„რა უბედურებაა იუბილე, თუ რამეს უკეთებ ხალხს, თუ რამის გაკეთება შეძელი ამ დაქცეულ ქვეყანაში, მადლობელი შენ თვითონ აქეთ უნდა იყო და იქით უნდა უხადო ხალხს მადლობა. და არა, მოდით დამიდგით ძეგლიო... ნუ ახდევინებ მადლობას და ნუ აკრევიებ ტაშს. მწერლებმა უნდა მივცეთ მაგალითი ხალხს. ჩინ-მედლები გამოგონილი იყო ჯარისკაცებისთვის. იბრძოდა საწყალი
და აძლევდნენ მედალს... ახლა რად უნდა მწერალსა და ბრძენს ჩინ-მედლები?!“ –
გაოცებული კითხულობდა ოტია იოსელიანი, როცა 80 წლის ასაკში ილიას პრემიით აჯილდოებდნენ.
* * * *
კანონიერი ქურდი არ ვიცი, რაა, მარა (ქურდი და კანონი სად გაგონილა ერთად), იმაზე უფრო საშიში კანონმდებელი ქურდებია, იგინი ანგელოზებია ამგენთან. ქურდი მარტო იმიტომ კი არ არის საშიში, რომ რამეს გპარავს, ის მისი სიგლახეა და მის მეტის ღირსი არაა ის, მარა ერთხელ რო შემოუშვებ სახლში და მეორედ, თავისი სულის ნაწილს გიტოვებს, და შენც იმნაირი ხდები. ამიტომ არ უნდა გეიკარო გვერდში...
* * * *
”სამშობლო ისეთი მევახშეა, ვერასოდეს მისი ვალიდან ვერ ამოხვალ”.
კონსული ცინცინატუსი ომის დროს ლეგიონებს მიუძღოდა. მერე კი მიწას
უბრუნდებოდა, რგავდა კომბოსტოს და წითელ ჭარხალს. საქმეს აკეთებდა ის კაცი
და საქმეს ვაკეთებ მეც. სავარძლებში რომ სხედან და აქცევენ ქვეყანას, იმათ ახლოს ვერ ვივარგებ. ”სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო”, ხომ ამბობს რუსთაველი, თან განმარტავს, ”კარგისა მამაცისაგანო”. გაქცევა ყოველთვის არ არის სიმხდალე, არ უნდა გაჩერდე იქ, სადაც შენი ადგილი არ არის.
* * * *
ურემი გადაბრუნდა. ჩვენ ახლა უფსკრულში ვართ, აგერ ეზოს გადაღმა ხიზნებია,
ლტოლვილებს რომ ეძახიან. საჭმელი კი არა, წყალი არა აქვთ, რომ დალიონ.
თბილისში რომ ჩამევედი, გადევირიე, იმდენი რესტორანია. ”კანონმდებელი”
ქურდები სრა-სასახლეებს ჭიმავენ და ხიზნებს ლურსმანი არა აქვთ, კედელზე
რომ მიაჭედონ. შე უღმერთო, შე უხატო... უსახლკარო, მშიერი ბოვშვი რომ
დატანტალობს ეგერ, იმის ფულს ვინცხა უნდა ჭამდეს კიდო? შენ რომ სასახლეებს
იშენებ, მისთვის მონაპარი ფულით, ის ფულიც იმან და მისმა შვილებმა უნდა
იხადონ? ამდენი ხიზანი, ამდენი გაჭირვებული, წართმეული მიწა-წყალი და
არაფრის იმედი... ეს ურმის გადაბრუნება კი არა, დაქცევაა,
მოსარგალებაა ყველაფრის. მეუბნებიან, ოპტიმისტი არა ხარო, არც პესიმისტი
ვარ. იმას ვამბობ, რასაც ვხედავ. სიმართლე რომ არ ვთქვა, რაფერ გადევიდე
ჭიშკარს გადაღმა და შევხედო იმ გაჭირვებულებს.
* * * *
მტერსაც და მოყვარესაც პირში უნდა უძრახო. ასე მიწერია მე ჩემს კოდექსში.
