воскресенье, 5 октября 2014 г.

მიყვარხარ















დაღამდა, ვზივარ გავცქერი შორეთს,
არსად ჩანს მზე და დადუმდა არე,
გავყურებ ირგვლივ ნამიან ბალახს,
ჩუმად ვუცქერი მიმავალ მგზავრებს.
არსად ელვარებს მზის ნაზი შუქი,
ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა
ცა შეუღებავს თითქოს ფიროსმანს
ღრუბლების გუნდი ისე დაცურავს.



 






ჩამოწვა ბინდი... 

ძაღლები ყეფენ,
ციდან ნეტარით მთვარე დამყურებს,
ვარსკვლავებს ვუხმობ და ჰორიზონტთან
ვეძებ ახლობელ ცისფერ სადგურებს.

ჯერ არასოდეს არ მიხილია,
მე ცა ასეთი ლურჯი
მდუმარე,
აღარასოდეს გამიგონია
ფერთა საამო ხმანი მქუხარე.

ვზივარ მარტოკა, გავცქერი შორეთს,
გნატრობ და ცისფერ ფერებთან გხატავ,

















ვიცი, ამაღამ როს დავიძინებ
იმ ცის ფერებში ჩაძირულს გნახავ.
ოცნებამ მშთანთქა, გავიდა ჟამი,
უკვე აცივდა, მაგრამ მე მაინც
არ მეჩქარება, რადგან ცის ფერთან
გხედავ და უფრო მიყვარხარ მაშინ

Комментариев нет:

Отправить комментарий