воскресенье, 5 октября 2014 г.

ასე ყოფილა, ასე იქნება



არაკაცს ღმერთი მიაგებს მისას
აქაც და იქაც,
თუ გსურს რომ ასცდე 

სიყალბეს
მირაჟს,
გაექცე უნდა 

ფიქრების ტირაჟს.
რაც არის, არის,

დრო კია მკაცრი,
არაფერს გაცლის,
სავსეა ვარცლი,

საბადო კვარცის, 
წუთები მარცხის,

ბუშტები საპნის,
დრო სწრაფად გადის.
ვიღაცა როკავს,
ვიღაცა ბორგავს,
ესაა ალბად  
საწუთროს ბოდვა,
ძნელია ქვეყნად  
სინდისის პოვნა,
ასე ყოფილა,
ასე იქნება
საპყართა ყოფა.


 












Комментариев нет:

Отправить комментарий