ჯორჯ (ბალანჩინი) ბალანჩივაძე

ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. 

მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. 
ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალი მიმართულებების ფორმირებას.
1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიინის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 — პეტროგრადის კონსერვატორია. 19211924 პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი“ (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). 1923 ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). 1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. სწორედ აქ მიიღო ხელოვანმა „ბალანჩინის“ ფსევდონიმი რუსი კოლეგა დიაგილევისაგან, ვისთანაც დგამდა თავის პირველ სპექტაკლებს ემიგრაციაში.  19251929 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 — ფრანგული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე — 1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვა. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“ (ინგლისურ ენაზე).

  „მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი, ან საწებელი სხვა რაიმე კერძისათვის, არამედ სრულუფლებიანი, ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა“ – ამბობდა ბალანჩინი.
       როგორც ზუსტად შენიშნავდა ერთი ამერიკელი კრიტიკოსი: „ბალანჩინის ქორეოგრაფია – ეს არის კლასიკური ბალეტი, უკუღმა ამოტრიალებული.“
        ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც. თბილისში ყოფნისას, გაამერიკელებულ ხელოვანს ჟურნალისტი შეეკითხა  სადაურობას და, მიუხედავად ბევრი მცდელობისა,  საკუთარი ეთნიკურობის აღმნიშვნელად “ქართველი“ ვერ ათქმევინა. ბოლოს მამის წარმომავლობის ხათრით, როგორც იქნა, იმერლობაზე დაითანხმა.
       მაესტროს დამოკიდებულებაზე თავის ეროვნებასთან მიმართებაში, მეტყველებს თუნდ ერთი ასეთი გარემოება – 1939 წელს, მისი ბალეტის გამორჩეული მოცეკვავე,  თამარ თუმანიშვილი  დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჯორჯ ბალანჩინის რჩევით გადაიკეთეს გვარი და დაეწერნენ თუმანოვად.  
      თუმცა, სიბერეში, ალბათ ქართველთა დღეგრძელობის ტრადიციულად მიღებული შტამპით, მაესტროს უფრო ხშირად ახსენდებოდა თავისი გენეტიკური ფესვები და არაერთგზის იმეორებდა კოლეგების წინაშე: „მე ქართველი ვარ. ვიცოცხლებ ას წლამდე!“
      როგორც თანამედროვენი იხსენებდნენ, ბალანჩინი დიდხანს არ წერდა ანდერძს, ხოლო, როცა დაწერა, თავის ძმას დაუტოვა წყვილი ოქროს საათი და ყველა თავისი ბალეტი გაასაჩუქრა თვრამეტ საყვარელ ქალზე.  ამ ბალეტების რიცხვი იყო  425. ეს ციფრი გააზრებას არ ექვემდებარება – მასთან ახლოს ვერ მივა 150 ბალეტის ავტორი როლან პეტიც კი, რომელიც საკუთარ თავზე ამბობდა, რომ ის უფრო ნაყოფიერია, ვიდრე პიკასო!

ჯორჯ ბალანჩინი – კაცი, რომელიც ცეკვად თარგმნიდა მუსიკას

წინამდებარე პუბლიკაცია დაიბეჭდა ,,პრაიმტაიმის” 28 მარტის ნომერში, ასე სასწრაფოდ ბლოგზე არც დავდებდი, რომ არა ერთი გარემოება – ტექნიკური მიზეზების გამო ამოვარდა საკმაოდ მოზრდილი აბზაცი. არც ეს იქნებოდა პრობლემა, რომ არა შექმნილი უხერხულობა: პუბლიკაციაში გამოყენებული მაქვს ფრაგმენტი ნოდარ გურაბანიძის ნარკვევიდან, სწორედ ამ ფრაგმენტის დასაწყისი შეეწირა ტექნიკურ გაუგებრობას და მეტიც – აღარაა მითითებული ფრაგმენტის ავტორი ნოდარ გურაბანიძე და ისე გამოვიდა, თითქოს მე მეკუთვნის ის სტრიქონები, რომელიც დარჩა ბატონ ნოდარის ნარკვევის ფრაგმენტიდან… თითქოს ბატონი ნოდარი კი არა, მე ვიყავი 1968 წელს ამერიკაში ბატონ რობერტ სტურუასთან ერთად… გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ვარიანტს. (ამოვარდნილი ნაწილი წითლადაა)… /რეზო შატაკიშვილი/

