გიგა ლორთქიფანიძე

* * *
ვმუშაობდით ფილმზე "წიგნი ფიცისა" რომელიც 5 სერია უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ 3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი, ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი ჩვენი კონსულტანტი ხოდა მეკითხება მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი რა უნდა ერქვას? მთელს ფილმს ჰქვია "წიგნი ფიცისა".., - არაო, მაინც ახალი ეპოქა იწყებაო და იქნება რამე დაგვემატებინაო.. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: მაშინ იცი რა ვქნათ, მოდი დავარქვათ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. /გიგა ლორთქიფანიძე/

* * *

რეზო ჩხეიძე, ბიძინა კვერნაძე და გიგა ლორთქიფანიძე დგანან და ელოდებიან ედუარდ შევარდნაძეს, ფილმის პრემიერას უნდა დასწრებოდა. ამ დროს გამოუვლია იაშა ბობოხიძეს და უკითხავს რას ელოდებითო? - ედუარდი უნდა მოვიდესო, უპასუხეს. იაშამ, რომელი ედუარდიო? - რომელი რა, ლუდოვიკოა რომ დაგინომრო? არ დაუგვიანა პასუხი ბიძინა კვერნაძემ

 * * *
მე და ჭაბუა კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ თავიდან ჭაბუა ამ ფილმის გადაღებას ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, ეშინოდა, შევძლებდი თუ არა ასეთი წიგნის მერე, ფილმის გადაღებას.  სადგურის სცენა, სადაც დათა და მუშნი პირველად დაინახავენ ერთმანეთს, წიგნში არაა, თავიდან ბოლომდე იმპროვიზაცია იყო. გადაღებულ,  ჯერ კიდევ დაულაგებელ მასალას ვუყურებდი ჩაბნელებულ კინოდარბაზში,  ჭაბუა თურმე ჩუმად შემოსულა და უკან  დამჯდარა. სინათლე რომ ავანთეთ  ჭაბუა ტიროდა. საღოლ, გიგა, საღოლო, – დამიძახა და ასე მომცა დასტური.

 * * *

გიგა ლორთქიფანიძე: ჩვენ, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშიდან გამოსული ლორთქიფანიძეები ვართ. თუმცა, ბაბუაჩვენი – გრიგოლ ლორთქიფანიძე ქუტირში ცხოვრობდა. მამამისმა, თავის ვაჟებს მამულები რომ გაუყო, მას სამტრედიის რაიონში მისცა რამდენიმე სოფელი. ბოლომდე ქუტირში ცხოვრობდა და ბოლომდე ნამდვილ თავადად დარჩა მამაჩემის უფროსი ძმა, აპოლონ ლორთქიფანიძე, რომელიც ძალიან მიყვარდა.  

 * * *
ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე ზიან სუფრაზე გვერდიგვერდ, ნოდარმა გადმოაწოდა რაღაც კერძი, გიგამ იუარა, - არა ნოდარ დიეტაზე ვარო..
შემდეგ ისევ გადმოაწოდა რაღაც კერძი, - არა, ხომ გითხარი დიეტაზე ვარო? იყო პასუხი. ცოტა ხანში ცხელი კერძი შევიდა და ნოდარმა ისევ დააჯახა გიგას, პასუხი ისევ დიეტა იყო.. ნოდარი გაბრაზდა და: "გიგა ვერ დიეტიე სახლში??" 


  * * *

სერიალიწიგნი ფიცისა” უნდა გადაეღოთ და  რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კახეთში ერეკლე მეფის როლის შემსრულებელს ეძებდა. მიუყვანეს ერთი. მოეწონა, მაგრამ იმ კაცმა თამაშზე სასტიკი უარი განაცხადა. მიეძალნენ, კარგ გასამრჯელოსაც დაჰპირდნენ.
-
კაი, ვითამაშებ, - დაეთანხმა იგი, - ოღონდ, აქედანვე იცოდეთ, იმ რაღაც გეორგიევსკის ტრაქტატს ხელს არ მოვაწერო.

Комментариев нет:

Отправить комментарий