იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ
ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს „ტყავის ბურთის”
სიყვარულს აბრალებდა.
იმ ხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა.
ერთხელაც მსახიობის პროფესია მობეზრდა და ფეხბურთელობა გადაწყვიტა. იმ დროს თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. იპოლიტე ხვიჩიამაც „დინამოს” თავკაცს შემდეგი განცხადება აახლა:
„მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ხონში. დედაჩემმა აკვნიდანვე შემაყვარა ბურთი. ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ წუთებს, როდესაც აკვანში ვტიროდი და მამაჩემი დედაჩემს გასძახებდა: ჩაჩარე, ქალო, მაგ დალეულს ბურთი პირში, თორემ გადავაგდებ ფანჯრიდანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ახლა გთხოვთ მიმიღოთ თბილისის „დინამოში” და საჯაროდ ვდებ პირობას:
1. არასდროს დავლევ გაკეთებულ ღვინოს.
2. არასდროს არ ავიცილებ და არ ავაცილებ სანაძლეოებს.
3. გუნდში მივატოვებ არტისტობას და გავხდები სერიოზული კაცი.
4. საწვრთნელ ვარჯიშზე გამოვივლი ხანდახან, მწვრთნელი რომ ძალიან არ შევაწუხო და
თანაც მთლად რომ არ დავავიწყდე.
5. თამაშის მსვლელობის დროს მსაჯს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევაგინებ.
6. არასდროს მივიტან ჯამაგირს სახლში.
7. საერთოდ მივატოვებ ცოლ-შვილს და მეტი რაღა ვქნა, არ ვიცი. ხოლო თქვენ, ბატონო გავრილ, პირადად გჩუქნით მოკლემეტრაჟიან ფილმს “ ბურთი და მოედანი”. თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით, როგორი მონაცემები მაქვს. ოქროს მედალს ახლავე თუ გადმომცემთ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩებით”.
* * * *

"ცამეტი ჩემი ციფრია. კარგად მაქვს დაცდილი:
ოჯახში 13 სული ვიყავით: დედა, მამა და 11 შვილი. ქუთაისში ლერმონტოვის
13-ში ვცხოვრობდი, ქუთაისიდან თბილისში წითელი პარტიზანების 13 სახლში
გადმოვედი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება 1953 წლის 13 ივნისს
მივიღე; სახალხო არტისტის წოდება კი 13 ივლისს მივიღე, 1960 წელს..."
* * * *
კანის ფესტივალზე, ფილმში "ბურთი და
მოედანი" იპოლიტეს "კუჭკუჭიმ" თვით ჟან გაბენის გაოცება გამოიწვია თურმე:
რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდომ ყველა დროის უდიდეს ფრანგ მსახიობს თარჯიმნის
მეშვეობით უთქვამს:
* * * *
* * * *
* * * *
"რატომ არ ვიცნობ ამ კაცს, ეს რა გენიოსი გყოლიათ?"
* * * *
* * * *
ფესტივალებთან დაკავშირებით თურმე ერთხელ ჰკითხეს იპოლიტეს:
- ფესტივალებზე რატომ არ დადიხარ, მოსკოვში წასვლა მაინც რა გაგიხდაო?
- იმიტომ რომ, - დაუმარცვლავს თავისებური მახვილებით მსახიობს - ეშინიათ, ჩემნაირი რუსული მოსკოვში არ ისწავლონ".
* * * *
* * * *
ერთხელ, გადაღების დამთავრების შემდეგ, იპოლიტემ გადამღები ჯგუფი ოჯახში
მიიპატიჟა. მოილხინეს: სადღეგრძელოები, სიმღერები, ანეკდოტები ერთმანეთს
შეუნაცვლეს; სუფრასაც ჩიტის რძე არ აკლდა, მაგრამ ეროსი მანჯგალაძე არ
ეშვებოდა იპოლიტეს - "სულ ესაა, ამაზე დამიძახე"?
