ლაბირინთული ფილოსოფია

                                                                                მინდა ჩავიკეტო საკუთარ ნიჟარაში და დავიმალო. ასეც ვიქცევი. ვცდილობ გამოვნახო გამოსავალი. სრული ქაოსი სუფევს ჩემს სულში.  ასეთ ყოფას შეიძლება დიფუზიაც ვუწოდოთ, რადგან  აზრები სინთეზირდებიან ერთმანეთში. დრო... დრო ულმობელად მიისწრაფის და ასეთ ყოფას მინდა დავარქვა მრავალწერტილი....
სიცივე, ზამთარი, მოგონებები,  ულტრაიისფერი, ხილული და იმფრაწითელი მზის სხივები... რამდენი წვრილმანი და მსხვილმანი რამ.
- გული?
- გულს ვერ გაუგებ.
- სული?
- სული ბორგავს.    - გამოსავალი?
- თითქოს უფსკრულში დაინთქაო. თუ ცის კიდეთში არის იგი?!!
- ვიარო?
- მივდივარ.
- ვიფიქრო?
- ცხოვრება ხომ ფიქრია თვითონ.
და ისევ ძველ, ჩემთვის კარგად ნაცნობ ამპლუაში ვევლინები გარშემომყოფთ.
ვუკირკიტებ განტოლებას.
ამ განტოლებას ორი ამონახსენი აქვს.
უცებ მიელვებს თავში ფიქრი: „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს“???! 

2000 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий