„ერთხელ, მდინარე მაშავერაზე რეზო ლაღიძეს „ასისტენტობას“ ვუწევდი. ის ბადეს
მარჯვედ
ისროდა,
მე
კი
კალათი
მეჭირა,
რომელშიც
დაჭერილ
თევზებს
ვყრიდი.
ეს
პროცესი
რამდენიმე
საათს
გაგრძელდა.
დანარჩენი
ჩვენი
მეგობრები
ცეცხლს
ანთებდნენ
და
„ნადავლის“
მოსახარშად
ემზადებოდნენ.
რეზო
მდინარის
მეორე
მხარეს
გადავიდა
და
დამიძახა,
შენც
გადმოდიო.
მე
თევზით
გავსებული
კალათით
შუა
მდინარემდე
რომ
მივედი,
კოჭში
უშველებელი
ქვა
მომხვდა,
სიმწრისგან
წავიჩოქე,
თავის
გადარჩენის
მიზნით,
კალათი
მდინარეში
ამოვავლე
და
რეზოს
გავხედე.
ერთხანს
გაოგნებული
მიყურებდა.
დაინახა,
რომ
ცარიელი
კალათით
შუა
მდინარეში
ვიდექი,
სანაპიროზე
კი
წყალი
დუღდა.
მადაზე
მოსული
ძმაკაცები
თევზის
მოსახარშად
ემზადებოდნენ.
წარმოიდგინეთ,
რა
დღე
დამადგებოდა.
რეზო
მიხვდა,
რომ
ძალიან
შევწუხდი.
მთელი
დღის
ნაშრომი
წყალში
ჩავუყარე.
მერე
მითხრა:
მაშინ,
ეს
ჭურჭელი
მდინარის
წყლით
გაავსე,
ნამდვილი
ჩაი
მაშავერას
ან
ზრამის
წყლით
დუღდებაო.
გადავწყვიტე,
ეს
დავალება
მაინც
პირნათლად
შემესრულებინა
და
გულმოდგინედ
ავავსე
ჭურჭელი.
თბილისში
რომ
ჩამოვედით
და
ჩაის
ასადუღებლად
მოვემზადეთ,
იქიდან
ორი
ბაყაყი
ამოხტა.
ასეთი
კურიოზული
შემთხვევა
ბევრჯერ
მქონია
ჩემს
საყვარელ
რეზოსთან“.
* * *
სახელგანთქმული „გაიშნიკი“ ერდემონი და ფულწაგლეჯილი პოპულარული
მომღერალი
ერთხელ, მანქანით მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. სააკაძის მოედანთან „გაიშნიკმა“ თავისი ჯოხი დააქნია და თან ჩამისტვინა, გააჩერეო. გავაჩერე, დავხიე უკან მანქანა. „იკარუსი“ ჰყავდა გაჩერებული და სანამ იმის მძღოლს ესაუბრებოდა, კარგა ხანს ვუცადე. როგორც იქნა, მოვიდა. მკითხა, რატომ არ გააჩერეო. ვუთხარი, გავაჩერე ბატონო-მეთქი. რატომ არ დამიძახეო, – ვუთხარი, „იკარუსის“ მძღოლს ესაუბრებოდით და გელოდებოდით-მეთქი. სად იყო „იკარუსიო“... მოკლედ, შარზე იყო. მაშინ „გაიშნიკებს“ მკერდზე ეწერათ სახელი და გვარი. ამოვიკითხე: ერდემონ მორგოშია. ნამეტანი უცხვირპირო კაცი იყო. მეჯუჯღუნა, ვერ აღმომიჩინა დარღვევა, მაგრამ ფული მაინც გადამახდევინა და ისე გამიშვა. კი გამიკვირდა, ამ ქალაქში ყველა მცნობს და ეს კაცი რანაირი ქალაქელია, რომ უმიზეზოდ ამიშარდა-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე. ისევ იმ ადგილას გავიარე და ისევ იმ „გაიშნიკმა“ გამაჩერა. მასთან ერთად სხვა „გაიშნიკებიც“ იყვნენ. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი. მესმის, კოლეგები ეუბნებიან: კაცო, არ იცი, ვინ უნდა გააჩერო და ვინ არაო. ესეც უკან არ იხევდა: ვითომ ეს რატომ არ უნდა გავაჩეროო. გამწარდნენ „პაგონებიანი“ ბიჭები და ეცნენ: კაცო, ნუ გადაგვრიე, შენ, ვერ იცანი, ვინ არისო? მისი სახელი და გვარი ამოკითხული და დამახსოვრებული მქონდა პირველი შეხვედრის დროს. მივუახლოვდი და ხმამაღლა ვუთხარი: მე ყველა მცნობს ამ ქალაქში ენდემონ მორგოშიას გარდა, მაგრამ სამაგიეროდ, ის ისეთი პოპულარულია, რომ მე არც ერთი „გაიშნიკის“ სახელი და გვარი არ ვიცი, ერდემონ მორგოშიას გარდა-მეთქი. გაიბადრა. ესიამოვნა. მოვბრუნდი და წამოვედი. ჩავჯექი მანქანაში და ვიფიქრე, მაშინ წახდა ჩვენი საქმე, ამ ქალაქში ერდემონ მორგოშიები რომ პოპულარობენ და ქართულ სიმღერას ფასი აღარ აქვს-მეთქი.

ბიძინა კვერნაძის მუსიკოსი „პინგვინები“ და „ტოჩკაში“ მოხვედრილი
მუსიკა
ერთხელ, ხუთი-ექვსი ბიჭი შევიკრიბეთ სუფრასთან და ბიძინა კვერნაძე დავნიშნეთ თამადად. დალევის და ქეიფის ეშხში რომ შევედით, უცბად ბიძინა წამოდგა და თქვა, მაპატიეთ, კონსერვატორიაში პინგვინები მელოდებიან, ლექცია მაქვს ჩასატარებელი, მეჩქარება და უნდა გავიდეო. დაგვაინტერესა და ვკითხეთ: თუ კაცი ხარ აგვიხსენი, როგორ ასწავლი მაგ შენ პინგვინებს მუსიკის წერასო. გაეცინა და გვიპასუხა: კლავიატურას ვაჩვენებ, მერე ვეუბნები, აბა ჩემო პინგვინებო, დაუყევით მარჯვნიდან მარცხნივ კლავიშებს, მერე პირიქით და ბოლოს „ტოჩკაში“ მოარტყით. მუსიკაც დაიწერება. აბა სხვანაირად როგორ ავუხსნა, კონსერვატორიაში კი შემოძვრნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „პინგვინები“ არიან, მეტი რა მოვთხოვოო.

გოგონას მოსახიბლავად წასული საძმაკაცო, გახარებული „რესტორანა“
და ბიძინა კვერნაძის „პახმელია“
ერთ ჩვენს ძმაკაცს გოგო მოსწონდა. მოსეშვილის ქუჩაზე ოთხი ნასვამი კაცი მივედით. ის გოგო მესამე სართულზე ცხოვრობდა. დავდექით სახლთან, სანთებელები ავანთეთ და დავიწყეთ მუხამბაზის მღერა: „გინდ მე ძინოს მაინც სულში მიზიხარ, თვალს ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ“... ეშხში ვართ შესული. გვიანია. იმ გოგოს ფანჯარაში სინათლე არა და არ ინთება. არადა, ვხედავთ ფარდის უკან ამოფარებულია და გვისმენს. დავამთავრეთ სიმღერა და დავიწყეთ: გამოდი, გამოდი... ჩამოდი, ჩამოდი... იმ კორპუსში ცხოვრობდა ჩვენი ძმაკაცი „რესტორანა“, გავიხედეთ და არ ჩამოვიდა? თან ოცლიტრიანს მოათრევს. ვკითხეთ, სად მიდიხარო. გაუკვირდა, კაცო, მე არ მეძახდით ჩამოდი, ჩამოდიო, ჰოდა, მეც ჩამოვედიო. იქვე, თბილისურად, მანქანის „კაპოტზე“ გაიშალა პურმარილი, ჩამოვასხით ღვინო და დავილოცეთ. კარგა ხნის შემდეგ, გაგვახსენდა გოგონასთან რომ ვიყავით მოსული. ისევ მივტრიალდით კორპუსისკენ და კვლავ დავიწყეთ: ჩამოდი, ჩამოდი... ამ ჩვენმა მეგობარმა „რესტორანამ“ დაახურა თავზე თავის სასმელს და წასვლა დააპირა. გაგვიკვირდა, ვეცით ხელებში, სად მიგაქვს ეგ სასმელიო. გვითხრა, ახლა მაგ ძახილზე, მთელი კორპუსი აქ ჩამოვა და დროზე გავასწრებ აქედან ჩემი სასმელიანად, თანაც მე მეტი აღარ მინდაო. მოკლედ, იქიდან გამოვბრუნდით და ავედით კვერნაძეებში. გოგიმ მოგვიყვა ასეთი ისტორია: თურმე დილით ბიძინა კვერნაძე ჩავიდა ეზოში „პახმელიაზე“. დამწუხრებული მეზობელი შეხვედრია წინ. უკითხავს ბიძინას, რა მოგივიდა, ასე შეწუხებული რატომ ხარო. იმ კაცს უთქვამს, კატა რომ მყავს, ის გამიხდა ძალიან ცუდად და რა გავუკეთო აღარ ვიცი, ხომ ვერ მირჩევთ რამესო. ბიძინა „პახმელიაზე“ იყო და იმ კატის დარდი ჰქონდა? უთქვამს, რა გაუკეთო და, თაგვის ბულიონი მოუხარშე და მიართვი, აუცილებლად უშველისო

*
* *
ერთმა მკითხა, სიღნაღში რათ დაიბადეო, ვეხუმრე: სხვაგან სამშობიაროები არ იყო და დედაჩემი იქ წაიყვანეს-მეთქი...
* * *
მახსოვს, როგორ დავწერე პირველი ნაწარმოები, ნიჭიერთა ათწლედს რომ
ვამთავრებდი. ეს იყო რომანსი ვაჟას ლექსზე. სხვათა შორის, ზურაბ ანჯაფარიძე
დამინახავდა თუ არა, ამ რომანსს მიმღეროდა, ვეხვეწებოდი, დაივიწყე-მეთქი.
ამ რომანსთან კიდევ ერთი ამბავია დაკავშირებული. ზურიკოს ვიცნობდი, როგორც
კარგ ბიჭს, რუსთაველზე რომ დადიოდა, კარგი ხმა რომ ჰქონდა... როცა დადგა
საკითხი, რომ ვინმეს უნდა შეესრულებინა ჩემი რომანსი, მას ვთხოვე, მოსულიყო
და ემღერა. კონცერტს უსმენდნენ ანტონ ბალანჩივაძე, გრიგოლ კილაძე, იონა
ტუსკია. ისე შეასრულა რომანსი, რომ ატყდა ერთი ამბავი, ეს ვინ მოიყვანე,
აქამდე სად იყოო! მე ვიღას ვახსოვდი, ყველა ზურიკოზე ლაპარაკობდა. იმ
დღიდან დაიწყო მისი კარიერა.
* * *
იაშა ბობოხიძესთან ერთად სანადიროდ დავდიოდი. იაშაც მოვლენა იყო... ერთხელ
ართანაში წამიყვანა. იქიდან სანადიროდ უნდა წავსულიყავით. ჩამაცვეს
მანქანის საბურავისგან შეკერილი რეზინის ფეხსაცმელი, ავიღეთ იარაღი,
"სამასვალი" მოიყვანეს და იმაზე დავსხედით. მივედით რაღაც ადგილამდე და
ჩავიდეთო... აქ რა გვინდა-მეთქი, აქედან ფეხით წავიდეთო... დავადექით გზას.
თან გვახლდნენ ართანელი მონადირეები, რომლებიც მთელი სერიოზულობით
მიყვებოდნენ, როგორ წაართვა ერთ-ერთ მათგანს "ტელეგრეიკა" დათვმა...
ვეუბნებოდი, რას ამბობ, კაცო, დათვს რად უნდოდა შენი ტელეგრეიკა-მეთქი...