მამამ დაწერა პირველი ქართული ოპერა, პირველი ქართული რომანსები.
ერთმა ვაჟმა დაწერა პირველი ქართული ბალეტი, ქართული სიმფონიის პირველი სრულყოფილი ნიმუში, პირველი საფორტეპიანო კონცერტი….
მეორე ვაჟმა…. შექმნა ამერიკული ბალეტი და გააოგნა მსოფლიო….
ჯორჯ ბალანჩინი – კაცი რომელმაც გაარღვია საბჭოეთის საზღვრები, კაცი, რომელმაც გაარღვია დრამ-ბალეტის საზღვრები…
ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიიის მოძღვრის ვაჟი, თბილისის სასულიერო სემინარიაში განათლება მიღებული მელიტონ ბალანჩივაძე 18 წლის თბილისის საოპერო თეატრის გუნდში მღეროდა, 20 წლის უკვე ქართულ ხალხურ სიმღერებს კრებდა, აყალიბებდა გუნდებს, კონცერტებს მართავდა მთელს საქართველოში. 26 წლისამ ბედი კომპოზიციაში სცადა _ ,,ქართული ხალხური სიმღერების პოპური’’ დაწერა, მალევე  რომანსები – ,,ოდესაც გიცქერ’’, ,,შენ გეტრფი მარად’’, ,,ნანა შვილო’’… ამ რომანსებმა აღიარება მოუტანა დამწყებ კომპოზიტორს. 27 წლისამ პეტერბურგის კონსერვატორიას მიაშურა. 1896 წელს მუშაობა დაიწყო პირველ ქართულ ოპერაზე – ,,თამარ ცბიერზე’’, რომელსაც ბოლოს ,,დარეჯან ცბიერი’’ ეწოდა. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობისას შეეძინა მას ვაჟები – 1904 წელს გიორგი ბალანჩივაძე მოევლინა ქვეყანას, 1906 წელს –  ანდრია ბალანჩივაძე.
ხუთი  წლის იყო გიორგი ფორტეპიანოს რომ მიუჯდა, 9 წლისა უკვე მარიას თეატრთან არსებულ საიმპერატორო თეატრალურ სასწავლებლის საბალეტო  სექციაში ჩაირიცხა და მალევე გამოჩნდა კიდეც მარიას თეატრის სცენაზე. 13 წლის იყო მამა საქარველოში რომ წამოვიდა, ერთი წლის შემდეგ საქარველოში  წამოვიდა 12 წლის ძმა ანდრია, მალევე დედაც და დაც, ბალეტზე ფანატიკურად შეყვარებული, 14 წლის გიორგი კი პეტერბურგში მარტო დარჩა. 14 წლის გიორგი და 12 წლის ანდრია რომ ერთმანეთს შორდებოდნენ, ალბათ  ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ რა ხანგრძლივად შორდებოდნენ ერთმანეთს… 15 წლის იყო, საბალეტო სასწავლებელი რომ წარჩინებით დაამთავრა და მარიას თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა. ცეკვის პარალელურად, პეტერბურგის კონსერვატორიაში ეუფლებოდა ფორტეპიანოს, მუსიკის თეორიას, კომპოზიციას, ჰარმონიას. იმ ავბედით რევოლუციურ წლებში, როცა ფული გაუფასურებული იყო, მომავალში სახელგანთქმულ ბალეტმაისტერს ხშირად უწევდა ფორტეპიანოზე დაკვრა კაბარეებსა და მუნჯი კინოს დარბაზებში  ლუკმა-პურისთვის.
მუსიკასთან ასეთ ინტენსიურ ურთიერთობას უკვალოდ არ ჩაუვლია და მთელი ძალით გამოვლინდა მის ქორეოგრაფიაში, მის განუმეორებელ უნარში _ ,,ეთარგმნა’’ მუსიკა _ ცეკვად. მომავალში სახელგანთქმულმა ბალეტმაისტერმა  ჯერაც სრულად ყმაწვილმა მოჰკიდა ხელი ქორეოგრაფობას, 16 წლისაც არ იყო, პირველი პა-დე-დე რომ დადგა რუბინშტეინის მუსიკაზე – თავისთვის და სტუდენტი გოგონასთვის, სახელწოდებით “ლა ნუიტ”. მის მიერ საბენეფისო შესრულებისთვის დადგმული მორიგი დუეტი ,,ენიგმა’’ წლების მანძილზე სრულდებოდა. 19 წლის იყო მცირე საბალეტო დასი ,,ახალგაზრდული ბალეტი’’ რომ ჩამოაყალიბა. მის მიერ შეთხზულმა ექსპერიმენტული ხასიათის ცეკვებმა ბოლშევიკური ხელისუფლების გულისწყრომა გამოიწვია. მოცეკვავეებს დაემუქრნენ კიდეც მარიას თეატრიდან გამორეკვით, თუ თავს არ დაანებებდნენ საბჭოთა მოქალაქისათვის მავნე ექსპერიმენტებს. 1924 წელს, 20 წლის გიორგი ბალანჩივაძე საზღვარგარეთ წავიდა საგასტროლოდ, სამ სხვა მოცეკვავესთან ერთად და… დარჩა როგორც ემიგრანტი. დიაგილევმა ნახა და მიიწვია თავისთან  პარიზის რუსულ საბალეტო დასში. სწორედ დიაგილევმა ურჩია გამხდარიყო ბალანჩივაძე  - ,,ბალანჩინი’’ და ასპარეზზე გამოვიდა ჯორჯ ბალანჩინი…. მალე ჯორჯ ბალანჩინი დიაგილევის დასის მთავარი ბალეტმაისტერი გახდა. მალე ტრავმაც მიიღო, აქტიურად აღარ ცეკვავდა და მთლიანად ბალეტმაისტერის ამპლუაში გადავიდა - დიაგილევის დასში მოღვაწეობისას 9-ზე მეტი ბალეტი დადგა.
დიაგილევის სიკვდილის შემდეგ, ცეკვებს დგამდა ბრიტანელების პოპულარული რევიუსთვის, იყო მიწვეული ბალეტმაისტერი დანიის სამეფო ბალეტში, კოპენჰაგენში, იყო მონტეკარლოს რუსული საბალეტო დასის ბალეტმაისტერი…
თვითდამკვიდრება იოლი არ აღმოჩნდა ევროპაში  გადახვეწილი  ჯორჯ ბალანჩინისთვის. პარიზსა და მონტე-კარლოში მას “ხელმოცარულ არტისტს” უწოდებდნენ, ამას დაემატა დაზიანებული ზურგი, ისიც რომ სრულიად ახალგაზრდა ტუბერკულოზით დაავადდა… ,,შარვალი გავყიდე და საჭმელი ვიყიდე’’ - გაიხსენებს მოგვიანებით.
მიუხედავად ამისა, ის არ გატეხილა .  ბრიტანელი საზოგადო მოღვაწის ედვარდ ჯეიმსის დახმარებით დაარსა საკუთარი საბალეტო დასი ,,ბალე -1933’’. ამ კომპანიას სულ ერთი სეზონი ჰქონდა, ამ ერთი სეზონის მანძილზე ბალანჩინიმ დადგა 6 ბალეტი, ერთ-ერთი ბალეტის დადგმისას თანამშრომლობდა ბერტოლტ ბრეჰტთან და კურტ ვეილთან. შემდეგ, ლონდონში გასტროლების დროს დასი დაიშალა. მიზეზი? ბალანჩინის სპექტაკლს დაესწრო ლინკონ ქირსტეინი, რომლესაც ამერიკაში საბალეტო დასის შექმნა სურდა და ბალანჩინი ამერიკაში მიიწვია. ბალანჩინი წავიდა ამერიკაში. დაარსდა ,,ამერიკული საბალეტო სკოლა’’, რომლის საფუძველზეც შეიქმნა დასი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ,,ნიუ-იორკ სიტი ბალე”…
ბალანჩინიმ დადგა “სერენადა” და სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში.
,,სერენადას” გლიუკის ,,ორფეოსი და ევრიდიკე” მოჰყვა, შემდეგ ხანგრძლივი თანამშრომლობა სტრავინსკისთან. დაიწყო ამერიკული ბალეტის დიდების ხანა და ბალანჩინის მსოფლიო აღიარება…

ჯორჯ ბალანჩინი ,,ნიუ-იორკ სითი ბალესთან” ერთად საბჭოთა კავშირს პირველად 1962 წელს ეწვია. 44 წლის უნახავ ძმასთან შესახვედრად ანდრია ბალანჩივაძე ლენინგრადში ჩავიდა.
,,ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. დამხვედრიც და ჩამოსულიც – ყველა ტიროდა… საქართველოშიც ჩამოვიდა, თბილისმა იგი აღაფრთოვანა, აღფრთოვანებულები იყვნენ თბილისელებიც ბალანჩინითა და მისი საბალეტო დასით. შემდეგ ჩვენ ქუთაისსაც ვეწვიეთ, მოვინახულეთ მამაჩვენის საფლავი ,,მწვანე ყვავილაში”… ჩვენ ერთად მოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რაიონები… ჩვენი ცეკვებიც ნახა, მოისმინა პოლიფონიური სიმღერებიც… ბალანჩინი გაოგნებული დარჩა… მეორე ჩამოსვლისას ბალანჩინი უკვე ქართველობდა” -  იხსენებდა ანდრია ბალანჩივაძე.

ჯორჯ ბალანჩინი და ანდრია ბალანჩივაძე
დოკუმენტალისტ ზურაბ ინაშვილის ფილმში, ქორეოგრაფი ნიკიტა დოლგუშინი იხსენბს, რომ ბალანჩინი რეპეტიციისას, ერთხელ ამერიკელ ბალერინას მიუახლოვდა და ქართულად უთხრა ,,შენი ჭირიმე!”. დოლგუშინი დასძენდა:
,,მე მეუღლე ქართველი მყავს და ყველაფერს მივხვდი. ამერიკელმა მოცეკვავემ, შესაძლოა, ვერ გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ, თუ მსახიობების რეაქციას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მასში ყველა შეყვარებული იყო.”
ჯორჯ ბალანჩინიმ ქართული არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ქართველობას. ჰყვარებია ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ჭადი და ხაჭაპური. ბალანჩივაძეების ოჯახში ის წერილებიც აქვთ შემონახული, სადაც ბალანჩინი დედას საცივის რეცეპტის გაგზავნას სთხოვს…
საბჭოთა თბილისში ბალანჩინის საბალეტო დასის გამოჩენა ერთდროულად იყო მეხის გავარდნაც და ცისარტყელის აელვარებაც.
ნოდარ გურაბანიძე წლების შემდეგ დაწერს:
,,ავად თუ კარგად სახსენებელი ,,ოტტეპლის” შემდეგ, თბილისში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ხოლმე საბალეტო ხელოვნების ცნობილი უცხოელი სოლისტები. მაგრამ მათ ჩვენს ,,ჩაკეტილ სივრცეში” იმიტომ უშვებდნენ, რომ უპირატესად კლასიკურ რეპერტუარს ასრულებდნენ. მიუხედავად მათი ვირტუოზული კლასისა, მაინც ღრმად ვიყავით დარწმუნებული, რომ რუსული ბალეტი მსოფლიოში ყველაზე უკეთესი იყო, რომ ის აძლევდა ტონს და მიმართულებას მთელ კლასიკურ ქორეოგრაფიას და რომ სხვა ალტერნატიული ხელოვნების არსებობა ამ ჟანრში შეუძლებელი იყო. მაგრამ აი, 1962 წელს თბილისში პირველად ჩამოვიდა ჯოჯრ ბალანჩინის (გიორგი ბალანჩივაძის) ,,ნიუ-იორკ სიტი ბალე” და ერთბაშად ყველაფერი შეიცვალა. ტერფსიქორას ამ გენიალურმა მსახურმა გახსნა ,,კლასიკის” აკადემიური საზღვრები, ახალი ფორმები და მოძრაობა შეიტანა მის პლასტიკურ სამყაროში და ყველაფერი დაუმორჩილა მუსიკის სულს, მუსიკის დრამატურგიას და ამ მუსიკის ინდივიდუალური აღქმის შედეგად გამოწვეულ ხილვებს. ბალანჩინი არა მარტო დიდი ბალეტმაისტერი იყო, არამედ შესანიშნავი მუსიკოსი. იგორ სტრავინსკის თქმით, იგი თავისუფლად დირიჟორობდა დიდ სიმფონიურ ორკესტრს. ამანაც განსაზღვრა მისი პლასტიკური ხილვების ორიგინალობა და ამ ამ პლასტიკის მუსიკალობა. მისთვის მთავარი იყო არა ამბავი, არა იდეა, ან რაიმე ტენდენცია (რის გარეშეც წარმოუდგენელია ე.წ. ,,დრამ-ბალეტი”), არამედ მუსიკის ადექვატური შეგრძნება, მისი პლასტიკური ანალოგის მიგნება. ბალანჩინის ბალეტების უმეტესობა ,,უშინაარსო” იყო (თვით ამბობდა ,,უშინაარსო” ,,უაზროს” არ ნიშნავსო), რადგან მისი ხელოვნების სული ამოდიოდა მუსიკალური ფორმიდან - ეტიუდი, სუიტა თუ სიმფონია  და არა მუსიკალურად ,,გაფორმებული” ამბიდან, სიუჟეტიდან, შინაარსიდან. შთაგონებას უპირველესად სწორედ ე.წ. ,,უპროგრამო მუსიკაში” ჰპოვებდა, სადაც ადამიანის არსებობის მრავალფეროვნებაა გადმოცემული ჟანრულ-ბუკოლიკური შთაბეჭდილებებიდან სამყაროს ტრაგიკულ შეგრძნებამდე… 
 
ამავ დროს აქ ქალისა და მამაკაცის სხეულის მშვენიერება, ჰარმონია კულტის დონემდეა ამაღლებული. სხეული ისეთივე როლს თამაშობს მის ქორეოგრაფიაში, როგორც ფერი იმპრესიონისტების მხატვრობაში (ამით ხომ არ აიხსნება მისი ბრწყინვალე მოცეკვავეების სახეების უძრავი გამომეტყველება?!). ამერიკული ჟურნალი ,,ბალეტი” წერდა: ,,ცეკვისა და მუსიკის რიტმის ერთიანობას, ხედვითი და სემნითი შთაბეჭდილებების შესაბამისობას ამერიკული ბალეტი ჯორჯ ბალანჩინს უნდა უმადლოდეს”. თვით ბალანჩინი კი ამბობდა: `ბალეტი უნდა იყოს თავისთავადი. ბალეტი, უპირველესად სილამაზე, პოეზიაა. ბალეტზე უნდა ვილაპარაკოთ ესთეტიკური პოზიციებიდან, თუკი საერთოდ საჭიროა მასზე ლაპარაკი… მოცეკვავის ყველა უჯრედი უნდა მღეროდეს… მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვცდილობ რომ ადამიანის სხეულმა არ დაჰკარგოს თავისი აზრი და სილამაზე” .
თბილისში და მოსკოვში ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ამერიკაში კი, როგორც თავად დავრწმუნდი, მას პირდაპირ ეთაყვანებოდნენ. 1968 წელს ,,ლინკონ ცენტრში”, სადაც ერთ გრანდიოზულ კომპლექსშია გაერთიანებული ,,მეტროპოლიტენ ოპერა”, ,,ნიუ-იორკ სიტი ბალე” და ჯულიარდის სასწავლებელი, რობერტ სტურუა და მე დავესწარით ბალანჩინის ბალეტს ,,აგონს”, სეზონის პრემიერას (სადაც ბრწყინავდა მიტჩელი - შესანიშნავი ზანგი მოცეკვავე, რომელმაც შემდგომ ჰარლემის ზანგთა დიდად პოლულარული საბალეტო დასი ჩამოაყალიბა და რომელიც ბალანჩინის ქორეოგრაფიულ იდეებს ნერგავდა).
მაშინ, ორივენი პირველად მოვხვდით ამერიკელ მაყურებელთა შორის და, სიმართლე გითხრათ, გავვოგნდით: ეს ბრწყინვალე, რესპექტაბელური პუბლიკა სპექტაკლის დასასრულს შლეგივით იქცეოდა - ყვიროდა, უსტვენდა, ფეხებს აბრახუნებდა, ტიროდა. ეს იყო ექსტაზი”.

ჯორჯ ბალანჩინი საქართველოში მეორედ ათი წლის შემდეგ ჩამოვიდა. 1983 წელს კი გარდაიცვალა. ალცჰაიმერის დაავადებამ იმსხვერპლა… ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება გადანაწილდა მის ბალერინებს შორის… შვილი არ დარჩენია… ჰყავდა ბევრი ცოლი, ქორწინდებოდა ბალერინებზე, ამბობდნენ რომ შვილის ყოლის წინააღდეგი თავად იყო. ბოლოს ერთ-ერთმა მაინც დაითანხმა, მაგრამ ფეხმძიმობისას პოლიომიელიტით დაავადდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მას შემდეგ ბალანჩინის ოფიციალურად აღარ უქორწინია…

ბალანჩინის გადაწყვეტილი ჰქონია ძმის ბალეტის ,,მთების გულის’’ დადგმა, ძმისთვის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტის პარტიტურაც გამოურთმევია - სურდა ამ კონცერტზე უსიუჟეტო ბალეტი დაედგა, მაგრამ ეს ჩანაფიქრები არ განხორციელებულა… 
და კიდევ: საბჭოთა ხელისუფლებამ მას არ მისცა საშუალება, რომ თბილისში დაედგა სპექტაკლი…

ბალანჩინი ჯორჯ

ჯორჯ ბალანჩინი და იგორ სტრავინსკიბალანჩინი ჯორჯ  (George Balanchine, ნამდვილი სახელი გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე). დაიბადა 9. 01. 1904წ, გარდაიცვალა 29. 04, 1983წ., ნიუ-იორკი.
წარმოშობით ქართველი, ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი.
1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 - პეტროგრადის კონსერვატორია. 1921-1924წლებში პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი" (ნ. რიმსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი" (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). 1923 ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს", რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ. ლავროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). 1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1925-1929 იყო პარიზის „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის" მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 - ფრანფული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს" და „ბალე - 1933-ის" ბალეტმაისტერი. 1933 მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა", რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე"). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია: ს. პროკოფიევის „უძღები შვილი" (1928), ი. სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი" (1928), „ორფევსი" (1948), „აგონი" (1957), „ბროლის სასახლე" (ჟ. ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი" (პ. ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვა. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა" (ინგლისურ ენაზე).
ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია - მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებების ფორმირებას. ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე" საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962, 1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც.
- See more at: http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=166&info_id=2392#sthash.bBWQ2dxP.dpuf

1 комментарий:

  1. ანტონ და ჯარჯი ბალანჩივაძეები

    ანტონ ბალანჩივაძე კომპოზიტორების ოჯახში გაიზარდა, მაგრამ დიდი მუსიკოსების შთამომავალმა ნოტების ჟღერადობას, ფერთა გამა არჩია. ანტონის ნახატებს ევროპის ყველაზე გამოჩენილი გალერეები აქვს მოვლილი... თუმცა, მხატვრობამდე იყო მუსიკალური სკოლა, ფიცხი მასწავლებელი და დარტყმისგან ატკიებული თითებიც... იყო მამის მკაცრი შეფასებებიც – „გააჩუმეთ ეს ბავშვი, საშინლად უკრავსო!..“ დღეს მამა მხატვარი შვილით და მისი წარმატებებით ამაყობს. თუმცა თავადაც პროფესიონალი მხატვარია. ჯარჯი ბალანჩივაძის ნახატები საქართველოს თითქმის ყველა გალერეაშია გამოფენილი. გამოფენა უცხოეთშიც ბევრჯერ ჰქონია. ადრე ამბობდნენ, ჯარჯი მუსიკოსია, რომელსაც ხატვა უყვარსო. ახლა მის ცხოვრებაში ხატვასა და მუსიკას თითქმის თანაბარი როლი აქვს. „როდესაც მუსიკისგან ვისვენებ, მაშინ ვხატავ, ხოლო როდესაც ნახატების სიჩუმე მღლის, მაშინ კარგია მუსიკა...“, – ამბობს ჯარჯი ბალანჩივაძე.
    ერთი პერიოდი ჯარჯის მამასთან, ანდრია ბალანჩივაძესთან ერთად კამერული მუსიკალური თეატრის შექმნა სურდა, სადაც ყველა ხელოვნების ჟანრი სინთეზურად იქნებოდა თავმოყრილი. მრავალმხრივი რეპერტუარი წარმოადგინეს. ტელევიზიაში ჩაიწერა ათი პროგრამა. იყო მოწონება და ბევრი დაპირება, თუმცა წარმატების მიუხედავად, თეატრის სახე მაინც ვერ მიიღო.
    უფროს თაობას ოჯახი სიამაყითა და მოწიწებით იხსენებს. ისინი ძალიან საინტერესოდ ყვებიან გამოჩენილი წინაპრების შესახებ.

    მელიტონ ბალანჩივაძე

    მელიტონ ბალანჩივაძე, ქართული ოპერის ფუძემდებელი, დიდი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, პეტერბურგის კონსერვატორიაში ჯერ ვოკალის, ხოლო შემდგომ საკომპოზიტორო კლასში სწავლობდა. მის კომპოზიტორად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პერიოდში პეტერბურგის კონსერვატორიის დირექტორს, ანტონ რუბინშტეინს. სწორედ ის ურჩევს ახალგაზრდა მელიტონს ვოკალის ფაკულტეტიდან საკომპოზიტოროზე გადასვლას.
    ჯარჯის მეუღლე, ქეთი მაჭავარიანი, მელიტონის სტუდენტობისდროინდელ საინტერესო ისტორიას ყვება: „ერთხელ, რუბინშტეინმა მელიტონს დავალება მისცა და უთხრა, სახლში იმეცადინეო, თუმცა მალევე შეიტყო, რომ ის ხელმოკლე სტუდენტი იყო და პიანინო არ ჰქონდა. ერთ დღესაც სახლში მისულ მელიტონს როიალი დახვდა. ეს საჩუქარი მას ანტონ რუბიშტეინმა გაუკეთა, მას მიაჩნდა, რომ ასეთ ნიჭიერ სტუდენტს, აუცილებლად უნდა ჰქონოდა მუშაობის საშუალება...“
    მელიტონ ბალანჩივაძის მოღვაწეობა ღირსეულად განაგრძეს მისმა შვილებმა. თუ ჯორჯ ბალანჩინი ამერიკის ქორეოგრაფიის ფუძემდებლად ითვლება, ანდრია ქართული მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

    ანდრია ბალანჩივაძე

    ჯარჯი ბალანჩივაძე: „მამა ძალიან ნიჭიერი ხელოვანი გახლდათ. მას ეკუთვნის პირველი ქართული ბალეტი – „მთების გული“. ანდრია ბალანჩივაძე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით საკმაოდ ცნობილი კომპოზიტორი იყო. ჭაბუკიანის მიერ დადგმულ „მთების გულს“, დიდი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლს სულიკო ვირსალაძე აფორმებდა და ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა... მანვე შექმნა მუსიკა უამრავი მხატვრული ფილმისთვის. მუშაობდა თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის უსაყვარლესი კომპოზიტორი. ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ იმდროინდელი საქართველოსა და არა მხოლოდ საქართველოს უდიდესი ხელოვანები. ვინ არ ყოფილა აქ, ცუდია, რომ ხელმოწერები არ დატოვეს თავის დროზე... საქართველოში იყო ერთი გენიალური დუეტი – ანდრია ბალანჩივაძისა და გალაკტიონ ტაბიძის. მამა უკრავდა, გალაკტიონი კი მუსიკის ფონზე შთამბეჭდავად კითხულობდა თავის შედევრებს. როცა „მერის“ კითხულობდა, ფრანგი კომპოზიტორის, მასნეს ელეგიას უკვეთდა. ეს განუმეორებელი დუეტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მამა ამბობდა, გალაკტიონის დრამატული ხმა ყოველთვის განწყობას მიქმნიდაო“.

    ანტონ ბალანჩივაძე: „ანდრია ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი ბაბუა იყო. როცა გავიზარდე, მერე უფრო დავაფასე. მას თავისი მუსიკით განცდების მოყოლა ისე ლამაზად და ძლიერად შეუძლია, რომ დროში ცოცხლობს. ის აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომავალ თაობებთან კონტაქტი აქვს. სხვანაირად შევხედე ბაბუას. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო ანდრიას მეუღლე – პანა. ის პირველი გახლდათ, ვინც ჩემს შემოქმედებით სურვილებს გზა გაუხსნა. მომცა პასტელები და მითხრა: რაც გინდა, გააკეთე, თუ გინდა, კედლებიც მოხატეო. მართლაც მოვხატე. ანდრია არ წუხდებოდა, როდესაც მის სამუშაო კაბინეტში რაღაცას ვხატავდი. გადააბიჯებდა საღებავებს და ჩემს ნამუშევრებსაც ინტერესით გადახედავდა ხოლმე...“

    ОтветитьУдалить