შეწუხებული იპოლიტე მეუღლეს დაუძახებდა და ყურში ჩურჩულით ახალი კერძის
შეკვეთას აძლევდა. "ხაჭაპუროვნაც" (ასე ეძახდნენ ქალბატონ ლუბას) ამატებდა
და ამატებდა ახალ-ახალ "შემოქმედებას" მაგიდას, ეროსი კი არ ისვენებდა და
დროდადრო ახსენებდა მასპინძელს - "სულ ესაა, ამაზე დამიძახეო?!" ბოლოს
იპოლიტე წამოხტა და გასძახა მეუღლეს:
"ლუბა, გაპუტე ვერიჩკა და შეწვი!" (ვერიჩკა იპოლიტეს სიდედრს ერქვა).
* * * *
* * * *
"ბურთი და მოედნის" გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი
ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება
ორი დღით გადაიდო.
საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ, სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.
მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა #13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ
შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ
მიაგნო თავის "იმას".
- რას ეძებ, ვერიჩკა? - ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი,
ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.
გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და...
დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.
- დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?
- კაი ახლა, ვერიჩკა - ეხვეწება იპოლიტე. - რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ
ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს
მოივლის.... აბა?!
* * * *
* * * *
სიკო დოლიძის ფილმში - "ქალაქი ადრე იღვიძებს" - იპოლიტე მუშის როლს
ასრულებდა. ამ როლის ასათვისებლად იპოლიტეს ხშირად უხდებოდა
ელმავალმშენებელ ქარხანაში ყოფნა, სადაც ერთი მუშა, სახელად თორნიკე,
ძალიან დაუახლოვდა და თითქმის ყოველ დღე იპოლიტესთან ერთად მიირთმევდა
ქალბატონ ლუბას გამოტანებულ საუზმეს.
იპოლიტეს, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა თორნიკეს ყოველდღიური თანამეინახეობა.
ერთხელაც კვერცხი აიღო და ითხლიშა მოტვლეპილ შუბლზე, გაფცქვნა, მეორე კი
თორნიკეს გაუწოდა, იმასაც მოტვლეპილი შუბლი ჰქონდა, თორნიკემაც ითხლიშა
კვერცხი, ოღონდ მოუხარშავი, იპოლიტე ნეტარებით შეაცქერდა კვერცხის გულით
მოთხუპნულ თორნიკეს ცხვირპირს.
საღამოს შინ დაბრუნებულმა კარებშივე მიახარა ლუბას - ისე ითხლიშა, ეჭვიც არ შეპარვიაო...
* * * *
* * * *
"ფეოლას" გადაღება ბათუმში მიმდინარეობდა. ამ დროს სესილია თაყაიშვილიც ოჯახთან ერთად ისვენებდა იქ.
გადაღებიდან ზღვისკენ მიმავალ იპოლიტეს ქუჩაში უკვე მზით ნასიამოვნები სესილია შეხვდა.
- აუ, სესილია, გამომასწარი?
- რა გინდა, ბიჭო, რა?
- რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტუმში.
- უჰ, მეხი კი დაგაყარე. ა, და შემხედე! - სესილიამ გაიხსნა ხალათი და საბანაო კოსტუმში მოეჩვენა იპოლიტეს.
- დიდუუ! ყვავს დააჩხავლებს...
- დამეკარგე აქედან....
* * * *
რეზო ჭარხალაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის "მეზობლების" გადაღება ქართლში,
მდინარე ქსანზე მიმდინარეობდა. იპოლიტეს მოპარული შვიდთუმნიანი ღორით 4-5
მეტრის სიმაღლეზე გადებულ დიდ მორზე უნდა გადაევლო.
- ვერ გადავალ! - უკან დაიხია იპოლიტემ.
- გადახვალ! - ჩააცივდა რეჟისორი.
- რომ ჩავვარდე? - გაგიჟდა იპოლიტე.
- რა გიჭირს მერე? - გაცურავ..... იყვირა რეჟისორმა.
- თუ არაფერი მიჭირს, შენ გადავარდი, ცურვა არ ვიცი, კაცო, ცურვა! - იკივლა იპოლიტემ.
- მომიყვანეთ მყვინთავები! - იხუმრა რეჟისორმა.
- გადი, იპოლიტე, აგერ ვართ ჩვენ!... წაახალისეს გადამღები ჯგუფის წევრებმა.
- აგერ კი ხართ, იქ კი არ მეყოლებით, რომ ჩავვარდე?! - ბურდღუნით დაიძრა
მორისაკენ. თან საჩვენებელი თითით წყლისკენ უთითებდა, მეორეთი კი ღორს
მიათრევდა.
- წინ, იყურე წინ! - უძახდნენ მსახიობები, მაგრამ ამის თქმა და ფეხის
დაცდენა ერთი იყო. იპოლიტემ ღორთან ერთად მდინარეში მოადინა ზღართანი.
ატყდა დიდი ვაი-ვიში, არც იპოლიტე ჩანდა და არც ღორი. ცოტა ხანში გამოჩნდა
ღორი, რომელსაც კბილები ჩაევლო იპოლიტეს წითელ-ყვითელი ყვავილებით მოჩითული
პერანგისთვის და დიდი მონდომებით ექაჩებოდა სახალხო არტისტს.
- კარგია, ძალიან კარგი, ერთი დუბლი კიდევ?! იხუმრა გულშემატკივრებიდან ერთ-ერთმა!
- გადაირია ეს ხალხი, მგონი, - მომილოცეთ რომ ამ ტრიუკიდან უვნებელი გადავრჩი _ აკივლდა განწირული იპოლიტე.
უცებ მოიხედა და ღორი არსადაა... დიდუ! სადაა სიმწრით გადარჩენილი მწვადი?
ფუი, იმის გაქცევა იქნება! დამიჭირეთ! მომიყვანეთ! - ყვიროდა, როგორც
შეეძლო.
* * * *
60-იან წლებში ბ-ნმა დოდო ანთაძემ რუსთაველის თეატრში იპოლიტესთვის
სპეციალურად დადგა ლევან სანიკიძის კომედია "ქუთათურები". სპექტაკლში იყო
ასეთი ათწუთიანი ეპიზოდი, როცა მაგიდას იპოლიტე ხვიჩია, ემანუილ აფხაიძე,
კარლო საკანდელიძე, ჯემალ ღაღანიძე და ხუთი მომღერალი უსხედან, ხსენებული
ეპიზოდი კი სინათლის ჩაქრობით მთავრდებოდა.
მსახიობისათვის, რომელიც ოფიციანტს თამაშობდა, კახეთიდან ღვინო ჩამოეტანათ
და მასაც უფიქრია, ამაზე უკეთეს ხალხს ვის დავალევინებო, უფიქრია და ღვინით
სავსე ჭურჭელი კულისებში დაუდგამს, სპექტაკლისათვის განკუთვნილ ბოთლებშიც
ეს ნამდვილი ღვინო ჩაუსხამს.
პიესის მიხედვით, ოფიციანტი ერთხელ უნდა შესულიყო სცენაზე და ცარიელი
ბოთლები გაეტანა, ამჯერად კი ათჯერ მაინც მოუწია სავსე ბოთლების
შეტან-გატანა. სცენა ათწუთიანიც კი არ იყო, მაგრამ ნახევარ საათს გაგრძელდა
სადღეგრძელეობსა და ცეკვა-თამაშში.
ბოლოს ჯემალ ღაღანიძემ იპოლიტეს ჩუმად გადაულაპარაკა:
- გვეყო, ბატონო იპოლიტე, დავამთავროთ!
- შენ ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა დავამთავროთ?! ახლა ვიწყებ ქეიფს! - ჰკრა
ხელი, გადააყენა თამადობიდან და დაიწყო სადღეგრძელოები. თამარ მეფიდან
მოყოლებული ყველა დიდი მამულიშვილის სადღეგრძელო შესვა და არც მაყურებელი
დაივიწყა:
"თქვენს მობრძანებას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოსო; ვინც გარეთ დარჩა და
სპექტაკლზე ვერ შემოვიდა, იმათი ხსოვნისაც იყოსო" და ასე შემდეგ...
