понедельник, 6 октября 2014 г.

ვიღაცა კი ისევ ქსოვს.



 














სადღაც შორს აქედან
ობობა ქსელს ქსოვს,
სადღაც შორს აქედან
სიკვდილი ბუდობს,
აქედან იქამდე რაღაც მანძილით,
სიკვდილი სიცოცხლეს სჯობს,
სირცხვილს, სიკვდილს და ჯანდაბას
სუყველას ჯოჯოხეთი ქსოვს.
ებმება ჭკვიანი,
ებმება ღარიბი,
მდიდარი, უჭკუო, სულ
მსხვერპლს იღებს ქვეყანა,
მსხვერპლს იღებს სამყარო,
ვიღაცა კი ისევ ქსოვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий