понедельник, 1 февраля 2016 г.

ბედნიერების სიო

 



გული ამღერდება კვლავ შენი ხილვით,
ბედნიერების დამივლის სიო,
ეს ერთადერთი არის ოცნება
ფიქრები გრძნობებს აშლის რომ სდიოს.
და მარწუხებში ტყვედქმნილი სული
თავისუფლებას, სილაღეს ცდილობს,
მის აღმაფრენას პასუხობს გული 
დაუყოვნებლივ აფრენას ითხოვს ვითარცა ბავშვი თრთის განთიადი
დაზრული მიწა მზის სითბოს იწოვს.....











понедельник, 20 октября 2014 г.

უთქმელი სათქმელი...



 

რამდენი რამე უთქმელი დამრჩა,
ვსერავ იალაღს, ჭიუხვებს, ფერდობს.
მივტირი ლექსებს აზრად გაფრენილს,
ფრთებმოტეხილებს,  ამ ყოფის კრედოს.
მოდის ფიქრები ნიაღვარივით,
სულს გადასერავს გამჭოლად ერთობ,

ბუხრის წინ მჯდარი ორი მოხუცი          
 გაიხსენებენ ცხოვრების გემოს.
გული იბორგებს, რადგან მერმისი,
სხვაგვარად აქცევს ბაღსა თუ ერდოს,
უკვე რამდენი საუკუნეა
ამაყად უმზერს ჟამთა სვლას ხენდრო.





შეწყვეტილი სტრიქონი


ახლა მარტო ვარ, სრულიად მარტო,
საკუთარ თავთან დავრჩი პირისპირ,
ჩუმი ხმაური და ფოთოლცვენა,
ირგვლივ ქაოსი, აურზაური.

ფიქრმა შემოსა ღამე სუდარით
და ანცი ქარი ლაღად  ნავარდობს,
დაძრწის ქუჩებში მკაცრი სიცივე,
ვის რა აწუხებს სულაც არ ნაღვლობს....

воскресенье, 19 октября 2014 г.

შემოდგომის საღამო


 

ქარი დაქრის ქარაფშუტა,
მთა-ბარ დაეხეტება,
თბილისური საღამოა,
აი, უკვე ბინდდება.
ქარვისფერი ფოთლებისგან
ხალიჩები იგება,
სული ხარობს ჰარმონიის
სიმი უცებ იბმება.
გული? გული სიხარულის
სითბოდ გადმოიღვრება.....







და მაინც ვიბრძვით....

 
დღე მიიცვალა და ისტორიის
ფურცელს ჩაეწნა ერთი ფურცელიც,
ფიქრი - ფიქრია, ნეტავ რატომ დუმს
ამაყად მდგარი კავკასიონი?!
მთა ბუმბერაზი, ყინვა და თოვლი,

ფიფქები ფიქრის, ვიცვლებით, ვიღწვით,
ჩვენც წავალთ როგორც წავიდნენ სხვები,
დრონი მეფობენ, ეს ყველამ ვიცით
და მაინც ვიბრძვით......



 



четверг, 9 октября 2014 г.

მე ვითვლი წამებს














 
ჩამოწვა ბინდი,
კვლავ ისევ ღამე,
მე ვითვლი წამებს,
მე ვითვლი წამებს,
წვეთები წვიმის,
სწრაფი და თბილი,
ნიავი დილის,
უტყვი და გრილი.
ნავარდობს სიო
აღებს დარაბებს,
რისხვით თვალს ავლებს

მწუხრის დარაჯებს, 
არ მინდა დარდი,
ტანჯვა-ტირილი,

სიკვდილის ყველა
კარი დარაზეთ.
ივსება ისევ
პარტერი ხალხით,
გავყურებ შორით,
უცხო ჯამბაზებს,
ცისკარი ტყდება,





 








ქარი ქრის მქისე,
ფარფატა ფოთლებს
აათამაშებს,
ვითვლი თილისმებს.
სიცილით ვკვდები,
ვერ ვხვდები წყურვილს,
უამრავ სურვილს,

თუ რა მიქრობს ჟინს,
ან საიდან იღებს სათავეს
ამაყი ფიქრი,
ჩამოწვა ბინდი,
კვლავ ისევ ღამე,
მე ვითვლი წამებს,
მე ვითვლი წამებს.









  • вторник, 7 октября 2014 г.

    გეჩურჩულები

     


    მიყვარხარ კრძალვით 
    და უჩუმრად,
    გულს დაგავს ურიცხვი
    ფიქრები,
    გიხმობ 
    და 
    გეჩურჩულები...