შიგადაშიგ ვერიჩკასაც ახსენებდა.
ჯემალ ღაღანიძემ მობოდიშებით ყურში ჰკითხა იპოლიტეს:
- ვერიჩკა ვინ არის?
იპოლიტემ კითხვითვე უპასუხა:
- აბა, ვისას ვართ?!
- ვერიჩკასას წუხელ ვიყავით, ახლა სცენაზე ვართ და დროზე დავამთავროთ - არ
ეშვებოდა ჯემალი, რომელსაც თავისი "გაბარიტების" გამო ღვინო ნაკლებად
მოეკიდა.
- რა უნდა დავამთავრო?! - წამოხტა იპოლიტე მაგიდიდან, დანა აიღო, ჩაიდო პირში და დაიწყო ცეკვა.
ახლა კარლო საკანდელიძეს მიუბრუნდა ჯემალი ხვეწნით:
- ჩაარტყი, კარლო, ბოთლი ძიძავას და შუქსაც ჩააქრობენ (პიესის თანახმად,
სანამ საკანდელიძე ძიძავას მუყაოს ბოთლს არ ჩაარტყამდა, სინათლეს არ
აქრობდნენ სცენზე. ბოთლის ჩარტყმა ნიშანი იყო გამნათებლისთვის).
- რა ჩავარტყა? ბუტაფორული ბოთლი ოფიციანტმა წაიღო, ნაღდს ხომ არ ჩავარტყამ?! - მოუბრუნდა კარლო.
- ჩაარტყი!
- კი ბატონო, ჩავარტყამ! - წაავლო ნამდვილ ბოთლს ხელი კარლომ და გაეკიდა
შეშინებულ ძიძავას, რომელმაც სცენაზე დაიწყო სირბილი და ყვირილი -
მომკლავს, ხალხო, მომკლავს.
გამნათებელმა, როგორც იქნა, ჩააქრო სინათლე. სიცილით დაოსებული მაყურებელი კი იატაკზე გორავდა.
ეს იყო, ალბათ, რუსთაველის თეატრის არსებობის ისტორიაში პირველი და
უკანასკნელი შემთხვევა, როცა მსახიობებმა სცენაზე ქეიფი ნამდვილი ღვინით
გამართეს.
* * * *
* * * *
ბოლოხანს ჯანმრთელობაშერყეული იპოლიტე სახლიდან გასვლას ერიდებოდა. ბევრს
კითხულობდა, წერდა მოგონებებს და, რაც მთავარია, თამაშობდა ნარდს. ვაი მისი
ცოდვა, ვინც ხელში ჩაუვარდებოდა! მნიშვნელობა არ ჰქონდა, შინაური იყო თუ
გარეული, კივილამდე იყო კენჭების ტკაცუნი. ბოლოს მაინც, რა დიდი მოთმინებაც
უნდა ჰქონოდა მოწინააღმდეგეს, სახლში წასვლის დროც დაუდგებოდა.
წასასვლელად წამომდგარი სტუმრის დანახვაზე ელდანაცემი იპოლიტე რას არ
მოიმოქმედებდა, პარტნიორი რომ არ დაეკარგა.
ერთ-ერთი ასეთი მომთმენი და ნარდის დიდი მოყვარული გახლდათ ჟურნალისტი და
პოეტი კირა კვეიძე, რომელთანაც იპოლიტე სულ ჩხუბობდა. ქვის მოპარვა და
წვრილმანი "ხულიგნობა" აუტანელს ხდიდა თამაშს. ბოლოს ყველაფერი იმით
მთავრდებოდა, რომ იპოლიტე გაკაპასებულ მოწინააღმდეგეს სახლში გააგდებდა.
მეორე დღეს აწკრიალდებოდა ტელეფონი და წინა დღის თამაშის სატელეფონო
გარჩევა იწყებოდა, საღამოს 9 საათზე კი ინიშნებოდა ახალი მატჩი.
