ნარნარი რხევით, კაბის შრიალით,
ძოწის მანტიით,
ოქროთი
შემკულ-შევერცხლილი
შემოდის
ქალი,
ვით
ნეფერტიტი,
უკვდავება
ცხელი
ეგვიპტის,
საუკუნეებს
მიღმა
დარჩა
მშვილდიც
და
ხმალიც.
ყველა სცემს თაყვანს
ვით კერპს, სალოცავს,
მზერა გადადის თაღიდან თასზე,
ისმის ხარხარი,
ქალი კი არა,
ჩუქურთმაა ქვაში გამკრთალი.
Комментариев нет:
Отправить комментарий