вторник, 6 ноября 2018 г.

მე ქართველი ვარ

მე ქართველი ვარ, ოპიზრების ჯიშის და გენის,
დაქარაგმებულ ჩუქურთმების სიძველე შვენის
გელათს, სამთავისს, ნიკორწმინდას, ბოლნისის სიონს,
შთამომავლობას ოქროს ხანის ისევე ველით.....

დრო დიდებული, რწმენა,
ადათი სისხლში გამჯდარი
და იავნანა მეგრელ დედის ხმაში გამკრთალი,
იყო საზღვარი ნიკოფსიით დარუბანდამდე,
სულში თბილოდა, თუმცა იყო გარეთ ზამთარი.

მტერი, რა მტერი, ოსმალ-თურქი, სპარსი, ურჯულო,
მაგრამ ყველანი ეცემოდნენ ჩვენს ფერხთ უსულოდ,
ჰა აზარფეშა, გადაეცი კვლავ ალავერდი,
წარსულის ხიბლი არ ატყვევებს მხოლოდ უგულოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий