კანადაში ოქროსა და ალმასის მოპოვების პიონერთა შორის იყო ქართველი დიმიტრი
(მიტო) მეტრეველი, ანუ მაიკ მიტო. ამერიკის კონტინენტზე კანადა პირველი
ქვეყანა იყო, სადაც 1823 წელს (კვებეკი) ოქროს მოპოვება და დამუშავება
დაიწყეს. მალე ამერიკაც ჩაერთო ამ საქმეში. 1848 წელს კალიფორნიაში, 1858
წელს - კოლორადოში და 1859 წელს კი ნევადაში ოქროს აღმოჩენას ნამდვილი
ოქროს ციებ-ცხელება მოჰყვა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან დაიძრნენ
ბედისმაძიებლები ამერიკისაკენ. XIX საუკუნის 70-იან წლებში ციებ-ცხელება
ჩაცხრა, მაგრამ 1890 წელს კლონდაიკში და ალასკაზე ოქროს აღმოჩენას ახალი
აფეთქება მოჰყვა. ახლა იუკონისკენ დაიძრნენ მაძიებელთა ქარავნები. მათ
შორის ყოფილან ქართველები, რომელთა შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ემიგრანტი
გივი კობახიძე წერილში "ქართველები კანადაში".
მიტო 1895 წელს დაიბადა რაჭის ულამაზეს სოფელ უწერაში გლეხის, ნესტორ მეტრეველის ოჯახში. რვა წლისა დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. წერა-კითხვა ჯერ სოფლის მღვდელთან შეისწავლა, შემდეგ უწერის ორკლასიან სასწავლებელში. იმ პერიოდში რაჭველებს უკვე გაკვალული ჰქონდათ გზა ამერიკისაკენ. როდის აღმოჩნდნენ პირველად ქართველები ამერიკის კონტინენტზე, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ამ საკითხის მკვლევარი, ემიგრანტი გივი კობახიძე XIX საუკუნის 20-იან წლებს ასახელებს, თუმცა მისი ვარაუდი დოკუმენტურად არ არის დასაბუთებული. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველები პირველად XIX საუკუნის 60-იან წლებში, ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ჩადიან სამუშაოს საძებნელად (ძირითადად, რაჭველები და გურულები), იშვიათად – პოლიტიკური მოსაზრებებით. XX საუკუნეში იწყება უფრო მასობრივი ემიგრაცია. საუკუნის დამდეგს "ბაფალო ბილმა" გურულების ახალი ჯგუფი მიიწვია. იმავე პერიოდში ჩადიან ამერიკაში რაჭველი მიწის მუშები - ამერიკელ მრეწველებს რკინიგზის მშენებლობაზე 50, 80, 100-კაციან ჯგუფებად ჩაჰყავთ მუშები მთარაჭიდან (ღები, ჭიორა, უწერა) და ჩრდილოეთ კავკასიიდან - ალაგირიდან. ნაწილი ბალტიის ზღვის, ნაწილი - შორეული აღმოსავლეთისა და იაპონიის გავლით. მათგან ბევრი ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში და სამუდამოდ დარჩა ამერიკაში.
- დიმიტრი მეტრეველი როგორ აღმოჩნდა ამერიკაში?
- მიტოს თანასოფლელთაგან ხშირად ესმოდა ამერიკის ამბები. თვითონაც შეხვედრია იქიდან დაბრუნებულ მეზობლებსა და ნათესავებს, რომლებიც იმ შორეული ქვეყნის საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ, მონაგები ფულით კი ცხოვრებას იწყობდნენ. 1913 წელს დიმიტრიც გაჰყვა ერთ დიდ ჯგუფს ამერიკაში, სადაც მას უკვე მრავლად დახვდნენ ქართველები, რომელთა ნაწილი ახალ მიწაზე დამკვიდრებულიყო. რაჭველები, ძირითადად, სიეტლსა და ვანკუვერში იყვნენ დაჯგუფებული, საიდანაც ვიქტორიაში, საკრამენტოში, ტაკომსა და სან-ფრანცისკოში მიდიოდნენ. ქართველები ამერიკასა და კანადას ერთ გეოგრაფიულ ერთეულად მიიჩნევდნენ და "ჩრდილო ამერიკას" უწოდებდნენ. ვანკუვერში სიეტლიდან გადადიოდნენ და, ძირითადად, ხეტყის დამუშავებასა და რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობდნენ. 18 წლის დიმიტრი მეტრეველიც ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში. ზოგიერთ ქალაქში მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. ცოლად ლიტვური წარმოშობის ქალი შეირთო.
მათ სამი შვილი,
ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ - ავგუსტ-მიტო, ნესტორი და ემილია.
ბევრი ხელობა მოსინჯა, ერთხანს ჭიდაობდა კიდეც, ვიდრე ოქროს ციებ-ცხელება
არ შეეყარა. ოქროსმაძიებლობა დიდ ენერგიას, ნებისყოფასა და გამჭრიახობას
მოითხოვდა, რაც დიმიტრისაც აღმოაჩნდა. მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი,
შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად მის გარშემო ნელ-ნელა
სხვა ხალხმაც იწყო დასახლება. დაბას, რომელიც ამ დასახლების წყალობით შეიქმნა, მისი გვარის მიხედვით ხალხმა ამერიკული მანერით "მეტრევილი" უწოდა.
დიტომ ბედი ალასკაზეც სცადა. იქ მის მაღაროებს "მიტოს ანომალიები" უწოდეს. მაღაროების წყალობით მალე გამდიდრდა, მაგრამ მისი კეთილშობილი ბუნება სიმდიდრეს არ შეუცვლია - უშურველად ეხმარებოდა არა მარტო თანამემამულეებს ამერიკაში, რისი წყალობითაც ბევრი ფეხზე დადგა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, არამედ ამერიკელებს, ბალტიისპირელებს, უკრაინელებსა და სხვებსაც. დიდ დახმარებას უწევდა ოჯახსა და ნათესავებს საქართველოში, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა აუხდენელ ოცნებად დარჩა.
- თუ არ ვცდები, უკიდეგანოდ გამდიდრებული დიმიტრი მეტრეველი გაკოტრდა...
- 1929-33 წლების ძლიერმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკის ეკონომიკას და ბევრი მილიონერი გააკოტრა. მთელი სიმდიდრე დაკარგა მიტომაც. დაბა მეტრევილი და "ანომალიები" დაცარიელდა, მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო. კვებეკურ გაზეთში "ალფონს ბოლდოდიუ" წერდა, რომ პირველი მოქალაქეები, რომლებიც დასახლდნენ კანადაში, "ოქროს ხეობაში" (ვალ დორ) მუდმივად საცხოვრებლად, იყვნენ იღბლიანი და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ოქროს მომპოვებელი მაიკ მიტო (ასე იწოდებოდა დ. მეტრეველი) და მისი სიძე რაშენ კიდი. წერილში აღნიშნულია მიტოს ღვაწლი კანადური ოქროს მოპოვების საქმეში. თუმცა დიდი დეპრესიის შემდეგ იგი მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა.
1946 წელს გაზეთი "Morning Digest" მის შესახებ წერდა: "მან მიაღწია საქმეში რეკორდულ მაჩვენებელს ახალმოსულთაგან, როგორც ყველაზე კოლორიტულმა პიროვნებამ და მილიონერმა "ოქროს ხეობის" მრავალრიცხოვან ოქროს მომპოვებელთა შორის. მაიკ მიტო და მისი ამერიკელი პარტნიორი სალერნო ტორონტოში ჩავიდნენ, რათა დაეთვალიერებინათ მათ მიერ გასულ ზაფხულს აღმოჩენილი ალმასის დამამუშავებელი სალმოტას საწარმოს მუშაობა. განაახლეს ძველი ნაცნობობა, რათა ეს ჩანაფიქრი სალმოტას ტბის მიდამოებში განეხორციელებინათ". ყოველკვირეული "Noranda Weekly" წერდა: "ბორდალაკის რაიონში ყურადღება მიიპყრო ბორდესამ, რომელსაც სათავე დაუდო რაშენ კიდმა". განცხადება, რომელშიც პირველად გამოქვეყნდა "Bordessa Mines Limited"-ის აქციების შესახებ, გვაცნობს ოქროს მომპოვებელთა შორის ყველაზე კოლორიტული ფიგურის, მაიკ მიტოს კარიერის შესახებ. მაიკი და მისი პარტნიორი, სახელგანთქმული რაშენ კიდი იყვნენ პირველი დამაარსებელნი და ბინადარნი "ოქროს ხეობისა", რომელიც დღეს ითვლება ცენტრად იმ გიგანტური ბორბლისა, იმ პირველი იმპულსის აღძვრის მიმნიჭებელად, რასაც მოჰყვა ოქროთი მდიდარი კვებეკის ჩრდილო-დასავლეთი არეალის განვითარება და გაფართოება. მრავალ მნიშვნელოვან სფეროთაგან, რომელსაც სათავე დაუდეს მაიკმა და მისმა პარტნიორმა, განსაკუთრებული ადგილი უკავია პირველდაფუძნებულ სამფლობელოს "Russian Kid" დესარატში, კვებეკის ჩრდილო-დასავლეთში, რომლის მილიონდოლარიან გარიგებაზე, თავის დროზე, რაშენ კიდმა უარი განაცხადა. ეს საკუთრება ცნობილი "Bordulac Mines" სახელით, დღეს მაიკის დიდი ძალისხმევით მძლავრი აღმავლობის სტადიაშია".
მაიკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ წერდნენ სხვა გაზეთებიც. ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია ვალდორის ისტორიითა და 60-იანი წლების რამდენიმე ჯგუფური ფოტო, რომელზეც მაიკ მიტოცაა აღბეჭდილი. ყველგანაა ხაზგასმული მის დამსახურება კანადაში ოქროსა და ალმასის მოპოვებისა და გადამუშავების საქმეში.
1970 წელს, როდესაც მიტო ქალაქ ჰამილტონში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა, უფროსმა ვაჟმა, 1950-53 წლების კორეის ომის ვეტერანმა ავგუსტმა (შემოკლებით - აგი) განაგრძო მისი საქმე. როგორც გივი კობახიძე წერდა, გარეგნობითა და ხასიათით აგი ტიპური ქართველია, თუმცა ენა არ იცის და ძალიან განიცდის. 80-იან წლებში ავგუსტ მიტო გონივრულად და დიდი ცოდნით წარმართავდა მამის დაწყებულ საქმეს. გახდა კომპანია "Augimitto Explorations Limited" დამფუძნებელი და “Cache d'or Resourses Inc" პრეზიდენტი. კანადის ხელისუფლებაც დიდად აფასებდა და ხელს უწყობდა მისი ბიზნესის განვითარებას. აგის ფრანგული წარმოშობის ცოლი და ერთი ვაჟი - მაიკი ჰყავს. მეორე ძმა, ნესტორი, ცხოვრობდა ამერიკაში, კალიფორნიაში. ფრანგული წარმოშობის კანადელზე გათხოვების შემდეგ ემილიაც იქვე დასახლდა.
როგორც ჩანს, მიტომ ამერიკაში ჩაიყვანა ოჯახის წევრები. მამამისი იქ 1936 წელს გარდაცვლილა - ვიქტორ ნოზაძის მიერ შედგენილ, პარიზში გამოცემულ წიგნში "გაფანტული საფლავები" მითითებულია, რომ ნესტორ მეტრეველი დაკრძალულია ვაშინგტონში.
დიდი ძებნის მიუხედავად, ვერ მოვძებნე დიმიტრი მეტრეველის უახლოესი ნათესავები. შარშან კი, ემიგრაციის მუზეუმის დირექტორმა რუსუდან კობახიძემ მიიღო მიტოს ბიძაშვილის, ნესტორ იოსების ძე მეტრეველის დისშვილის, ვახტანგ ლობჟანიძისგან გარდაცვალების შემდეგ მის ქაღალდებში აღმოჩენილი ფოტო. ნესტორი მომავალ სიძესთან, ვასილ ლობჟანიძესთან ერთად წასულა ამერიკაში. 20-იან წლებში დისათვის ეს ფოტო გამოუგზავნია, რომლის მეორე მხარეს იუწყებოდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამერიკის ჩემპიონი გამხდარა. 70-80-იან წლებში ნესტორს რუსთავის გაზეთის საშუალებით უცდია ნათესავების მოძებნა. მისი ფოტოს მფლობელს კი ქონების ნაწილის დატოვებას ჰპირდებოდა. იმ დროს მას ქალ-ვაჟი ჰყავდა. ჰქონდა ოქროს სარეწები და აეროპორტი. მრავალ რეპრესიაგადატანილ საქართველოში მის დას 80-იან წლებშიც კი ვერ გაუბედავს მდიდარ კანადელ ძმასთან ურთიერთობის აღდგენა და ფოტო დაუმალავს.
დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი მეტრევილი თურმე ისევ არის კვებეკთან.

Комментариев нет:
Отправить комментарий