რა ვქნა, დათვმა წამართვაო და...
სანადიროდ კი ვყოფილვარ, მაგრამ არასოდეს არაფერი მომიკლავს... ერთხელ ტახი გამოვარდა, ესროლეო, იაშამ. ბიჭო, როგორ ვესროლო, სიკვდილის წინ ტირიან-მეთქი...
ესროლეს სხვებმა და მოკლეს... იმ ტახის ხორცს რა მაჭმევდა...

ერთხელ მე, იაშა ბობოხიძე და პიერ კობახიძე რესტორანში ვიყავით რეზო
ლაღიძესთან ერთად. რეზო ამბობდა: ისეთი აზარტული ვარ, ტყეში მამაჩემი რომ
შემხვდეს, შეიძლება იმას ვესროლოო... პიერმა მითხრა: - შენ ამას ტყეში არ
გაჰყვე, ისეთი გვარი გაქვს, ნამდვილად გესვრისო.
* * *
მახსოვს პეტრეს მებრძოლი მამალი... გვეშინოდა იმ მამლის, ძაღლივით გლეჯდა
ხალხს. მეზობლის ქათმებს ჭამდა... ერთხელ ერთი პოლკოვნიკი შესულა
პეტრესთან, ეცა თურმე მხრებზე და პაგონები ააგლიჯა, "ჩამოაქვეითა"...
პაგონიან ხალხს განსაკუთრებით ვერ იტანდა, ბაგრატიონის მამალი იყო და ასე
გამოხატავდა პროტესტს. პეტრეს ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ფერებით წააქცია მამალი
და დაკლა როგორც იქნა. მერე ყვებოდა, მდუღარე წყალში რომ ჩავაგდეთ, ამოხტა
და პეტრეს უთხრა, - ვის კლავთ, თქვენი დედა ვატირეო... მერე ქვაბში ჩავდეთ
და ნოემბერში რომ ცეცხლზე დავადგით, დეკემბრის ბოლოს იყო მზადო. ასე იყო
მამაძაღლი მამლის ამბავი.
* * *
რეზო ლაღიძე რომ გარდაიცვალა, ეზოში ვიდექით ეროსი მანჯგალაძე, რობიკო
სტურუა, ნოდარ დუმბაძე, რამაზ ჩხიკვაძე... უცაბედად ათი შავი "ვოლგა"
შემოვიდა. რობიკომ იკითხა, რა მოხდაო. ვუთხარი, არაფერი, მოშავდნენ-მეთქი.
უბრალოდ ვთქვი, ესენი კიდევ გადაირივნენ, ეს რა თქვიო. ატეხეს სიცილი. ასე
იცოდნენ. მე უბრალოდ, სერიოზულად ვიტყოდი რამეს და ესენი იცინოდნენ...
* * *
რა მენატრება? მენატრება ქართულ სოფელში გასვლა, ბრძენი გლეხის მოსმენა.
იცი, ქართველი გლეხი ჩემთვის თავისებური მუსიკაა, ისე როგორც ყველაფერი ჩემ
ირგვლივ. სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური და გამოკენკო იქიდან შენი
მუსიკა.
* * *
ბიძინა კვერნაძე
და მეგობრები
ხაშის საჭმელად
აირიან თურმე.
ერთ-ერთი გადაეკიდა ძვალს
და უკაკუნებს
ჩანგლით, არ ეშვება. ბიძინამ უთხრა:
- ბიჭო, სანამ
"კტო ტამ"-ს არ გეტყვიან იქიდან
არ მოეშვებიო?!