ერთ-ერთი შეხლა-შემოხლის შედეგად შეიქმნა ასეთი ხელწერილი:
"მე, იპოლიტე ალექსის ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი და
სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ ძვირფასი პარტნიორების წინაშე
დავიცვა (ნარდში) ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის
მოგებას და არ მივითვისო იგი:
1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ (მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს).
2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორს შემდეგი სიტყვები: ჩათლახო, უპატრონო. კრეტინო, დეგენერატო, კიკა და ა.შ.
3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო ჩემს სასარგებლოდ სხვას პარტიის მითვისებაში.
4. (მეოთხე მუხლის პირობა ხელწერილის სიძველის გამო განაკეცში არ იკითხება).
5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიით და არ დავამცირო წაგებული ნიჭიერი მოწინააღმდეგე.
6. ვაღიარო ერთხელ და სამუდამოდ, რომ კირა და მარიკა ჭეშმარიტად დიდებული
ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშეები არიან და მათთან თამაში მგვრის სიამოვნებას
და ხანდახან შიშსაც კი.
...ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ, ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ.
P.შ. ხელწერილზე კი ვაწერ ხელს, მაგრამ თუ ავდექი.......
თქვენი იპო
* * * *
როგორც ითქვა, სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონ იპოლიტეს, ავადმყოფობის გამო,
სახლიდან გასვლა უჭირდა, ამიტომ უმეტესად სულისმოსათქმელად აივანზე იჯდა
ხოლმე, საიდანაც ხან ეზოში მიმდინარე ბიჭების ფეხბურთს მსაჯობდა, ხან კი
ვიღაცას ემასლაათებოდა მაღლიდან.
ერთხელ ეზოში რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს და იპოლიტემ, რა თქმა უნდა, ზევიდან ყველა მშენებელი გაიცნო...
იმ დღეს იპოლიტე, ჩვეულებისამებრ აივანზე დაჯდა, ხელში კი შალითაში გახვეულ
ჩვილს ანანავებდა და უმღეროდა. უეცრად, თითქოს ვიღაცამ უკბინაო, მუშებს
დაჰკივლა:
- მოდით, მიშველთ, ხალხი არა ხართ?! აღარ შემიძლია ამის ამდენხანს ფერება
და აწი თქვენ დაიჭირეთო. - ეს თქვა და შალითებში გახვეული ჩვილი მეოთხე
სართულიდან გადააგდო.
მუშები თავპირისმტვრევით გამოცვივდნენ ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ ხელი
შეახეს თუ არა, "ბავშვი" შალითებიდან "ამოძვრა" და იქვე დაიწყო ხტუნვა.
ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი და სიმწრის ოფლის წმენდა...
იპოლიტემ ხუთლიტრიანი, ღვინით სავსე ტიკი გადაუგდო მუშებს.
* * * *
„იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ, თავს ვარიდებ იქ მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალოო; ერთხელაც, „ფეოლას“ გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა, ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო. მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე. გამოგვიგზავნა მთელს გადამღებ ჯგუფს პატარა „პაზიკი“ ავტობუსი, ჩავსხედით და მივედით. იპოლიტემ უთხრა მძღოლს: თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ „ვენოკით“ ხელში ფეხით გავიაროთ და როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო.
მოკლედ, დაგვალაგა იპოლიტემ სიმაღლისდა მიხედვით. მერე ისე შემოგვაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და რასაკვირველია, წინ თავად მოექცა. შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და იგუდებიან სიცილით. არ შევიმჩნიეთ, დავიყენეთ სამგლოვიარო სახეები და ავუყევით კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი და იყვირა ჭირისუფალმა: დედა, ეს ვინ მოვიდა, იპოლიტე შენ შემოგევლე... სევასტი ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს „ბურთი და მოედანი“ ტრუსიკში რომ დარბის?... ატყდა ხორხოცი. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა, ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგეს-მეთქი, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა.
მერე ვშაყირობდით: ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი და გავხედეთ, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო. ამის შემდეგ, იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე არ ყოფილა“.

Комментариев нет:
Отправить комментарий