* * *
სადგური? არა, მე არ ვჩერდები,
ვერა, ვერ ვიტან გუბურას დამდგარს,
მე ნაკადული ვარ მორაკრაკე,
კლდესაც კი დავშლი ძლიერს და მაგარს.
ვიცი ყოველთვის დროა საჭირო,
რომ მიაღწიო მიზანს დასახულს,
გრძნობა გრძნობაა, ვეღარ იყიდი,
ვერც დაიბრუნებ წუთებს დაკარგულს.