წუთები უფრო დიდი სიხარულისა..........


 



ზამთრის სუსხია. არე-მარე თეთრადაა გადაპენტილი. მიყვარს ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლში სიარული. თოვლის ფანტელები ერთიმეორის მიყოლებით მოფარფატებენ დედამიწაზე.  სხვადასხვა ფორმისა და ზომის არიან და თითოეული მათგანი ისე შთამბეჭდავად მოდის, თითქოს  სურთ ერთმანეთს გაეჯიბრონ, ვინ უფრო ლამაზად დაეშვება ძირს. მახალისებს მათი ცქერა. თბილ ხელისგულზე დნებიან და პატარა წვეთად ემჩნევიან მერე. თეთრი სამოსით შემოსილან და ამაყად გადმოგვყურებენ კავკასიონის მთები. მარადმწვანე წიწვოვნები განსაკუთრებულ ელფერს იძენენ თოვლში. აქა-იქ ხის ტოტებზე წითლად მოღაღანე ძახველი მოჩანს და ფიქრობ, რომ წელიწადის ეს დროც ისეთივე მშვენიერია, როგორც გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.  
თეთრად გადაპენტილი არე-მარე ნიშანია იმისა, რომ სუსხი და სიცივე დროებითი მოვლენაა, რომელიც გარკვეულ დროის მონაკვეთს მოიცავს, რომ კარსაა მომდგარი წუთები, წუთები უფრო დიდი  სიხარულისა....


Комментариев нет:

Отправить комментарий