სხვა რომ დაქცევას გიპირებს, შენ ხომ უნდა შეუშალო ხელი... ადრე
იმპერია რო იყო, ყველა იპარავდა. გვიმტკიცებდნენ, კამჩატკა შენი
სამშობლოაო, მარა არ იყო ჩვენი სამშობლო და არ ვდარდობდით, ვის რას
ვპარავდით. ნაალაფარი ომში გამიგია, მაგრამ შენს ქვეყანაში, შენს ხალხთან
ნაალაფარი - არა. მაშინ თუ არ იყო, ახლა ხომ ჩვენია ეს ქვეყანა. მოპარვა კი არა, მამა-პაპის დატოვებული რომ გქონდეს, ის უნდა ამეიღო და დადო. იქნება ქვეყანა გადაარჩინო. არ შეიძლება, კაცს თავისუფლება გინდოდეს და თანაც
ერთი გაძღომისთვის შეგეძლოს მისი დათმობა. თავისუფლება მონობაშიც შეიძლება.
მთავარია სული გქონდეს თავისუფალი. სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა, არ ღირს
მისი კომპრომისებში გაფლანგვა. დათმე, ეს იმას ნიშნავს, სამუდამოდ დაჰკარგე
ის, რისთვისაც ან ვისთვისაც დათმე.
* * * *
”ჩვენ რაცხა სხვანაირი მათხოვრები ვართ”
პურის ნატეხისთვის სხვის ხელში შეჩერებულმა ხალხმა არ შეიძლება თავისუფლებას და კეთილდღეობას მიაღწიოს.”
* * * *
ყაზახეთში ვიყავით ქართველი მწერლები, იქაური მწერლები
გვმასპინძლობდნენ. როგორც ჩვენ ვიცით, საპატიო სტუმრისთვის ხბოს ან გოჭის
დაკვლა, იქ ასე კვიცს კლავენ. დამანახა ჩემმა მასპინძელმა - ე, ის კვიცი
უნდა დაგიკლათო. გადევირიე კაცი, ცხენს რა შემაჭმევდა? არადა, მასპინძლის
დიდ შეურაცხყოფად ითვლება თურმე უარის თქმა. მაინც გავბედე და ვუთხარი, ვერ
შევჭამ მაგას, მეცოდება-თქვა. ა ფარასიონკა ნე ჟალკაო?- მიმიხვდა
ეშმაკობას ყაზახი.
***
მიწა საფუძველთა საფუძველია. მიწაზეა აგებული ქვეყანა. სხვა ყველაფერი - ზედნაშენია. ეკონომიკა არის ”პური ჩვენი არსობისა”. თუ პური არ გაქვს, მათხოვრად ივლი, ხელგაშვერილი (რავარც ქე დავდივართ, ისე) მათხოვარი
არაფერს არ ქმნის. თან ჩვენ რაცხა სხვანაირი მათხოვრები ვართ. ამერიკას
ვეხვეწებით, რაღაცა მოგვეციო და აგერ, ჩვენთან ჩამოსულ ამერიკის ელჩს ისეთი
სუფრა გაუწყვეს, კაცი ალბათ იმას ფიქრობდა, აქედან რა წავიღოო.
XII საუკუნეში ძლიერი სახელმწიფო რომ გვქონდა და 6 მილიონი ვყოფილვართ
(ინგოროყვას თანახმად), ხალხი მშიერი იქნებოდა? მაშინ არც კანადა იყო
აღმოჩენილი და არც ავსტრალია და ვინ მოგვცემდა ხორბალს, რომც მოეცა, გემი
მაშინ არ იყო და თვითმფრინავი. სახედრით ხომ არ ჩამოიტანდნენ? ესე იგი, აქ
ვიწევდით, ხომ? ესე იგი, ამ მიწაზე არის ყველაფერი. შენ უნდა
მოიწიო შენი სარჩო. შრომა არ უნდა გეთაკილებოდეთ, დამოუკიდებელი სახელმწიფო
დამოუკიდებელი ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. პურის ნატეხისთვის სხვის
ხელში შეჩერებულმა ხალხმა არ შეიძლება თავისუფლებას და კეთილდღეობას
მიაღწიოს.
* * * *
ერთხელ ოტიამ იხუმრა: „გალაკტიონმა ხომ თქვა: ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამულიო?"
– მე კიდევ გეუბნებით: მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!
* * * *
– მე კიდევ გეუბნებით: მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!
* * * *
„ვნების კვირაში ღორის ქონით პირი რომ გექნება დასვრილი, იმას რა უნდა ეკლესიაში! იმას რა უნდა ტაძარში, სხვის დასანახად რომ ანთებს სანთელს? ეს არ არის რწმენა და მოქცევა. როცა აღსარებას იტყვი და მოინანიებ, ეკლესიიდან გამოსული კიდევ ჩაიდენ იმ ცოდვას, რაღა მონანიებაა?“
* * * *
„გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი,
მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა?! ამაზე
მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის,
მიშველეთო. კი იცის, ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის,
დაღუპვის შიში აყვირებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც. კი ვიცი, ამათ რომ არ
ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს".
* * * *
"ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში (ოტია ობლობაში გაიზარდა),
ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი.
ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – "მწერლის აკადემია უბედური
ბავშვობააო" – ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია", – წერდა ოტია იოსელიანი.
* * * *
* * * *
ერთ-ერთ თავის ნოველაში, სახელწოდებით „ეპიტაფია“ ოტია იოსელიანი მარტოხელა კაცის – სერაფიონის აღსასრულის შესახებ წერდა, რომელიც მთელი სოფლისთვის პატივსაცემი კაცი იყო. მისთვის ყველა ოჯახში ინახავდნენ ულუფას, სერაფიონი ყველგან იყო, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. სოფელმა აღარ იცოდა, გარდაცვლილი სერაფიონისთვის პატივი როგორ ეცათ. ამიტომ ხანგრძლივად ბჭობდნენ, რა წაეწერათ მისი საფლავის ქვაზე.
– ძვირფას სერაფიონს! – იყო წინადადება.
– არ ვარგა!
სერაფიონი რომ ძვირფასია, ამას რა დაწერა უნდა!
– დაუვიწყარ სერაფიონს...
– გადაირიე,
– არ ვარგა!
სერაფიონი რომ ძვირფასია, ამას რა დაწერა უნდა!
– დაუვიწყარ სერაფიონს...
– გადაირიე,
შე კაცო, სერაფიონის დავიწყება სად გაგონილა?!
– საყვარელ სერაფიონს!
– დაკარგე ჭკუა? სერაფიონის მოძულე კაცი გინახავს?! სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვეს და ოსტატი შეუდგა საქმეს...
– საყვარელ სერაფიონს!
– დაკარგე ჭკუა? სერაფიონის მოძულე კაცი გინახავს?! სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვეს და ოსტატი შეუდგა საქმეს...
დილით შორიდან თეთრ ქვაზე ამოკვეთილი ჩანდა. ადვილად შეგეძლო გაგერჩია კაცს ერთი სიტყვა. დიახ! მხოლოდ ერთადერთი სიტყვა: „სერაფიონი“.
* * * *
ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით
უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია
სხვას და არც შენ--სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა
უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის
ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო
სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი
ნახევარი დასტოლებია
* * * *
„როგორც ყველა წყალი არ დაილევა და ყველა წყალი წყურვილს არ კლავს, ისე ყველა სიყვარულს სიყვარული არ დაერქმევა.“
* * * *
„მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.“
* * * *
„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ. ასე რომ, ბავშვობიდან, თავდაპირველიდან, საწყისიდან, დაშორება არ არსებობს. ზოგჯერ დრევანდელიც არაა ისე დღევანდელი, როგორც ის პირველი, დასაბამი, საფუძველი. ადამიანი, რომ ჩვევების, იმ კარგის, და ცუდის, იმ ცოდნისა და არცოდნის ამარა რჩება, რაც მან თხუთმეტ წლამდე შეიძIნა, როცა მისი ხასიათის, პიროვნებისა, მისი ავკარგიანობის ფორმირება მოხდა. ამის მერე იმ ავკარგიანობის გაღრმავება ხდება.“
* * * *
„ზოგს ცეცხლის ცქერაც ათბობს და ზოგი ღადარში მიძვრება. და, ბოლოს და ბოლოს, ეს ამინდზეცაა დამოკიდებული. ბუნების ჭირვეულობას ვინ როგორ აღიქვამს. თითქოს შეუძლებელია ვინმემ ვინმეს სკამი იატაკზე დაუჭედოს, აქ დაბრძანდი და ხელები ითბეო. შენი ადგილი შენ უნდა იპოვო…“
* * * *
„კიმარა ქვეყანას მარტო სიყვარული უშველის? უშველის, თუ ის ჭეშმარიტი, დიდი სიყვარულია, საშველსაც გააჩენს.“

“ამბობენ – ძილი ხანმოკლე სიკვდილიაო, ძილი რომ ვერ მავიწყებს შენს თავს, ვერც სიკვდილი დამავიწყებს?!”
* * * *
„შენ რომ არ გიყვარვარ ამას, მინდა არმინდა, შევეჩვიე, მაგრამ, ვაითუ, მეც შეგიძულო და კიდევ უფრო ვაი, თუა მასაც მივეჩვიო?!“
* * * *
„თუ იმ მაღალი მწვერვალის ძირში შენ ბორცვი მაინც იყავი – ის მწვერვალი შენით დაწყებულა“
* * * *
„კურდღელი ყველას საკბილოა, კურდღლისა კი არავინ და ამისთანა უსამართლობას მაინც არ გაუბოროტებია.“
* * * *
„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მემართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი.“
* * * *
* * * *
ქალი რავარი ასატანია, მარა, რო გიყვარს, რა გინდა რო ქნა!
* * * *
“ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, ” -
რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე
აგიშენებია.
* * * *
არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის...
* * * *
ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.
* * * *
ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს.
* * * *
ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია.
* * * *
ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება, მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო.
* * * *
თავიდან ყველაფერი ძნელია.
* * * *
ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.
* * * *
ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
* * * *
ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკვდარი ერების ძეგლია.
* * * *
მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა

გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს
ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ
ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი
დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური
არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ
გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე
დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა
სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია
თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი
ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას
ქმნის.“
* * * *
„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება”
* * * *
„თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “
* * * *
„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“
* * * * „არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“
* * * *
„თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.“
* * * *
„სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“
* * * *
„ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცისდა დაგღუპავს.“
* * * *
„ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…”
* * * *
„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი“
* * * *
„სიყვარულის და ვნების დმწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო, კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას. “
* * * *
’’ სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!’’
* * * *
“ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, რომ მას ვერავინ მოატყუებს და რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.”
* * * *
“ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება – ესაა ჭეშმარიტი ქართველობა”
* * * *
“სიცოხლე მაინც სიცოცხლეა, იგი ერთხელ ეძლევა ადამიანს, სიკვდილი კი ხელში გიჭირავს, არსად წაგივა იცი.”
* * * *
„თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა,არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.“
* * * *
„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა, შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“
* * * *
„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.“
* * * *
„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.“
* * * *
„ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “
* * * *
„დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“
* * * *
„მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.“
„დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“
* * * *
„ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.“
* * * *
„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.“
„გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.“
* * * *
„ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!“
* * * *
„მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

* * *
წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!
წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!
ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!
* * * *
* * * *
“დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპარუთ, ხორცი მოგვიშივდა, ხორცი გავაზღეთ და სული გაგვიპარტახდა… დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაძლისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი…“
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!
* * * *
ოტია იოსელიანი და გიზო კაკაურიძე ერთ ღონისძიებაზე მოვხვდნენ ერთად,
სადაც
"ნაციონალური
მოძრაობის"
წევრები
"ვარდების
რევოლუციის"
ღვაწლსა
და
წარმატებულ
რეფორმებზე
ლაპარაკობდნენ.
ერთი
ნაციონალი
თუთიყუშივით
იმეორებდა,
- "ვარდების
რევოლუცია"
ისე
მოვახდინეთ,
წვეთი
სისხლი
არ
დაღვრილაო.
უყურებს
ოტია
და
ძარღვები
ებერება,
ითმინა,
ითმინა
და
ბოლოს
ხმამაღლა
წამოიძახა,
- რაია,
ამ
ნაციონალებს
რომ
დოუჩემებიათ
უსისხლოდ
მოვახდინეთ
რევოლუცია,
სისხლი
მაგათ
არა
აქვთ
და
საიდან
უნდა
გამოსდენოდათ?!
* * * *
“დღეს, როცა სულიც ჩვენია და ხორციც, გაჭირდა ღმერთისა და კაცის მსახურება. სული რომ დავაპარუთ, ხორცი მოგვიშივდა, ხორცი გავაზღეთ და სული გაგვიპარტახდა… დღევანდელი ადამიანის ბედი იმდენად რთულია და თავბოლო გაუსაძლისი, თუ სული, რწმენა და ზნეობა არ გაბადია, ლეში ხარ, ცხოველი…“
Комментариев нет:
Отправить комментарий