четверг, 4 октября 2018 г.

* * * 

სადგური?  არა, მე არ ვჩერდები, 
ვერა, ვერ ვიტან გუბურას დამდგარს,
მე ნაკადული ვარ მორაკრაკე,
კლდესაც კი დავშლი ძლიერს და მაგარს.

ვიცი ყოველთვის დროა საჭირო,
რომ მიაღწიო მიზანს დასახულს,
გრძნობა გრძნობაა, ვეღარ იყიდი, 
ვერც დაიბრუნებ წუთებს დაკარგულს. 

пятница, 17 ноября 2017 г.

მე ველი სასწაულს













დაღლილი ფიქრებით ჩავალ სამარეში,
ო,  იქაც გამყვება მე ჩემი წამება,
შენზე ფიქრები და ურითმო ლექსები,
დარჩება მარტო და არ გაგახსენდება.

ცხოვრება მწარეა, ვინ იცის რა გველის,
რას გეგმავს ხვალისთვის, ტანჯვას თუ სიხარულს,
შენზე ფიქრები აღარ მასვენებენ,
მე ველი ს ა ს წ ა უ ლ ს !!!!!

среда, 19 октября 2016 г.

მაინც მენება

და სიმფონიის აკორდი ბოლო,
ჩამოჰკრა ზარმა, შეირხა ჩიტი,
გალერიაში ცისფერი ტილო.
მღვრიეა მტკვარი  და წყალი ხისტი. 
შემოდგომაა, უხვ  ფერთა გამა,
შემოუძარცვავს ზაფხულსაც კაბა,
ნარიყალაზე სანთლების შუქი,
და უნაპირო სიტყვები უქმი....
განთიადს მოსდევს მზის უხვი სითბო,
მე ისევ მინდა რამის შენება,
ცხოვრებისეულ ორომტრიალის
ფერხულში ჩაბმა მაინც მენება.

https://s-media-cache-ak0.pinimg.com/originals/d1/aa/eb/d1aaeb41bafb206f3c40949dc53bbf7d.gif

რადგანაც დრო-ჟამის დაირღვა რიტმი, ამიტომ ვიტყვი

დრო მიდის და თმებში გვერევა ფიფქი,
წუთი ცრის,  წამი წამს მიჰყვება, მიქრის,
გულში კი ჩნდება დარდი და ნისლი,
ფიქრები ფიქრის, ამიტომ ვიტყვი.....
რადგან დრო - ჟამის დაირღვა რიტმი,
რადგან ცის კიდე ალისფრად იწვის, 
გეძახი,  გეძახი.... და მაინც იცი? 
ვიწვი და ვიბრძვი..... 


понедельник, 1 февраля 2016 г.

ბედნიერების სიო

 



გული ამღერდება კვლავ შენი ხილვით,
ბედნიერების დამივლის სიო,
ეს ერთადერთი არის ოცნება
ფიქრები გრძნობებს აშლის რომ სდიოს.
და მარწუხებში ტყვედქმნილი სული
თავისუფლებას, სილაღეს ცდილობს,
მის აღმაფრენას პასუხობს გული 
დაუყოვნებლივ აფრენას ითხოვს ვითარცა ბავშვი თრთის განთიადი
დაზრული მიწა მზის სითბოს იწოვს.....











понедельник, 20 октября 2014 г.

უთქმელი სათქმელი...



 

რამდენი რამე უთქმელი დამრჩა,
ვსერავ იალაღს, ჭიუხვებს, ფერდობს.
მივტირი ლექსებს აზრად გაფრენილს,
ფრთებმოტეხილებს,  ამ ყოფის კრედოს.
მოდის ფიქრები ნიაღვარივით,
სულს გადასერავს გამჭოლად ერთობ,

ბუხრის წინ მჯდარი ორი მოხუცი          
 გაიხსენებენ ცხოვრების გემოს.
გული იბორგებს, რადგან მერმისი,
სხვაგვარად აქცევს ბაღსა თუ ერდოს,
უკვე რამდენი საუკუნეა
ამაყად უმზერს ჟამთა სვლას ხენდრო.





შეწყვეტილი სტრიქონი


ახლა მარტო ვარ, სრულიად მარტო,
საკუთარ თავთან დავრჩი პირისპირ,
ჩუმი ხმაური და ფოთოლცვენა,
ირგვლივ ქაოსი, აურზაური.

ფიქრმა შემოსა ღამე სუდარით
და ანცი ქარი ლაღად  ნავარდობს,
დაძრწის ქუჩებში მკაცრი სიცივე,
ვის რა აწუხებს სულაც არ ნაღვლობს....