ვარსკვლავებით მოჭედილი ცა




დაღამდა და ცის ტატნობზე ამოცურდა ბადრი მთვარე. როგორ მიყვარს ღამე.... რაღაც უჩვეულო განცდა მეუფლება, როცა მთვარესა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებ. მინდა ხელით შევეხო. სათითაოდ დავკრიფო ყველა ვარსკვლავი, შევაგროვო, შემდეგ კი ისევ ცაზე მიმოვფანტო. მინდა  ვუმზირო გალაქტიკებს, ციურ სხეულებს.... ლურჯი ღამეა....  რაღაც იდუმალს ინახავს სანთლებად ანთებული ცა. ვტკბები ამ მშვენიერებით..... დრო თითქოს ჩერდება.... მუზები მოდიან და პოეტურ განწყობას ქმნიან.  გალაქტიონის სტრიქონები მახსენდება.... ჩუმად  ვჩურჩულებ.....

Комментариев нет:

Отправить комментарий