ქერა, ცისფერთვალება,ვარსკვლავთ ბიჭი ვინ არის?
სიყვარულით გაჟღენთილა
ჩემი გულის ფიცარი.
ჩემო თბილო ანგელოზო,
ჩემო ტკბილო ღირსებავ,
შენისთანა ვაჟკაცები
განა ბევრი იზრდება?
სიამაყით გიკრავ გულში,
სულ წამწამზე მიზიხარ,
სულ ყველაფრის ღირსი ხარ.
ბედნიერი ყოფილიყავ,
ოთხივ ჯვარი გეწეროს,
ეს გოროზი მთა-ველები,
სიხარულით გესეროს.

Комментариев нет:
Отправить комментарий