среда, 19 октября 2016 г.

მაინც მენება

და სიმფონიის აკორდი ბოლო,
ჩამოჰკრა ზარმა, შეირხა ჩიტი,
გალერიაში ცისფერი ტილო.
მღვრიეა მტკვარი  და წყალი ხისტი. 
შემოდგომაა, უხვ  ფერთა გამა,
შემოუძარცვავს ზაფხულსაც კაბა,
ნარიყალაზე სანთლების შუქი,
და უნაპირო სიტყვები უქმი....
განთიადს მოსდევს მზის უხვი სითბო,
მე ისევ მინდა რამის შენება,
ცხოვრებისეულ ორომტრიალის
ფერხულში ჩაბმა მაინც მენება.

https://s-media-cache-ak0.pinimg.com/originals/d1/aa/eb/d1aaeb41bafb206f3c40949dc53bbf7d.gif

რადგანაც დრო-ჟამის დაირღვა რიტმი, ამიტომ ვიტყვი

დრო მიდის და თმებში გვერევა ფიფქი,
წუთი ცრის,  წამი წამს მიჰყვება, მიქრის,
გულში კი ჩნდება დარდი და ნისლი,
ფიქრები ფიქრის, ამიტომ ვიტყვი.....
რადგან დრო - ჟამის დაირღვა რიტმი,
რადგან ცის კიდე ალისფრად იწვის, 
გეძახი,  გეძახი.... და მაინც იცი? 
ვიწვი და ვიბრძვი.....