* * *
ერთხელ ბიძინა კვერნაძე კომპოზიტორმა იაშა ბობოხიძემ დაპატიჟა საცივზე. იაშას ოთხი შვილი ჰყავდა და როდესაც საცივით სავსე ჯამი სუფრაზე ჩამოდგეს, მოშიებული ბავშვები ერთმანეთს არ აცლიდნენ გადაღებას. შეკითხვას, თუ როგორ მოეწონა იაშას საცივი, ბიძინამ ასე უპასუხა:
"აბა რა გითხრათ, ბავშვებმა რომ ჩაყვეს ჯამში ხელები, მეც ჩავყავი, მაგრამ ხორცი რომ არ დამხვდა იაშას უმცროსს შვილს ჩამოვართვი ხელი"
* *
*
თინა ლაღიძესთან გოგი ცაბაძის მეუღლე, თამრიკო ჩიქოვანი მისულა სტუმრად. ბატონი გოგი, ოჯახის მოამაგე და უაღრესად ყურადღებიანი ადამიანი გახლდათ და ქალბატონ თამრიკოსაც სულ მეუღლის ქებაში გაუტარებია საღამო: "он такой внимательный, такой заботливый. я такую опору чувствую в семье!" სახლში დაბრუნებულმა ნუგეშამ თითქმის ჩაძინებულ ბიძინა კვერნაძეს უსაყვედურა: "გაიგე თამრიკო რას ამბობს, "я такую опору чувствую в семье-ო!" ბიძინას პასუხი: "აპორა ექნება, აბა რა, ამხელა ხის ფეხზე დგას კაცი!"
*****
„რეზო ლაღიძესთან ერთხელ მეგობარი მივიდა. ბევრი რეკა კარებზე, მაგრამ რეზომ ვერ გაიგო, რადგან ამ დროს ვაზის ტალავერით დაბურულ აივანზე იყო გასული და ქუჩაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. მეგობარი გამობრუნდა, ქუჩაში გავიდა და მიდის უკან. ამ დროს თავისი აივნიდან ბიძინა კვერნაძემ გადმოიხედა, რომელიც ზედა სართულზე ცხოვრობდა და ჩასძახა - სად მიდიხარო? რეზოსთან ვიყავი სახლში არ დამხვდაო, - უპასუხა მეგობარმა. ბიძინამ - სახლში როგორ არაა, აბა ეს კაცი ტოლმაა, ვაზის ფოთლებში რომ ჩანსო?
*****
გიგა ლორთქიფანიძე ყვებოდა: „ვმუშაობდით ფილმზე „წიგნი ფიცისა" რომელიც 5 სერიად უნდა გადაგვეღო. დავამთავრეთ 3 სერია. მე-4 და მე-5 სერია უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორეს პერიოდი. ნოდარ ასათიანი იყო ცნობილი ისტორიკოსი, ჩვენი კონსულტანტი. მოვიდა ჩემთან ბატონი ნოდარი და მეკითხება: „მეოთხე და მეხუთე სერიას რა ერქმევაო? მე ვუთხარი, რა უნდა ერქვას? მთელ ფილმს ჰქვია „წიგნი ფიცისა“ - არაო, მაინც ახალი ეპოქა იწყება და იქნება რამე დაგვემატებინაო. ამ დროს ბიძინა კვერნაძე ჩაერია საუბარში: - მაშინ იცი რა ვქნათ, მოდი დავარქვათ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“.

ერთხელ ნიკო ლეკიშვილი, გია ყანჩელი, რობიკო სტურუა და ბიძინა კვერნაძე ერთად იყვნენ და ნიკომ მეგობრებს რაჭაში გასეირნება შესთავაზა.
ОтветитьУдалить„კი მაგრამ, მანქანით ოთხი საათი ცოტა ძნელია მგზავრობაო, თქვეს. ნუ გეშინიათ, ვერტმფრენით შეიძლება გადაფრენა-მეთქი, - იხსენებს ბატონი ნიკო, - ბიძინამ უცებ მიპასუხა, რას ამბობ, მაგით ვერ წამოვალ, ეგ მიქელ-გაბრიელის „პრავიზიონკაა“, როცა უნდა, ხელს მაშინ გაუშვებსო.
ჩავედით რაჭაში, ბუნებაში ვართ და, სანამ სუფრასთან მივიდოდით, პატარა წყალი უნდა გადაგველახა. ყველა გადავიდა. მოვკიდე ბიძინას ხელი და მოდი, გადავიდეთ, სუფრა იქითა მხარესაა გაშლილი-მეთქი. მე რა, ნახიმოვი ვარ, ამაზე რომ გადავიდე? მანქანით გადამიყვანეთო“.