“ერთმა პოეტმა თავისი ლექსების რუსული თარგმანი გამოსცა წიგნად.
გალაკტიონი შეხვედრია: შესანიშნავია, ძამიკო, ახლა ნახე კარგი მთარგმნელი
და ქართულად ათარგმნინეო.
“მე და ბარათაშვილის” ავტორს ერთ სალიტერატურო საღამოზე უთქვამს:
“ლექსის ვეფხვი და გრიგალი მე ვარ და გალაკტიონი”. გალაკტიონი შეხვედრია და
ეუბნება: “კარგია, ძამიკო ალიო, მხოლოდ ერთი ასო უნდა შეცვალო: “მე ვარ
და” კი არა, “მოვარდა”.
* * * *
* * * *
გალაკტიონს ერთხელ პირობა მიუცია საკუთარი
თავისთვის – დუქანს ისე ავუვლი გვერდს რომ არ შევალ და ღვინოს არ დავლევო…
მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გაცდა დუქანს, მოტრიალდა
და უთქვამს – რადგან პირობა შეასრულე ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო
დალიოოო …
* * * *
* * * *
საგურამოს მწერალთა სახლში გალაკტიონი და კონსტანტინე გამსახურდია ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე ასე ესალმება გალაკტიონს:
- გამარჯობა, ლომო!
- გაგიმარჯოს, ვეფხვო! – პასუხობს გალაკტიონი. ერთ დღეს კონსტანტინემ შეცვალა და ასე მიესალმა:
- გამარჯობა, ვეფხვო! გალაკტიონი შეჩერდა, მცირე პაუზა და…
- გაგიმარჯოს, კოწია! /აკაკი ხინთიბიძე/
* * * *
“გალაკტიონი მწერალთა კავშირში მიბრძანდა და ირაკლი აბაშიძე იკითხა.
უთხრეს, ირაკლი არ გახლავთ, მაგრამ კლუბში შებრძანდით, იოსებ ნონეშვილი
საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ლექციას კითხულობს.
- რა თემაზე კითხულობს? - დაინტერესდა გალაკტიონი.
- საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთში.
- “საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ.”
* * * *
1958 წელს ოპერის თეატრში გალაკტიონის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. ტაში და ოვაციები არ დაჰკლებია, მაგრამ საღამოს დამთავრების შემდეგ უნახავთ, მარტოდმარტო ფეხით მიდიოდა სახლისკენ… /ქიშვარდ ისაკაძე/
* * * *
1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე - "ჩემი გალაკტიონი! "
ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან "მზიან ღამეში" აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტი...ონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი).
- გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად . ." /ნოდარ დუმბაძე/
* * * *
* * * *
ერთი მოქალაქე გადაეკიდა გალაკტიონს:
- იცით, რომ მე ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?
- კი, ჰგავხარ - დაუდასტურა გალაკტიონმა
- რითი ვგავარ?
- სიმაღლით.
- კიდევ?
- სიგანით.
- კიდევ? კიდევ?
- წვერ-ულვაშით.
- მაშ ლექსებს მეც ვწერ და რაღა მაკლია ილია ჭავჭავაძეობამდე?
- ტყვია შუბლში - უპასუხა გალაკტიონმა
* * * *
ერთხელ ჩიტი შენარცხებია მანქანის ფანჯარას, ქუთაისისკენ მიმავალ
გალაკტიონს გაუჩერებია ავტომობილი, ჩიტი დაუმარხავს და მერე ისე
გაუგრძელებია გზა.
* * * *
- გაგიმარჯოს, ვეფხვო! – პასუხობს გალაკტიონი. ერთ დღეს კონსტანტინემ შეცვალა და ასე მიესალმა:
- გამარჯობა, ვეფხვო! გალაკტიონი შეჩერდა, მცირე პაუზა და…
- გაგიმარჯოს, კოწია! /აკაკი ხინთიბიძე/
* * * *
- რა თემაზე კითხულობს? - დაინტერესდა გალაკტიონი.
- საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთში.
- “საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ.”
* * * *
1958 წელს ოპერის თეატრში გალაკტიონის სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. ტაში და ოვაციები არ დაჰკლებია, მაგრამ საღამოს დამთავრების შემდეგ უნახავთ, მარტოდმარტო ფეხით მიდიოდა სახლისკენ… /ქიშვარდ ისაკაძე/
* * * *
1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე - "ჩემი გალაკტიონი! "
ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან "მზიან ღამეში" აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტი...ონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი).
- გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად . ." /ნოდარ დუმბაძე/
* * * *
მოგეხსენებათ გალაკტიონი გაჭირვებაში ცხოვრობდა. ხოლო ირაკლი აბაშიძე მედროვე კაცი იყო და არც უჭირდა. ერთხელაც მიდიოდა გალაკტიონი ფეხით და გვერდზე ჩაუარა ირაკლი აბაშიძემ მანქანით ( თვითონ უკანა სავარძელზე იჯდა მანქანას კი მძღოლი მართავდა) გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლს მიუჯდა გვერდით და ეკითხება თან ისე რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც კი იყურება:
- რა გქვია შენ??
- თენგიზი მქვია ბატონო გალაკტიონ
- თენგიზ, ლექსებს წერ??
- არა ბატონო გალაკტიონ. რა ვიცი მე ლექსის წერა??
- არც შენმა ხაზაინმა იცის წერა, მარა ხო წერს
- რა გქვია შენ??
- თენგიზი მქვია ბატონო გალაკტიონ
- თენგიზ, ლექსებს წერ??
- არა ბატონო გალაკტიონ. რა ვიცი მე ლექსის წერა??
- არც შენმა ხაზაინმა იცის წერა, მარა ხო წერს
* * * *
ტერენტი გრანელს ყოველთვის ქონდა სურვილი რომ გალაკტიონისთვის ეჯობნა... ერთხელაც
ტერენტი
გრანელმა
გალაკტიონს
გაუგზავნა
თავისი
ლექსები
ფოსტით
და
წერილიც
მიაყოლა
აბა
შემიფასეო...
გლაკტიონისგან
მიიღო
პასუხი
"კარგია
ბიძიკო
წერა-კითხვას
მაინც
ისწავლი.
წერე,
წერე."
* * * *
ერთი მოქალაქე გადაეკიდა გალაკტიონს:
- იცით, რომ მე ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?
- კი, ჰგავხარ - დაუდასტურა გალაკტიონმა
- რითი ვგავარ?
- სიმაღლით.
- კიდევ?
- სიგანით.
- კიდევ? კიდევ?
- წვერ-ულვაშით.
- მაშ ლექსებს მეც ვწერ და რაღა მაკლია ილია ჭავჭავაძეობამდე?
- ტყვია შუბლში - უპასუხა გალაკტიონმა
Комментариев нет:
Отправить комментарий