კაპ,
კაპ, კაპ, კაპ წვიმად გადავიქეცი.......... მხიარულ, ჟუჟუნა წვიმად....
რომ იცოდეთ როგორ მოვიჩქაროდი დედამიწისაკენ, რომ კვლავ დავბრუნებოდი იმ
წიაღს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და მერე ზემოთ, სულ მაღლა ავიჭერი, რომ
სივრცეები დამეპყრო და იქედან დავმტკბარიყავი სამყაროს ცქერით.
ისე მენატრებოდით.... მოვედი.... თქვენ კი ცდილობთ თავი ქოლგას შეაფაროთ ან სახლებში შერბიხართ.
მე კი მომენატრა თქვენთან თამაში....
კაპ, კაპ, კაპ, კაპ, აი ფანჯრის მინაზეც მოვკალათდი....
ასე გადის დრო... ახლა ვიცელქებ, ვიცუღლუტებ, შემდეგ ავიჭრები ცაში, გადმოვხედავ სამყაროს, ღრუბლები შეასკდებიან ერთმანეთს და ისევ დავეშვები დედამიწაზე.
ავავსებ ტბებს, ზღვებს, ოკეანეებს, ზოგჯერ კი გადმოვარღვევ ჯებირებს და ასე გაუთავებელ ორომტრიალში მყოფს მომისწრებს ზამთრის სიცივეც.
გგონიათ მეშინია ზამთრის სიცივის? - არა! - რატომ? - იმიტომ, რომ ფიფქებად მოვალ. ადამიანთა ხელისგულებზე დავეცემი, მთებს თეთრად გადავპენტავ, სულ სხვაგვარ იერს მივიღებ და გავხალისდები.
მერე? მერე გაზაფხული მოვა. გაზაფხულს ზაფხული შეცვლის. მე კი ისევ ვიცელქებ. ზოგს ვუყვარვარ, ზოგი ცდილობს გამექცეს და დამემალოს. მე კი ვფიქრობ, რომ მთავარია იყო ხალისიანი წელიწადის ყველა დროს. კაპ, კაპ, კაპ, კაპ წვიმად გადავიქეცი.....

Комментариев нет:
Отправить комментарий