და ისევ ჩქარი,
ნაბიჯის ჩქამი,
და ისევ ნისლი,
სახლები ისლის,
ცხოვრება მიჰქრის,
დრო ისე მირბის
ვეღარ ვეწევი.
ნაცნობი ჰიმნი,
მე იმიჯს ვიცვლი,
,
მსურს ვსერო ზეცა,
ვიაროთ ერთად,
იალქნიანი გემი ჩანს კენტად.
ზღვა ბობოქარი,
ტალღები ღელავს,
და ტელესკოპით ვაკვირდები
ნატიფ ვარსკვლავებს....
არა მწამს ბედის,
ვკამათობ ჩემთვის
ვებაასები აზრებს უთვალავს...
და ისევ ჩქარი,
ნაბიჯის ჩქამი,
ბინდი,
სოფელი,
შემოდგომაა,
ყანას ჭრის ცელი,
მე ისევ გელი,
მე ისევ გელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий