понедельник, 6 октября 2014 г.

ხანაც წვიმაა, ხან კი მზე გვათბობს..















დამტოვეთ მარტო!
ვიძახი, ვდარდობ,
თანაც ვთვალთვმაქცობ
არ ვიცი რატომ
და მაინც გნატრობ.
ოცნებით ვხარობ, 

კვლავ ლაჟვარდ ტალღებს
 
უშიშრად ვაპობ,
ჩემი ბავშვობა
შორიდან მახსოვს,
ეხლა კი ჩემს თავს
გვირგვინი ამკობს,
ცხოვრება ისევ
ლუდივით გვათრობს,
და სიბერის ჟამს
მოგონებები
თოვლივით გვათოვს,
ხანაც წვიმაა,.

ხან კი მზე

გვათბობს.



ფერისცვალება

ფერი იცვალა ირგვლივ ყოველმა
და გაუხუნდა სამოსი მდელოს,
ისევ იფეთქებს მაისში კვირტი,
გოროზი მთები გამოსცემს ექოს.
გარიჟრაჟია, ცა იცვლის ფერებს,
ნისლი იღვრება, აერთებს მთა-ბარს,
ღამენათევი დატოვებს სერებს,
თავბრუს დაახვევს მჩქეფარე არაგვს.

ცა



ცა ვარსკვლავებით მოიჭედება,
მთვარე დადგება ქვეყნის დარაჯად,
მზე მიეფარა თვალთაგან, მერე
ყველა პლანეტა მწყობრში დარაზმა.
 





ცის სიდიადე ვის არ მოხიბლავს,
სამყარო არის შეუცნობელი,
სად არ ვყოფილვარ, რა არ მიხილავს,
კაცი არ ვარგა ღვთისა მგმობელი.





ცა ვარსკვლავებით მოიჭედება,
მთვარე დადგება ქვეყნის დარაჯად,
მზე მიეფარა თვალთაგან, მერე
ყველა პლანეტა მწყობრში დარაზმა....

მიძღვნა (ჩემს უსაყვარლეს ძმისშვილს-ანდრიას)

ქერა, ცისფერთვალება,
ვარსკვლავთ ბიჭი ვინ არის?
სიყვარულით გაჟღენთილა
ჩემი გულის ფიცარი.
ჩემო თბილო ანგელოზო, 
ჩემო ტკბილო ღირსებავ,
შენისთანა ვაჟკაცები
განა ბევრი იზრდება?
სიამაყით გიკრავ გულში, 
სულ წამწამზე მიზიხარ,

ქვეყნად რაც კი სიკეთეა,
სულ ყველაფრის ღირსი ხარ.
ბედნიერი ყოფილიყავ, 
ოთხივ ჯვარი გეწეროს, 
ეს გოროზი მთა-ველები,
სიხარულით გესეროს.

დილა...


დილა არის მშვენიერი,
მზე ფანჯრიდან ჭიატობს,
განა ყველა ქალი არის?
განა ყველა დიაცობს?
გარინდულა არე-მარე,
ნამი მინდვრად კიაფობს,
მათრობს ტკბილი მოგონება,
გემი ტალღებს მიაპობს.


 

მე ისევ მინდა













მე ისევ მინდა

მე ისევ მინდა შენზე დარდში ღამე ვათიო,
და გავიხსენო  

თბილისური სტრიქონი ძველი,
ყარაჩოღელის ნაღვლიანი მწველი ჰანგები
და ფიროსმანის  

მარტოდ მარტო განვლილი წლები.  

არ მსურს ოცნება,  
ვიცი იგი უცებ გაქრება,
მინდა მიყვარდეს,  
თუნდ ნაღვლიანი ვუმღერ სიმღერებს,
რა შეაჩერებს გულს სევდიანს

მუზას მორეულს,
უამრავ ფიქრებს

თუნდაც შორეულს.

ნეტავ....




მოდის შხაპუნა წვიმა,
გისველებს თმებს,  
ნეტავ მეც წვიმა ვიყო,
ნაზად შეგეხები შენ.
ნეტავ ნიავი ვიყო,
ნაზად აგიჩეჩავ თმებს,
ნეტავი თოვლი ვიყო,
ნაზად გაგითეთრებ თმებს.