძეს სცოდნია. მას შემდეგ, რაც ჟორდანიას გმირობის გაქარწყლებას შეეცადნენ, პროფესორს კვლევა დაუწყია და მოსკოვშიც ჩასულა "დუგლას DC-8-33"-ის მგზავრების სანახავად.
არჩილ ხომასურიძე: - გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთებში ჟორდანია თვითმფრინავის ბორტზე ნახა. მაშინ, 25 წლის წინ, ცოცხალი იყო სამი ქალბატონი, სამივე ცნობილი პროფესორი. მათ მიამბეს, რა გააკეთა ჟორდანიამ სიკვდილის წინ. როცა თვითმფრინავს რყევა დაუწყია, სალონში პანიკა ამტყდარა, დაბნეული ხალხი საავარიო გასასვლელს მისწყდომია. სწორედ ამ დროს ქალბატონებმა თვალი მოჰკრეს ატირებულ გოგონას, რომელსაც კამერა არ ჰქონდა და ირგვლივ მყოფთ საშველად უხმობდა... ჟორდანიამ პატარას თავისი კამერა უყოყმანოდ მისცა... იმის გამო, რომ თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, ამ ამბის შემსწრეთ უფიქრიათ, ალბათ, პროფესორი კარგად ცურავს და ამიტომაც დაუთმო რგოლი გოგონასო... მოგვიანებით გაიგეს, რომ ქართველი გმირი დაიხრჩო... იმ გოგონას ვერ მივაგენი, თუმცა, ქალბატონები იხსენებდნენ, რომ ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ტურისტად ჩამოსულა მოსკოვში და ჟორდანიას საფლავს ეძებდაო... ქალბატონებს არ ახსოვდათ მისი სახელი და გვარი...
იოსებ ჟორდანია (დ. 1895 – გ. 20 აგვისტო, 1962), ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
1923 წელს ჟორდანიამ დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იგი განაგებდა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას.
1942 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. ამასთან, 1944 წლიდან იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური კათედრის გამგე. 1950 წლიდან დაინიშნა მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად.
1958 წელს იოსებ ჟორდანია თბილისში გადმოვიდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე.
იოსებ ჟორდანია შეისწავლიდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა.

Комментариев нет:
Отправить комментарий