вторник, 6 ноября 2018 г.

ვითარცა რიდე....

ოცნება ულევი, ფიქრების ჯარი
მეხვევა ისე, ვითარცა რიდე,
არ მსურს ოცნება, მაგრამ რატომღაც
დავხეტიალობ ცის  კიდით-კიდე. 


მე ოცნებებში მოვკვდები ალბად,
ჩავიფერფლები მირაჟის ზღვაში 
და სინანულიც ალბად გვიან
იქნება მაშინ.......

მე ქართველი ვარ

მე ქართველი ვარ, ოპიზრების ჯიშის და გენის,
დაქარაგმებულ ჩუქურთმების სიძველე შვენის
გელათს, სამთავისს, ნიკორწმინდას, ბოლნისის სიონს,
შთამომავლობას ოქროს ხანის ისევე ველით.....

დრო დიდებული, რწმენა,
ადათი სისხლში გამჯდარი
და იავნანა მეგრელ დედის ხმაში გამკრთალი,
იყო საზღვარი ნიკოფსიით დარუბანდამდე,
სულში თბილოდა, თუმცა იყო გარეთ ზამთარი.

მტერი, რა მტერი, ოსმალ-თურქი, სპარსი, ურჯულო,
მაგრამ ყველანი ეცემოდნენ ჩვენს ფერხთ უსულოდ,
ჰა აზარფეშა, გადაეცი კვლავ ალავერდი,
წარსულის ხიბლი არ ატყვევებს მხოლოდ უგულოს.

* * * * * * *

კვლავ ისმის ქარის ღრიანცელი, შტოებთა ლეწვა,
კვლავ ტირის ხენი, რომელთაც რომ დააკლდათ ხანი, 
მოისმის კვნესა და ქვითინი საბრალო ქალის,
გამოკრთა სევდა და ტკივილი ვაჟკაცის ხმაში. 


ხე გაძარცვულა, ქალი ტირის და სატრფოს უხმობს,
ვაჟს კი არ ესმის მისი კვნესა, სევდა, მუდარა,
მეორე ვაჟს კი დაჰკარგვია გულისა სწორი 
და წინა ღამით მიაბარა წყვდიადის დარბაზს.


დარეკა ზარმა, შეიცვალა ამინდი სწრაფად,
ისმის ფლოქვების თქარა-თქური და მღვდელის ლოცვა,
საყდარში ერთურთს გვერდს უმშვენებს ის ორი წყვილი,
რომელიც უწინ ვაი - ვუშით ამბობდნენ ლოცვას.