понедельник, 6 октября 2014 г.

უძლური





სიცოცხლე სანთლად ამინთია შენთვის,
შორით ბრწყინავს სიყვარულის შუქი,
მაღლა ასვლას ვერ ვახერხებ ღმერთთან,
უძლურია მიწიერის სული....

იებს დაგიფენ


















ცრემლები მცვივავერ ვიოკებ  
ამ გულს დარდიანს 
ოცნებით ვხარობოცნებები  
შენთან დაჰქრიან,  
ნაიარევი შენზე ფიქრებს  
აღარ გაგიმხელ,
მხოლოდ თეთრ ცაზე მოფარფატე ღრუბელს გამსგავსებ.  
იებს დაგიფენ ხალიჩებად
ცხოვრების გზაზე,
რომ არასოდეს შეგაწუხოს
ამ ქვეყნად რამემ.

ვით ნეფერტიტი



ნარნარი რხევით, კაბის შრიალით,  
ძოწის მანტიით,
ოქროთი შემკულ-შევერცხლილი შემოდის ქალი,
ვით ნეფერტიტი, უკვდავება ცხელი ეგვიპტის,
საუკუნეებს მიღმა დარჩა მშვილდიც და ხმალიც.
ყველა სცემს თაყვანს 
ვით კერპსსალოცავს,
მზერა გადადის თაღიდან თასზე,
ისმის ხარხარი,
ქალი კი არა,
ჩუქურთმაა ქვაში გამკრთალი.
 




გაზაფხული






უკვე გაზაფხულდა,
ბალახი ამწვანდა,
ბუნებამ გაიღვიძა,
იები აყვავდა,
 
ხეები შეიფოთლა,
ამინდი კი დათბა,
  
მხოლოდ გული კი
არ გათბა, არ გათბა




გედი






ცისფერ ზვირთებში შეცურდა გედი,
თავს ედგა მიტრა, იღერა ყელი,
სერავენ ამაყ სივრცეებს ფრთები,
ახდება ნატვრა, გრძნობები მწველი.
ოცნება შვენის,
მარადჟამს ელის,
სატრფოს იპოვის და სიკვდილის წინ
ბედნიერი იმღერებს გედი.