ჩამოჰკრა ზარმა, შეირხა ჩიტი,
გალერიაში ცისფერი ტილო.
მღვრიეა მტკვარი და წყალი ხისტი.
შემოდგომაა, უხვ ფერთა გამა,
შემოუძარცვავს ზაფხულსაც კაბა,
ნარიყალაზე სანთლების შუქი,
და უნაპირო სიტყვები უქმი....
განთიადს მოსდევს მზის უხვი სითბო,
მე ისევ მინდა რამის შენება,
ცხოვრებისეულ ორომტრიალის
ფერხულში ჩაბმა მაინც მენება.
Комментариев нет:
Отправить комментарий