*****


არა, ვერაფრით დამარწმუნებთ, რომ სხვა საქართველო სადმე იყოს.
- ერი?
- ერს ნუღარ იკითხავთ, გულადი, პურადი, „სტუმარ - მასპინძელი“ ხომ წაგიკითხავთ? სით გაუშვებდა ლელაი, ღამით კარზე მომდგარ მოყვარეს? ახლაც იტრაბახონ სხვებმა, თქვენზე მაგრები ვართო.
- ახლა?
- ახლა სულ გადავჯიშდით. არა, მაინც მინდა კარგზე ვიფიქრო. თვალს თუ დავხუჭავთ (კანალიზაციის ჭაში თუ არ ჩავვარდით შემთხვევით) და ვიოცნებებთ, მირაჟი დროებით მაინც კარგია. ვაი, უქართველო საქართველოვ,....

საკუთარ ქვეყანაში თვითონვე გავხდით ემიგრანტები. უმრავლესობამ თავს გაქცევით დააღწია. რა ვქნა, უნდა ვთქვა, უნდა დავიკვნესო, „საქართველოვ შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი“...
ეჰ, ახლა რაღა მაქვს სატრაბახო....
იყიდება საქართველო............
2001 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий